x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სერბეთში დააკავეს, დონბასის სეპარატისტული რეგიონის მხარდამჭერი სერბული ქვედანაყოფის მეთაური-ბრატისლავ ჟივკოვიჩი

image როგორც სერბული რადიო "Slobodna Evropa" იუწყება, ხუთშაბათს 23 აგვისტოს ბელგრადში, სერბმა ძალოვნებმა დააკავეს, უკრაინაში დონბასის სეპარატიულ რეგიონში, სეპარატისტების მხარეს მებრძოლი სერბი მოხალისეებისაგან შემდგარი დანაყოფის მეთაური ბრატისლავ ჟივკოვიჩი.
ბრალდების სახით მას წაუყენეს სერბეთის გარეთ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია სერბეთში.
"Slobodna Evropa"-ს ინფორმაციით, დონბასში სეპარატისტების მხარეს მებრძოლი სერბული დანაყოფის საველე მეთაური დააკავეს ბელგრადში, სერბეთის პროკურატურის მოთხოვნით.
ჟივკოვიჩი სერბეთში მილოშევიჩის ყოფილი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი იყო და როგორ გადაურჩა სამხედრო ტრიბუნალს ჯერჯერობით უცნობია, ის დღესაც სერბების მოძრაობა"ერთიანი სერბეთის" ლიდერია და ოპოზიციაში უდგას სერბეთის დღევანდელ ხელისუფლებას.
პროკურატურამ ჟივკოვიჩს წაუყენა ბრალდება: უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და სერბეთის ფარგლებს გარეთ, სერბეთის სახელმწიფოს ნებართვის გარეშე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება.
სერბი საველე მეთაური დაკავებულია და ერთერთ ციხეშია გადაყვანილი.
ივლისის თვეში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კლიმკინმა სერბეთის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა დონბასსში საომარ მოქმედებებში მონაწილე სერბების, სერბეთში დაბრუნების მერე დაკავების და პასუხისგებაში მიცემის გამო.
გასული წლის ნოემბერში სერბეთში უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ სერბეთის ხელისუფლება არანაირ ზომებს არ იღებს უკრაინაში საბრძოლველად მიმავალი სერბების შესაჩერებლად. რამაც სერბული მხარე გააღიზიანა და უკრაინას ელჩის გაძევებით დაემუქრა.
გასული წლის ბოლოს უკრაინულმა მხარემ სერბეთს თხოვა გადაეცა უკრაინისათვის, უკრაინაში მებრძოლი სერბების სია.
სერბეთმა სწორედ ამის მერე დაიწყო უკრაინაში მებრძოლი სერბების სისხლის სამართლის მუხლით დევნა.
რამდენიმე სერბი მებრძოლი, რომლებიც დონბასის რეგიონში იბრძოდნენ სეპარატისტების მხარეს, სერბეთში დაბრუნებისთანავე სერბმა ძალოვანმა სტრუქტურებმა დააკავეს და სხვადასხვა ვადით შეუზღუდეს თავისუფლება სერბული კანონმდებლობის შესაბამისად.
2016 წელს სერბული "იოვან შევიჩის" სახელობის, მართლმადიდებელ სლავთა მოხალისეთა დანაყოფის შემქმნელი ბრატისლავ ჟივკოვიჩი ლუგანსკის თვითაღიარებული სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელობამ დააჯილდოვა მედლით-"რწმენისა და თავისუფლებისათვის".


0
306
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0