x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508563
ულამაზესი ქართველების ცნობილი ორეულები
image მსოფლიოს სხვადასხვა ვებ საიტებზე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს სელებრითების ფოტოები, რომლებიც განსაკუთრებით გვანან ერთმანეთს.. ზოგიერთი ადამიანი ეთანხმება ამ შეთანხმებებს, ზოგი კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი სტატიები ძალიან პოპულარულია.

წარმოგიდგენთ ცნობილ ქართველებს, რომლებიც ტყუპებივით გვანან ერთმანეთს:

ია ფარულავა და თეო ფერაძე

მსახიობ ია ფარულავას და ბიზნესვუმენ თეო ფერაძეს წლების განმავლობაში ამსგავსებდნენ ერთმანეთს, ამის გამო ისინი ხშირად უხერხულ, თუ კურიოზულ სიტუაციაშიც აღმოჩენილან. როგორც თეო ფერაძე წლების შემდეგ იხსენებდა, სიამოვნებდა რომ ახალგაზრდობის ასაკიდან ია ფარულავას ამსგავსებდნენ, როდესაც ეკითხებოდნენ ვიღაცას მაგონებო, აღარ აწვალებდა ხალხს და პირდაპირ პასუხობდა ია ფარულავას მამსგავსებენ ხოლმეო


ბიზნესვუმენი თეო ფერაძე

image

ისინი ერთმანეთს 80-იანი წლების ბოლოდან იცნობენ თუმცა სულ რადენიმე წელია რაც დამეგობდნენ, ქალბატონები ხშირად ერთად ჩნდებიან სხვადასხვა ღონისძიებებზე და ფოტოგრაფებს ისინი არაერთხელ დაუფიქსირებიათ კადრში ერთად.

ია ფარულავა და თეო ფერაძე

image


მათი გარეგნული მსგავსების აღნიშვნა ორივე ქალბატონს სიამოვნებს, მათ რადენიმე წლის წინ ერთობლივი ფოტოსესიაც გააკეთეს, სადაც მსგავსების უკეთ გამოსაკვეთად ერთი სტილი მოირგეს:

image

ბელა მირიანაშვილი და ციცინო ციციშვილი


როდესაც ამ ორი სილამაზით განთქმული ქალბატონის ფოტოს უყურებ რთულია განასხვაო ერთმანეთისგან, ციცინო ციციშვილისა და ბელა მირიანაშვილის მსგავსებაზე თავის დროზე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა..

image

ციცინო ციციშვილი ფართო საზოგადოებამ 1958 წელს, თენგიზ აბულაძის ფილმში "სხვისი შვილები" შესრულებული დეიდა ნატოს როლით გაიცნო, რომელიც ბწყინვალედ ითამაშა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ ადამიანს დღემდე ჰგონია რომ არ როლს ბელა მირიანაშვილი თამაშობს..


image

ციცინო ციციშვილს პროფესიონალური სამსახიობო განათლება არ მიუღია, სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი დაამთავრა შემდეგ კი მის ცხოვრებაში გამოჩნდა კინო.

დეიდა ნატოს თამაშის შემდეგ ის ლანა ღოღობერიძის ფილმში "ერთი ცის ქვეშ" და მერაბ კოკოჩაშვილის "ცხელი ზაფხულის სამი დღე" გამოჩნდა.

ბელა მირიანაშვილმა თავისი ხანმოკლე კარიერის განმავლობაში მრავალი საინტერესო სახე შექმნა ქართულ კინოსა და რუსთაველის თეატრის სცენაზე. მსახიობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროფესიაზე უარის თქმა მოუწია, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, როგორც ამბობენ სხივი დააკლდა თბილისს.



image

აღვნიშნავს ასევე იმსახურებს ეკა ბალანჩივაძისა და მაკა ასათიანის ფიზიკური მსგავსება. იყო დრო როცა მაკას საკუთარი მოდის სახლი ჰქონდა და ბომონდის წვეულებებსაც ხშირად ესწრებოდა. დღეს საქართველოში არ ცხოვრობს და როდესაც სამშობლოში ჩამოდის ინტერვიუებისგან თავს იკავებს..

imageimage

0
437
2-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0