x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
28 აგვისტო-რა მოხდა ამ დღეს საქართველოში და მსოფლიოში

image

28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს მარიამ ღვთისმშობელის მიძინების(მიცვალების) დღეს, რომელიც 12 უდიდეს საეკლესიო დღესასწულის სიაშია შესული, (გამონაკლისია საბერძნეთი, რომელიც რომის კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად მარიამობას ახალი სტილით-15 აგვისტოს აღნიშნავს.)

ყველაზე სარწმუნო ვერსიით ღვთისმშობელმა იცოცხლა 72 წელი და გარდაიცვალა დაახლოებით ქრისტეს დაბადებიდან 57 წელს.


ყოვლადწმიდა მარიამის გარდაცვალებას ერთი ათორმეტთაგანი – თომა ვერ შეესწრო, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა, თუმცა აკლდამა ცარიელი დახვდათ.

ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.



ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო დღესასწაული გასაგები მიზეზების გამო ჩრდილში აქცევს მსოფლიოში მიმდინარე სხვა მოვლენებს, რომელიც ყურადღების გარეშე რჩება, მოდით გავიხსენოთ კიდევ რა მოხდა 28 აგვისტოს.



*** 888 წლის 28 აგვისტო ბოლო დღე იყო 2000 წლის 2 თებერვლამდე, როცა ყველა ციფრი თარიღში ლუწი იყო.




***1565 წელს დაარსდა ფლორიდა, დღემდე მოღწეული ყველაზე უძველესი ევროპული დასახლება აშშ-ში.

image


***1749 წელს დაიბადა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე, გერმანელი ფილოსოფოსი, პოეტი, მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე.

image



*** 1898 წელს კალებ ბრადჰამმა საკუთარ გაზიან წყალს "პეპსი კოლა" დაარქვა.


image


***1922 წელს დაიბადა მარიკა ლორთქიფანიძე, ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი. საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

image



***1924 წელს საქართველოში რუსული ბოლშევიზმის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. ამას კი თითქმის მთელი კავკასიის აჯანყება მოჰყვა. აღნიშნული ამბოხი იმავე წელს ჩაახშვეს და კავკასიის რეგიონი ისევ საბჭოეთის კონტროლის ქვეშ დარჩა.

image



***1936 წელი გაიმართა საბჭოთა კავშირის თასის პირველი ფინალური მატჩი, ერთმანეთს შეხვდა მოსკოვის "ლოკომოტივი" და თბილისის "დინამო"

image



***1937 წელს კომპანია „Toyota“ დაარსდა.

image



***1962 წელა დაიბადა დევიდ ფინჩერი (David Fincher) — ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი და კლიპმეიკერი

image


***1963 წელს ვაშინგტონში მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე მარტინ ლუთერ კინგმა წარმოთქვა ცნობილი ფრაზა: „მე მაქვს ოცნება“



***1963 წელს ბერმუდის სამკუთხედის მიდამოებში ერთმანეთს შეეჯახა აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ორი Boeing-KC-135, დაიღუპა 11 სამხედრო.

image



***1965 წელს დაიბადა შანაია ტვეინი (ნამდვილი სახელი აილინ რეგინა ედვარდსი) — კანადელი ფოლკ-პოპ მომღერალი და სიმღერების ავტორი.

image



***1966 წელს ჯგუფ Doors-სინგლი Hello a Love You მილიონი ტირაჟით გაიყიდა.



***1988 წელი გერმანიაში რამშტეინის ავიაშოუზე დატრიალდა ტრაგედია, იტალიური ეკიპაჟის სამი თვითმფრინავი ერთმანეთს შეასკდა, დაიღუპა 70 ადამიანი.



***1990 წელს ერაყმა ქუვეითის ანექსია მოახდინა.

image


***1996 წელს უელსის პრინცი ჩარლზი და პრინცესა დაიანა განქორწინდნენ.

image



***2017 წელს გარდაიცვალა მირეი დარკი, ფრანგი მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი და ფოტომოდელი, ალენ დელონის ცოლი.

image



0
63
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0