x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
რა თანხას გამოიმუშავებენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები მხოლოდ 1 საათში?

ბილ გეიტსი, მარკ ცუკენბერგი, ჯეფ ბეზოსი და სხვა... ესენი არაინ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, რომლების ქონება აღემატება მსოფლიოს მოსახლეობის 25% -ის ქონებას ერთბაშად. თითოეული მათგანის ძირითად წყაროს ინტერნეტი წარმოადგენს, მათი გამოგონებების საშუალებით კომუნიკაცია გამარტივდა და დღეს სხვა ადამიანებიც გამოიმუშავებენ სოლიდურ თანხას.


მსოფლიოს სუპერ-მდიდრების შემოსავალი ყოველდღიურად იზრდება. გაინტერესებთ, თუ რამდენს გამოიმუშავებენ ისინი მხოლოდ 1 საათში? პასუხს ჩვენს დღევანდელ სტატიაში იხილავთ!



Twitter- ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი საათში 205, 000 დოლარს შოულობს. „ტვიტერის“ კაპიტალიზაცია 20 მილიარდი დოლარია. თუ ფრობს დაუჯრებთ, დორსის ქონება 5, 5 მილიარდი დოლარია.


image




Microsoft- ის დამფუძნებელი ბილ გეითსი ყოველ საათში 456, 000 აშშ დოლარს გამოიმუშავებს. ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება, მისი პირადი კაპიტალი ფორბსისის 2016 წლის სექტემბრის თვის მონაცემით შეადგენდა $81.7 მილიარდს. Microsoft-ის წლიური შემოსავალი 2016 წლისთვის არის $85.32 მილიარდი.


image




Tesla და SpaceX- ის აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკი საათში 684, 000 დოლარს შოულობს. იგი ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და გამომგონებელია. x.com-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც ერთი წლის შემდეგ შეეცვალა სახელი და ჰქვია PayPal-ი, ხოლო 2002 წელს eBay-მ იგი იყიდა 1.5 მილიარდ დოლარად. SpaceX — არის კომპანია, რომლის მიზანია უფრო იაფად შეასრულოს ფრენები, რაც საბოლოოდ მისცემს NASA-ს საშუალებას არსებული ბიუჯეტით გააგზავნოს ადამიანები მარსზე. ელონ მასკი არის Tesla Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი და აგრეთვე მას ეკუთვნის იდეა Hyperloop, რომელიც უსწრაფესი ტრანსპორტი იქნება. ასეთი „ლუპის“ შექმნა ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკომდე 6 მილიარდი დოლარი დაჯდება. ამ მანძილის დაფარვა „ლუპით“ ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი.


image




მოგეხსენებათ, რომ ლერი პეიჯი არის Google დამფუძნებელი. მისი შემოსავალი მხოლოდ ერთ საათში 924 000 დოლარია. ნამდვილად საოცარ ციფრებს ხედავთ!


image




და აი ისიც! მარკ ცუკენბერგი, რომელიც საათში 1, 7 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი და ბიზნესმენი, რომელიც ფორბსის 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით 71.5 მილიარდის მფლობელია.



image


და ბოლოს... წარმოგედგენთ ჯეფ ბეზოსს, გიგანტური სავაჭრო ქსელის Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მხოლოდ 1 საათში გამომიშავებს 4.4 მილიონ დოლარს.


ვინ არის ჯეფ ბეზოსი? - ამერიკელი მეწარმე, გამომგონებელი და ფილანტროპი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც კომპანია Amazon-ის დამაარსებელი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. მან 1994 წელს, სიეტლშიდააარსა კომპანია Amazon, რომელიც თავდაპირველად დაკავებული იყო წიგნების გაყიდვებით, ხოლო მოგვიანებით მოიცვა სხვადასხვა პროდუქტები და სერვისები, მათ შორის ვიდეო და აუდიო სტრიმინგი. ბეზოსი შეუდგა თავისი ბიზნესის გაფართოებას, მას შემდეგ რაც დააფუძნა აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin 2000 წელს. კომპანიამ დაიწყო სატესტო ფრენები 2015 წელს, 2018 წლისთვის გეგმავს ადამიანის სუბორბიტალურ ტურისტულ ფრენებს.


image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}



1. სილამაზის ატლასი 2018 - საქართველო კვლავ ჩამონათვალშია!

2. ამაზონის ტყეებში ახალი არაცივილიზებული ტომი აღმოაჩინეს!

3. როგორ ატარებენ სექსუალური "ანგელოზები" შვებულებას...

4. სამარადჟამო დიდება სამშობლოსათვის თავშეწირულ გმირებს! (აგვისტოს ომის გმირები)

5. მიმდინარე წელს დასრულებული, წლის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერები (II ნაწილი)

6. საუდის არაბეთი - 17 უცნაური ფაქტი ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის შესახებ!

7. გემიდან გადავარდნილი 46 წლის ქალბატონი 10 საათის განმავლობაში ცურავდა...

8. ვაკანსია - უნდა მოუაროთ 55 კატას, პირობები: უფასოდ სახლი, სამჯერადი კვება და 2000 ევრო ხელფასი


0
782
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
782
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0