x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ეიჯიზმი და სტერეოტიპები
image
დასავლურ ქვეყნებში არსებობს მრავალი სტერეოტიპი მოხუცი ადამიანების მიმართ. აშშ-ს სრულწლოვან მცხოვრებთა გამოკითხვაში გამოვლინდა მოხუცი ადამიანების როგორც დადებითი ისე უარყოფითი ხატები.

მაგალითად უარყოფით სტერეოტიპებზე დამყარებული მცდარი წარმოდგენებია:

  • მოხუცებულთა უმრავლესობა ღარიბია
  • მოხუცებულთა უმრავლესობა ცუდ პირობებში ცხოვრობს
  • მოხუცებულთა უმრავლესობა ძალიან სუსტია, კარგი ჯანმრთელობით ვერ დაიკვეხნის
  • უფროსი ასაკის ადამიანები არ წარმოადგენენ სერიოზულ პოლიტიკურ ძალას და დაცვას საჭიროებენ
  • მოხუცებულთა უმრავლესობა არც ისე კარგად ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობებს. ისინი ნაკლებად ეფექტურად მუშაობენ, აქვთ დაბალი მოტივაცია
დადებით სტერეოტიპებზე დამყარებული მცდარი წარმოდგენების მაგალითებია:

  • მოხუცები საკმაოდ უზრუნველყოფილად ცხოვრობენ. მათი ეკონომიური მდგომარეობა საკმაოდ სტაბილურია
  • მოხუცები ყველა სიკეთეს ღებულობენ საზოგადოების მომუშავე წევრების ხარჯზე
  • მოხუცი ადამიანები - ეს არის პოტენციური პოლიტიკური ძალა. ისინი აქტიური ამომრჩევლები არიან და საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთად მონაწილეობენ.
  • მოხუცებულთა უმრავლესობა ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებული, გამოცდილი და ბრძენია. მათთან ურთიერთობა საინტერესოა.


ამგვარი სტერეოტიპები არ გვაძლევენ საშალებას, რომ შევიქმნათ ზუსტი წარმოდგენა უფროსი თაობის ადამიანების შესახებ და გავაცნობიეროთ, რომ სინამდვილეში თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი ინდივიდუალური თვისებები.

გამოკვლევებიდან ასევე ჩანს, რომ მოხუცებულობის აღქმაში არსებობს ტენდერული განსხვავებებიც. ასე, მაგალითად დორის ბაზინი კოლეგებთან ერთად იკვლევდა ბოლო ათწლეულების პოპულარულ კინოფილმებს. მან დაადგინა, რომ მოხუც ქალბატონებს მამაკაცებზე ბევრად უფრო ხშირად აჩვენებენ, როგორც არამიმზიდველებს, არამეგობრულებსა და უმეცრებს, უნდა ვაღიაროთ, რომ დღესდღეობით ბევრი მოხუცის მდგომარეობა შემაშფოთებელია.

საშუალოდ მათი განათლებულობის დონე დაბალია მოსახლეობის სხვა ფენებთან შედარებით. მოხუცებულთა თავშესაფარში მათ უზრუნველყოფენ მხოლოდ გადარჩენისთვის აუცილებელი მინიმალური მოვლით, სამაგიეროდ უმცირებენ სიცოცხლის გაგრძელების სურვილს. სულ მცირე ხნის წინ ამერიკელთა დიდ ნაწილს ეგონა, რომ მოხუცებს არ შეუძლიათ თვითონ განაცხადონ საკუთარი თავების შესახებ. მდგომარეობა შეიცვალა იმის შემდეგ, რაც ზოგიერთმა პროპაგანდისტულმა ჯგუფმა (მაგ. „ნაცრისფერი პანტერები“) დაიწყო ყველას გასაგონად მოხუცებულთა მოთხოვნილებებზე საუბარი, ხოლო ამერიკულმმა პენსიონერთა ასოციაციამ მოაწყო საქველმოქმედო ღონისძიებები მოხუცებულთა დასახმარებლად.

უფროსი ასაკის წარმომადგენელთა მიმართ ინტერესი იმდენად მცირე იყო, რომ 40 წლის წინ ამ თემისადმია არ იყო მიძღვნილი პრაქტიკულად არც ერთი გამოკვლევა.

ბერნის ნეიგარტენმა აღწერა მოხუცთა მიმართ ასეთი ინდიფერენტულობა და უგულებელყოფა ტერმინით „ეიჯიზმი“.

უარყოფითი სტერეოტიპები არა მხოლოდ დაბერების შიშს წარმოშობენ, არამედ თვით მოხუცებსაც ზღუდავენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოხუცთა უმრავლესობა საკუთარ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას უფრო დადებითად აფასებს, ვიდრე თვით საზოგადოება.

თუმცა ადამიანებს ყოველთვის არ ეშინიათ სიბერის. მრავალ ქვეყანაში ითვლება, რომ მოხუცი ადამიანები ფლობენ უდიდეს სიბრძნეს. მაგალითად, ინდიელები ყოველთვის უფროსი თაობის წარმომადგენლებს მიიჩნევდნენ ბრძენ ბერებად, კულტურის, ტრადიციული ცოდნისა და რწმენის მატარებლებად. ჩინეთში, იაპონიაში და აზიის მრავალ სხვა ქვეყანაში არსებობს ტრადიცია, ცნობილი როგორც ასაკით უფროსებისადმი პატივისცემა. მაგალითად, იაპონიაში 4-დან 3 მოხუცი ცხოვრობს თავის შვილებთან ერთად და მათდამი პატივისცემა ვლინდება ყოველდღიური ცხოვრების მრავალ წვრილმანში.

ამიტომაც უმჯობესია მოხუცები განვიხილოთ როგორც ცალ-ცალკე ინდივიდები და თავიდან ავირიდოთ სხვადასხვა სტერეოტიპი, რაც ხელს გვიშლის მათთან ურთიერთობების დამყარებაში.

2
31
2-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ სიბაშვილი
თინათინ სიბაშვილი
31
  
2018, 29 აგვისტო, 10:32
საინტერესო სტატიაა!
0 1 2