x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
აღმოაჩინეს ვირთხის სახეობა, რომელიც ჩვეულებრივ ვირთხაზე 10-ჯერ დიდია

სიუჟეტი გიგანტური ვირთხა-მუტანტების შესახებ, ქალაქის საშიშ ლეგენდებს შორის, პოპულარობის თვალსაზრისით, პირველობას არავის უთმობს. რეალურად, ადამიანს იმის წარმოდგენაც კი სზარავს, რომ სადღაც, გამდინარე წყლების კოლექტორში, მუდმივად მშიერი, უზარმაზარი ვირთხები ბინადრობენ, წითელი თვალებით და ყვითელი კბილებით. და რომ ეშმაკი და გაქნილი არსებები, ადრე, თუ გვიან, კანალიზაციიდან ამოვლენ და მსხვერპლს დაუწყებენ ძებნას...

და როდესაც ადამიანი იგებს, რომ ყველაზე დიდი ვირთხა მსოფლიოში, შეიძლება ძაღლის ხელა იყოს, ამ ცხოველებისადმი ზიზღის და შიშის გრძნობა უფრო მეტად უმძაფრდება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საბედნიეროდ, ეს ცხოველი ჩვენგან შორს, უფრო სწორედ, ძალიან შორს, – პაპუა-ახალ გვინეაში ბინადრობს და ის სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს:


image


მეცნიერებმა ის მაშინ შენიშნეს, როდესაც BBC-ის არხისთვის, ბასავის (ჩამქრალი ვულკანი, ქვეყნის სამხრეთ რეგიონში) ექსპედიციის დროს გადაღებულ მასალას ათვალიერებდნენ. რომ დაინახეს, თუ რაოდენ შთამბეჭდავი ზომა ჰქონდა ცხოველს, მეცნიერებმა მისი დაჭერა, გამოკვლევა და სახეობის განსაზღვრა გადაწყვიტეს. მათ ვირთხას ხაფანგი დაუდეს და ზღვის დონიდან 1000 მ-ის სიმაღლეზე, დაიჭირეს კიდეც.

ვირთხას — სქელი ვერცხლისფერი ბეწვი აქვს, რომელიც მას ნოტიო და ცივი კლიმატის გადატანაში ეხმარება. მეცნიერთა აზრით, ვირთხის აღნიშნული სახეობა, რომელსაც წინასწარ «ბასავი» დაარქვეს, მხოლოდ ბასავის მთის კრატერში ბინადრობს.

ფოტოზე ასახული ცხოველის სხეულის სიგრძე, ცხვირის წვერიდან კუდის ძირამდე, 82 სმ-ია, ხოლო წონა – 1, 5 კგ. გარეგნულად ის ჩვეულებრივი ვირთხაა, ბეწვის ფერი და სახის «გამომეტყველებაც» ისეთივე აქვს, როგორიც აქაურ, – სარდაფის ვირთხას. ხოლო ზომით – ქალაქის ყველაზე დიდი ვირთხებს, მინიმუმ სამჯერ მაინც აღემატება.

ცხოველი საერთოდ არ არის აგრესიული, ადამიანების მიმართ და მათი არ ეშინია. ის ძალიან ცნობისმოყვარეა და ადამიანის დანახვისას, არც გაქცევას ცდილობს და არც თავდასხმას და კბენას. უკიდურეს შემთხვევაში, არცერთი ზოოლოგი არ დაზარალებულა, მასთან ახლო კონტაქტის დროს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვირთხის ამ სახეობის გავრცელების არეალი, ბასავის ჩამქრალი ვულკანის კრატერი არის, რომელიც ცივილიზაციისგან სრულიად მოწყვეტილია და სწორედ ეს არის ცხოველების ადამიანებისადმი მშვიდი დამოკიდებულების მიზეზი. მათ არასდროს უნახავთ ადამიანები და არ იციან, რომ მათი უნდა ეშინოდეთ.imageP. S. მსოფლიოში 64 სახეობის ვირთხა არსებობს. მათ შორის, ყველაზე გავრცელებული სახეობის მღრღნელის სიგრძე 8-15 სმ-ია, ხოლო წონა – 100 – 200 გრ. შეიძლება იყოს.


imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image

ვირთხამ მაღაროელი გადაარჩინა

სახალისო ფაქტები ცხოველების შესახებ
ლომის “ადამიანური" საქციელი
დიდი მიგრაციები


2
398
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
398
  
2018, 8 სექტემბერი, 19:21
ვირის და თხის ნაჯვარი :))) არცერთს არ გავს, რა შუაში იყო მართლა? :დდ
2018, 30 აგვისტო, 10:27
ვირთხაზე თუ ვიტყოდი, საყვარელია-მეთქი, არ მეგონა))))) ისე, რატომ ჰქვია ვირ-თხა?))))
0 1 2