x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
იცოდით რა სამკურნალო თვისებები გააჩნია ზღვაში ბანაობას?

image


შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ზღვაში ბანაობის სარგებლობის შესახებ კაცობრიობამ არცთუისე დიდი ხნის წინ შეიტყო. პირველი ნაშრომი, სადაც აღწერილი იყო ზღვის აბაზანების სამკურნალო თვისებები, ოქსფორდში, 1750 წელს ექიმმა ჩარლზ რასელმა გამოსცა. წიგნის გამოსვლის შემდეგ ინგლისსა და გერმანიაში ზღვის აბაზანები სამკურნალო პროცედურებად აღიარეს. ზღვაში ბანაობა მოდაში მე-19 საუკუნეში შემოვიდა, ხოლო ნამდვილი პოპულარობა გასულ ასწლეულში მოიპოვა. გარკვეულწილად ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ კოჭებს ზემოთ ფეხის გამოჩენა უხამსობათ აღარ ითვლებოდა. თავდაპირველად საბანაო კოსტიუმი ღამის პერანგის მსგავსი იყო.

image


რომელიც მოგვიანებით გრძელმა ფართო შარვალმა შეცვალა.


image


გასული საუკუნის დასაწყისში ბანაობას სანაპიროს გასწვრივ თავთხელ წყალში სეირნობას უწოდებდნენ.

ზღვაში ბანაობის 5 პლიუსი


1. ზღვის წყალი ჰიდროპროცედურების სახით სისხლის მიმოქცევაზე აქტიურად მოქმედებს. ზღვაში ბანაობით ცალკეული ორგანოების სისხლით მომარაგება უმ-ჯობესდება, არტერიული წნევა დაბლა იწევს, გულის შეკუმშვის სიხშირე მცირ-დება და საერთო ჯამში, მთელი ორგანიზმი იწრთობა.


2. ჰიპოკრატეს პერიოდიდან მოყოლებული, ფილტვების პათოლოგიებს ზღვის ჰაერითა და ეგეოსის ზღვაში ბანაობით კურნავდნენ. ზღვის ჰაერი და წყალი იმუნიტეტს ამაგრებს, ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ამაღლებს, ხოლო მზის სხივები სნეულების გადამტან ბაქტერიებს ანადგურებენ.


3. ზღვაში ბანაობის შემდეგ კანისა და მთლინად ორგანიზმის მგრძნობელობა ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების მიმართ იზრდება. ამიტომაა ადვილი ზღვაზე მზის სხივებით დაწვა ასე ადვილი. დანარჩენ შემთხვევაში ეს პროცედურა მხოლოდ სასარგებლოა. ბანაობის დროს ნივთიერებათა ცვლა აქტიურდება და უჯრედების მდგომარეობა უმჯობესდება.


4. ვინაიდან მზის წყალი მინერალებითა და მიკროელემენტებით მდიდარია, ყველაზე სასიკეთოდ ართრიტით დაავადებულებზე მოქმედებს. გოგირდისა და იოდის იონები კანიდან ორგანიზმში აღწევენ და სახსრებში ილექებიან იმ ადგილებში დასაც მათი ნაკლებობაა.


5. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზღვის წყალში მაგნიუმის იონები არსებობს. ის ბევრ სასიცოცხლო პროცესს, მათ შორის ძვლის ქსოვილის წარმო-ქმნასა და უჯრედების გაყოფას ასტიმულირებს. ასევე დიდ როლს ასრულებს ნერვებისა და კუნთების მუშაობაში. ზღვის ყალში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ხელშეწყობით, მაგნიუმი ზღვაში ბანაობისას ადვილად შეითვისება.

3
604
6-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
604
  
2018, 27 აგვისტო, 16:21
არამგონია. ამ ექიმზე ინფო ვეძებე მაგრამ ვერაფერი ვნახე
2018, 27 აგვისტო, 15:48
ეს ჩარლზ რასელი იეჰოვას მოწმეების სექტის დამაარსებელი, რომ იყო ის ხომ არაა დათო?
ზღვის სამკურნალო თვისებები ოდითგანვე ცნობილია, მარილიან წყალს აქვს უნარი გაანადგუროს მავნე ბაქტერიები და დატოვოს ადამიანისათვის და ზღვის ბინადრებისათვის აუცილებელი ბაქტერიები.
0 1 3