x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ზღაპარი - ტყეში მცხოვრები მამაკაცი, რომელმაც არ იცის მსგავსი თუ არის კიდევ ქვეყნად

image
ქალი და კაცი


იყო და არაიყო რა იყო ერთი კაცი რომელიც უღრან ტყეში ცხოვრობდა, სრულიად მარტოდ მარტო. ცხოველებსაც კი ერიდებოდა რადგან ხშირათ უწევდა ზოგიერთ ცხოველთან ბრძოლა თავის გადასარჩენად. ღამე ყველაზე მაღალ ხეზე ავიდოდოა და იქ იძინებდა, დღისით კი ხან წყალში იყო ხან კიდე შუაგულ ტყეში საკვები რომ მოეპოვებინა. ტანთ არაფერი ემოსა. მან არ იცოდა მისნაირი მსგავსი არსებები კიდევ თუ იყო რადგან არასოდეს ენახა. საკვებად ხილს და ნანადირევ მოკლული ცხოველების უმ ხორცს მიირთმევდა. მას არანაირი გრძნობა ადამიანური არ გააჩნდა არც საუბარი იცოდა. კონტაქტობდა მხოლოდ რამდენიმე ცხოველთან და მათთვის გასაგებ ენაზე საუბრობდა. ერთ დღეს ამ კაცმა გადაწყვიტა იქვე ტყეში მდინარე ჩამოდიოდა და სათევზაოდ წასულიყო. თევზს კი ხელით იჭერდა და თანვე ჭამდა. წყალში რომ ჩაყვინთავდა სანამ თევზს არ დაიჭერდა მანამ თავს არ ამოყოფთა წყლიდან. ამჯერადაც ჩაყვინა წაყალში და დაიწყო თევზაობა. წყლიდან თავი როდესაც ამოყო რაღაც უცნაურ არებას მოჰკრა თვალი. გაირინდა ისევ ჩაყვინა წყალში და მხოლოდ თავი ამოყო წყლის ზემოთ რადგან ფიქრობდა ახალი ნადავლი იპოვა, დაიჭერდა და შეჭამდა, ასე გარინდული იყო რამდენიმე წამი, უცებ მის წინ ხეებს შორის რაღაც მისნაირმა გაირბინა, იმ გასხვავებით რომ უფრო ლამაზი ჩანდა. ეს კაცი წყლიდან ადევნებდა თვალს ამ მისნაირ არსებას ხან ამოყოფთა თავს და შეხედავდა ხან კიდევ წყალში ჩაყოფდა თავს, ვერ ხვდებოდა რა იყო ეს მისნაირი რაღაც. იმ მეორე ლამაზმა არსებამ კი წყალში ვერავინ შეამჩნია ამიტომ მდინარეში შევიდა. დიდხანს არ გაჩერებულა წყალში რამდენიმეჯერ გაცურა, ამოვიდა შეიმოსა ფოთლებით თმები დაიფერთხა და წავიდა. ეს კაცი კი ისევ წყალში იყო და არაფერი მომიქმედებდა. შემდეგ ეს კაცი ამოვიდა წყლიდან და სურდა უკნიდან გაჰყოლოდა ამ რაღაც მისნაირს. მაგრამ მის წყლიდან ამოსვლამდე ეს რაღაც გაუჩინრადა ისე რომ ვერსად იპოვა. ამ დღის შემდგე ეს კაცი ყოველღე დადიოდა იმის იმედად ამ მდინარესთან იქნებ ერთხელ კიდევ დაენახა ის რაღაც მისნაირი. მართლაც ის ლამაზი არსება კიდევ მივიდა მდინარესთან ჩავიდა მდინარეში და ცურვა დაიწყო. ამ კაცმა კი წყალში სცადა ახლოს მისულიყო და გაერკვია რა იყო ეს მისნაირი. დაედევნა ცურვით და გვერდი გვერდ გაცურა, ლამაზ არსებას არც გაჰკვირვებია კაცის დანახვა შიშიც კი არ უგრძვნია დარგან მას უკვე უამრავი მისნაირ მსგავსი ადამიანები ჰყავდა ნანახი. ის ხომ ტყეში მის ტომთან ერთად ცხოვრობდა სადაც ბევრი იყო ქალი და კაციც ასევე ბავშვები. მის ენაზე გამოელაპარაკა ქალმა მაგრამ კაცმა ვერაფერი გაიგო და როგორც ცხოველებთან საუბრობდა ისე დაუწყო საუბარი კაცმა ქალს. . ორივესთვის გაურკვეველი იყო ერთმანეთის ენა მაგრამ იმდენი კი მოახერხეს რომ თვალებით და მანერებით გააგებინეს ცოტა რამ ერთმანეთს. შემდეგ წყლიდან ამოვიდნენ და მდინარის პირას დასხნენე ორთავე შიშვლები. მათთვის ხომ სიშიშვლე სირცხვილი არ იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ ქალმა ცას ახედა უცებ წამოხტა და წავიდა. კაცი კი ისევ მდინარის პირას დარჩა. გულში რაღაც უცნაური შეგრძნება ჰქონდა ისეთი რომ მსგავსი არასოდეს ჰქონია. გუნება განწყობაც სხვანაირი შეექმნა. დადიოდა ტყეში და აქამდე რომ ყველაფერს ლეწავდა ახლა ეფერებოდა. ყვავილებს ყნოსავდა და ღრმად შეისუნთქნავდა მათ სუნელებას. მისთვის ცხოვრება ერთ წამში შეიცვალა რაც ის მისნაირი დაინახა რომელიც თვითონ არ იცოდა რა იყო. გადიოდა დრო მდინარესთან ხან მოდიოდა ის ქალი ხან კი არ. როდესაც ნახავდა უფრო და უფრო უმძაფრდებოდა ის უცნაური გრძნობა კაცს. ქალი და კაცი დიდ დროს ატარებდნენ ერთანდ დადიოდენ ტყეში ნადირობდნენ ერთად თევზაობდნენ. ნანადირევსაც ერთად ჭამდნენ. ერთმანეთს ისე მიეჩვივნენ რომ არცერთს არ სურდა დაეტოვებინათ ერთმანეთი მაგრამ ქალი რომ მის ტომში არ წასულიყო ძებნას დაუწყებდნენ, ამიტომ ახედავდა ცას და თავის ტომში გაიქცეოდა. კაცი კი გულდაწყვეტილი მარტო რჩებოდა, ერთ დღეს გადაწყვიტა ჩუმათ ადევნებოდა ქალს. ეს ქალი ისეთი სისწრაფით გარბოდა რომ კაცს უჭირდა დადევნება მაგრამ მაინც ეწეოდა და მისდევდა.ქალს მიდინარის გადაცურვა დასჭირდა თავის ტომში რომ მისულიყო. კაცმა თავის ხერხს მიმართა და ისე გაჰყვა რომ მხოლოდ თვალები უჩანდა წყლიდან. როგორც იქნა ქალი მივიდა თავის ტომში სადაც ხმაურით შეხვდნენ.გვერდით ამოუდგა რამდენიმე მამაკაცი და გაჰყვეს. კაცი დაღამებას დაელოდა და გადაწყვიტა შესულიყო იქ სადაც ქალი მივიდა. ჩუმათ მიუყვებოდა ნაბიჯებს მის წინ იშლებოდა პატარა სახლები რომლებიც ხეებისგან და ტალახისგან იყო აგებული. ადამიანები კი ფერადი საღებავებით შეღებილი. ცეცხლი დაენთოთ და ირგვლივ დამსხდარიყვნენ, რამდენიმე კი ცეკვავდა დანარჩენები, რაღაც ხმას გამოსცემდნენ რომელიც კაცისთვის გაურკვეველი იყო. კაცს ხომ არასოდეს ენახა ამდენი მისნაირი ერთად. გაოცებული და ცოტა შეშინებული იცქირებოდა თან ქალს დაეძებდა. უკნიდან ვიღაცამ ხელი დაადო ნაზად, კაცი შეკრთა შემობრუნდა და დაინახა მის წინ იგდა ქალი რომელიც ფერადი საღებავებით შეღებილიყო თმა გაეშალა და ტანი ბალახებით შეემოსა. კაცი გაოცებული შეჰყურებდა ქალს. ვერ გარკვეულიყო მის გრძნობაში. ქალმა ხელი მოჰკიდა კაცს და იქ წაიყვანა სადაც უამრავი მისნაირი იყო. ქალი სადაც მივიდა ცეკვა და თამაში ჰქონდათ გამართული ადამიანებს. უცხოს დანახვაზე ყველა მაშინვე გაჩერდა და ერთმანეთს რაღაცას ანიშნებდნენ მაგრამ ქალის ეშინოდანთ და ვერაფრს ვერ იმოქმენებდნე უცხოს წინააღმდეგ, ტომისთვის კი მიუღებელი იყო უცხოს მიღება, ან უნდა მოეკლათ ან კიდევ გაეძევებინათ ტომიდან. მაგრამ ქალმა სიტყვა თქვა ისეთი რომ ყველა გაისუსა და ხმას ვერ ამოიღო. კაცი კი კიდე ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა. ქალმა თვალით ანიშნა ტომს ლხენა გაგერძელებინათ და ისინიც ასე მოიქცნენ. იმ დღის შემდეგ ქალი და კაცი სულ ერთად იყვენე, თავისთვის პატარა ხის ქოხი აიშენეს ერთმანეთის ენა ზრუნვა და სიყვარული ისწავლეს. კაცმა კი როგორც იქნა მიხვდა რა იყო ის რაღაც პირველად ქალის დანახვაზე რომ დაეუფლა რაღაც უცნაური გრძნობა. სულ მალე კაციც ქალივით ფერადი საღებავებით იღებავდა სხეულს და სანადორდაც ერთად დადიოდნენ და ნანადირევს კი თავის შვილებთან ერთად ჭამდნენ. ასე ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობდნენ დიდხანს მანამ არ გაიგეს რა იყო გრძნობები რომლებიც ჯერ კიდევ მათ არ გააჩნდათ

0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0