x
"ბუნების მეგობარი სუპერმენის" პიროვნების კულტი - პუტინის ახალი ფოტოსესია ციმბირში

image

პიროვნების კულტი - ეს მართვის ერთგვარი სტილია, როდესაც პოლიტიკური მოღვაწის როლის გადაჭარბებული გაზვიადება და მისთვის ისტორიის მსვლელობაზე გადამწყვეტი ზეგავლენის მიწერა ხდება. როგორც წესი, საკუთარი პიროვნების გაკულტება ახასიათებთ ავტორიტარ მმართველებს, რომელთაც ძირითადი პრობლემების გადაფარვა საკუთარი სიდიადის წარმოჩენით, საკუთარი შესაძლებლობების ხაზგასმით სურთ.
ამის მაგალითი საბჭოთა კავშირი და იოსებ სტალინის მმართველობის წლებია, რომლის პირდაპირ მემკვიდრედაც კი შეიძლება ჩაითვალოს რუსეთ
ის ამჟამინდელი ლიდერი, ვლადიმირ პუტინი.

კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვლადიმირ პუტინის სურათები თუ როგორ ატარებს ის შვებულებას ციმბირში. სურათებზე პუტინს აცვია სამხედრო ტანსაცმელი, დადის კლდეებზე, ტყეში, სიყვარულით აკვირდება მცენარეებს... ყველასთვის გასაგებია, რომ ეს დადგმული ფოტოსესიაა, როგორც გამოცდილ მოდელს იღებენ ხოლმე რაიმე კლიპში, სწორედ დადგმული და გადაღებული და ეს პირველი შემთხვევა არ არის. გახსოვთ ალბათ, წელს ზემოთ შიშველ "სუპერ გმირად" წარმოჩენილი
პუტინის ფოტოები, რომელიც ხან თევზაობდა, ხან ნადირობდა...

მოგეხსენებათ, ციმბირი ძალიან მკაცრი კლიმატით გამოირჩევა, შემთხვევითი არ არის, რომ ფოტოებისთვის სწორედ ეს ადგილი შეარჩიეს. ამ ფოტოსესიამ უნდა აჩვენოს ხალხს, რომ რუსეთის ახლად არჩეული "ძველი" პრეზიდენტი კვლავ კარგ ფორმაშია და ყველაფერთან შეუძლია გამკლავება, ყველაფერი გამოსდის.
მან იცის პოლიტიკოსებთან ურთიერთობაც, იქნება ეს ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, შეუძლია საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტა, ტერორიზმთან ბრძოლა, ციმბირში დადის დასასვენებლად (ალბათ ნადირობს კიდეც), ჰოკეისაც თამაშობს, ძიუდოს "ბეჭდაუდებელი ფალავანია..." მოკლედ, ყველაფერი შეუძლია.

გასაგებია, რომ ეს არის პროპაგანდა, რომელმაც უნდა გადაფაროს ის პრობლემები, რომელიც ქვეყანას აქვს. განაგრძეთ კითხვა და ნახეთ ფოტოები
0
121
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0