x
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან შეხვედრის ყველაზე რეალური(და სანდო) ფაქტი ისტორიაში.
image


ადამიანის გონი და ბუნება იმდაგვარად არის მოწყობილი, რომ ყველაფერს ეჭვის პრიზმაში ატარებს, რაც თავად მას არ უნახავს და არ შესწრებია. რაოდენ უფრო რთული დასაჯერებელია ის პროცესები და მოვლენები, რომლებიც ჩვენამდე საუკუნეებით ადრე ვითარდებოდა და რასაც მხოლოდ წიგნებით ან თაობიდან თაობაზე გარდამოცემული ამბებით შევიმეცნებთ. მიუხედავად ყველაფრისა ისტორიას გააჩნია თავისი ოქროს საბადო, გარკვეულ კლასიფიკაციათა

image


სახესხვაობანი(ქრონოლოგიური, გეოგრაფიული, არქიტექტურული და ა.შ.)რომელთა ერთობლიობაც, გვინდა თუ არ გვინდა, საბოლოოდ ჩვენში მაინც ამაღლებს სანდოობის ხარისხს და ყოველგვარ ეჭვებს აცამტვერებს.


უფალი ჩვენი იესო ქრისტე რომ ორი ათასი წლის წინ ნამდვილად ისრაელში ცხოვრობდა, ქადაგებდა, სასწაულებს ახდენდა და მისი სიკეთით სავსე ცხოვრება ჯვარზე მიამსჭვალეს, ამ ყოველივეს ზემოთ აღნიშნული ისტორიული სისავსე

image

გვიდასტურებს(!) და გვიდასტურებს იმასაც, რომ დედა მისი იყო ნაზარეველი მარიამი, ღვთისმშობელად წოდებული... რა თქმა უნდა, უპირველესად ამაზე სასულიერო ლიტერატურა და რელიგიური რიტუალები მოწმობს, რაც ნებისმიერი ქრისტიანის სარწმუნოების ფუნდამენტია, მაგრამ ეს სულიერი საზრდო ბევრად უფრო ძვირფასი ხდება მაშინ, როცა წმინდა მეცნიერული, ისტორიული შტრიხებით არის შეზავებული. სწორედ ასეთი ძვირფასი და განსაკუთრებული მოვლენაა ქრისტიანულ სამყაროში წმინდა დიონისე არეოპაგელი.

image

ათენის უზენაესი სასამართლოს წევრი, საოცრად განათლებული და ავტორიტეტული პიროვნება დიონისე არეოპაგელი პირველ საუკუნეში საბერძნეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ის იყო ერთ-ერთი იმ მოსამართლეთა შორის, ვის წინაშეც წმ. პავლე მოციქულს მოუწია წარდგომდა და სადაც მან დაუფარავად იქადაგა ქრისტე მაცხოვარი. ნაცვლად პავლესთვის მსჯავრის გამოტანისა, დიონისე თავად დაემოწაფა მსჯავრდებულს და მასთან ერთად დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება, ხოლო პავლეს გარდაცვალების შემდგომ, მან უკვე თავის მოწაფეებთან ერთად იტვირთა მოციქულობის ჯვარი და ქადაგებით შემოიარა რომი, გერმანია, ესპანეთი და გალია, სადაც სამწუხაროდ ისინი სიკვდილით დასაჯეს. შეუფასებელია მისი ღვაწლი ევროპის გაქრისტიანების საქმეში, რის გამოც ის აღიარებულია, როგორც მართლმადიდებლურ ისე კათოლიკურ ეკლესიებში. დიონისეს გარდაცვალებიდან საუკუნეების შემდეგ, აღმოჩენილი იქნა თეოლოგიური თხზულებები და ეპისტოლეები, რომლის ავტორადაც სწორედ ის დასახელდა, თუმცა გავიდა კიდევ რამოდენიმე საუკუნე და გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ნაშრომები არ იყო მისი დაწერილი და ვიღაცამ მისი სახელით ისარგებლა(მაგ:პეტრე იბერი). ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ აღსრულებიდან ოცი საუკუნის შემდეგაც კი მისი სახელის გარშემო დავა-კამათი არ წყდება მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში. ქრისტეს შემდეგ ალბათ ძნელად მოიძებნება პიროვნება ქრისტიანულ სამყაროში, ვის წინააღმდეგაც ისეთი დაუცხრომელი და გამალებული ბრძოლა მიმდინარეობდეს, როგორც ეს დიონისე არეოპაგელის მიმართ ხორციელდება მისი სახელის დისკრედიტაციისათვის, რაც ერთმნიშვნელოვნად თავად ამ უდიდესი ადამიანისა და წმინდანის მასშტაბურობაზე მიუთითებს. ჩამოთვლილი ღირსებების მიუხედავად, დიონისეს ცხოვრებაში არის რაღაც, რაც თავისი არსით აღმატებულია მთელ მის ღვაწლსა და შემოქმედებაზე და უძვირფასესი ბრილიანტივით ამკობს ამ გასაოცარი ადამიანის მოღვაწეობას. ეს არის პავლე მოციქულისადმი გაგზავნილი წერილი, სადაც ის სულისშემძვრელი ცხოველმყოფელობით გადმოსცემს მის სტუმრობას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან:

"ღმერთია მოწამე, მთელს სამყაროში სხვა არაფერია ღვთაებრივი ძალითა და მადლით ამდენად აღვსილი. ადამიანური გონება ვერ გაიაზრებს იმას რაც ვნახე. უფლის წინაშე ვაღიარებ: როცა მე იოანესთან ერთად– რომელიც ისე ბრწყინავს მოციქულებში, როგორც მზე ცის კაბადონზე–ყოვლადწმინდა ქალწულთან წარმადგინეს, ენით აღუწერელი რამ განვიცადე. ჩემს წინაშე რაღაც ღვთაებრივი ნათელი გაბრწყინდა. მან გააცისკროვნა ჩემი სული. ვგრძნობდი საოცარ კეთილსურნელებას და იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული, რომ არც ჩემს უძლურ სხეულს და არც სულს არ შეეძლო დაეტია მარადიული ნეტარება, ზეციური ნიშნები და საწყისები. კარგად რომ არ მხსომებოდა შენი დარიგებები, მე მას თავად ჭეშმარიტ ღმერთად ჩავთვლიდი. შეუძლებელია წარმოიდგინო იმაზე დიდი ნეტარება, რომელიც მე მაშინ განვიცადე."

პ.ს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეეწიოს ყველა მის მსასოებელს საქართველოში და მთელს მსოფლიოში. გილოცავთ მარიამობას!


image

2
121
2-ს მოსწონს
ავტორი:კალიფორნიელი
კალიფორნიელი
121
  
2018, 29 აგვისტო, 20:17
მადლობა თქვენ ლალი
2018, 29 აგვისტო, 10:45
შესანიშნავი სტატია! მადლობა!
0 1 2