x
image
_K_
"ჭკვიანი ტანსაცმლის" 12 მაგალითი, რომელიც მალე ჩვეულებრივს ჩაანაცვლებს
image

ტანსაცმელი მარტო კომფორტული კი არა, ფუნქციონალურიც უნდა იყოს. დიზაინერები ამ აზრს ეთანხმებიან და ამიტომ ყოველთვის ცდილობენ, ჩვეულებრივ ტანსაცმელს დაამატონ ისეთი დეტალები, რომელიც მას უფრო გამოყენებადს გახდის.


სტატიაში ასეთი "ჭკვიანი ტანსაცმლის" 12 მაგალითს გთავაზობთ.








ბიუსჰალტერი-საფულე


ამ პატარა საფულის დახმარებით შეძლებთ, გრძელი მოგზაურობების დროს ფული დაცულ ადგილას შეინახოთ. მაშინაც კი, თუ ჩანთას დაკარგავთ, გარკვეული რაოდენობის თანხა მაინც გექნებათ.


image








ღილი, რომელიც დეკოლტის სიღრმეს არეგულირებს


ამ ელეგანტური ღილის დახმარებით შეძლებთ, ბლუზაზე და კაბებზე დეკოლტის სიღრმე აკონტროლოთ.

image








წელის გამაფართოებელი


წელის გამაფართოებელი კარგი გამოსავალია, თუ ისეთი შარვლები ან კაბები გაქვთ, რომლებიც იდეალურად გერგებათ სხეულზე, წელის მიდამოს გარდა. იმავე ნაჭრის პატარა ქსოვილი შეუმჩნეველია და თავს გაცილებით კომფორტულად გაგრძნობინებთ საყვარელ ტანსაცმელში.

image








ბიუსჰალტერის გამაფართოებელი


თუ ბიუსჰალტერი იდეალურად გერგებათ, მაგრამ გარშემოწერილობა პატარა აქვს, ამისთვისაც არსებობს გამოსავალი. ამ პატარა ნაჭრის დახმარებით თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ და სუნთქვაც გაგიმარტივდებათ.

image








სამაჯური საიდუმლო ჯიბით


ადამიანებისთვის, რომლებიც დილაობით დარბიან, მაგრამ არ უნდათ, ბევრი ზედმეტი ნივთი ატარონ თან, ასეთი სამაჯური ძალიან მოსახერხებელი იქნება. საიდუმლო ჯიბეში გასაღებისა და ცოტაოდენი ფულის შენახვაცაა შესაძლებელი.

image








ელასტიური ბარძაყის ბანდაჟი


ეს ბანდაჟები, რომლებიც წინდების ზედა ნაწილს ჰგავს, მარტო სილამაზისთვის არ არის შექმნილი. ის მოსახერხებელია ქალებისთვის, რომლებსაც სიცხეში მოკლე კაბების ტარება მოსწონთ, მაგრამ ხახუნი ამ მიდამოში დისკომფორტს უქმნით.

image








ნაიკის სახვევ-ფეხსაცმელი


ეს მრავალფუნქციური სახვევ-ფეხსაცმელი იცავს თქვენს ფეხებს, გათავისუფლებთ ფეხსაცმლისგან, უნიკალური დიზაინის წყალობით არ გტკენთ ტერფებს და განიჭებთ სასიამოვნო შეგრძნებას. გამოსადეგია ცეკვისთვის, იოგისთვის, სპორტ-დარბაზისთვის და ა.შ.

image








მამაკაცის ქამარი ინსტრუმენტებისთვის


ეს ქამარი გამოსადეგი იქნება ისეთი სიტუაციებისთვის, თუ ინსტრუმენტები გჭირდებათ, მაგრამ არ გინდათ, რომ ხელით ატაროთ. ქამარს 2 დამალული სახრახნისი აქვს, რომლებზეც ინსტრუმენტების დამაგრებაა შესაძლებელი.

image








ჰუდი-ბალიში


ეს გამოსადეგი რამაა ადამიანებისთვის, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ. ქუდის მეშვეობით არასასურველი მზის სხივებისგან დაიცავთ თვალებს, ბალიშის დახმარებით კი მოხერხებულად შეძლებთ ძილს.

image








შარფი საიდუმლო ჯიბით


კიდევ ერთი კარგი "აღჭურვილობა" ტურისტებისთვის. ასეთ შარფში მარტივად შეგიძლიათ პასპორტისა და საკრედიტო ბარათის დამალვ - გარანტია გექნებათ, რომ მათ არავინ დაუწყებს შარფში ძებნას.

image






სამაჯური სარკით


ეს აქსესუარი ბაიკერებისთვის შეიქმნა. თუ ბაიკს გვერდითი სარკეები არ აქვს, სამაჯური შეასრულებს მის ფუნქციას.

image








ყინულზე სასიარულო ფეხსაცმელი


ამ ფეხსაცმლის გამოყენება შეგიძლიათ როგორც ლაშქრობებზე, ასევე ზამთარში, როცა მიწის ზედაპირი მოყინულია. სპეციალური კბილანების წყალობით, ყინულზე არ დაეცემით.

image








ბონუსი: სპეციალური პერანგი ქერქის (ცერემბრალური) დამბლის მქონე ადამიანებისთვის

image









ასევე დაგაინტერესებთ:


1. რა ნივთები გაუჩინარდება 20 წელიწადში და რატომ აღარ იქნება საჭირო მათი გამოყენება

image


0
557
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
557
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0