x
მეტი
  • 19.11.2018
  • სტატია:82903
  • ვიდეო:334265
  • სურათი:440573
რამდენად მძლავრია სიმონოვის კარაბინი და მის ტყვიებს რა სისქის ჯავშნის გატანა შეუძლია

image ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებამ უზარმაზარი როლი შეასრულა კაცობრიობისათვის.
ადამიანებმა შესძლეს ცეცხლსასროლი იარაღით დაეცვათ თავი მტაცებლებისაგან და მოეპოვებინათ საკვები ნადირობით, თუმცა იარაღის გამოჩენით დაიწყო ასევე ომები, რომელმა ომებმაც მოითხოვა ცეცხლსასროლი იარაღბის დახვეწა.
პირველი ცეცხლსასროლი იარაღების ეგზეპლარებს სხვა ბევრად უკეთესი ხარისხის და ტექნიკური შესაძლებლობების იარაღები ჩაენაცვლა.
თუმცა სამხედრო ინჟინრებმა შესძლეს და შექმნეს იარაღები, რომლებმაც დროს გაუძლეს და ჯერ კიდევ აქტუალურ სახეს ინარჩუნებენ.
ერთერთი ასეთი უნიკალური შესაძლებლობის მქონე იარაღია სიმონოვის თვითდამტენი კარაბინი რომელსაც უფრო "СКС"-ის სახელით მოიხსენიებენ დღემდე. კარაბინის კალიბრი 7, 62 მილიმეტრია. კარაბინი საბჭოთა კავშირის არმიაში მიიღეს შორეულ 1949 წელს და ათწლეულების მანძილზე კალაშნიკოვის ავტომატის და დეგტიარევის ტყვიამფრქვევის გვერდით ღირსეულ ადგილს იკავებდა.
მაღალი სიმძლავრე, სიზუსტე, მომსახურების სიმარტივე და საიმედოობა-ამ მაჩვენებლების გამო კარაბინმა დაიმსახურა პატივისცემა მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში, სადაც იქნა მიღებული შეიარაღებაში.
სიმონოვის კარაბინისათვის შექმნილ იქნა ტყვიის ოთხი ტიპი, რომლებმაც კარაბინი აქცია უნივერსალურ იარაღად. კარაბინმა შეიძინა ფუნქცია სხვადასხვა დავალების შესასრულებლად ბრძოლის ველზე: ჩვეულებრივი ტყვია ფოლადის გულარით, ტრასირებადი, ჯავშანგამტანი-ცეცხლგამჩენი და ცეცხლგამჩენი ტყვიებით.
მინდა შემოგთავაზოთ ცნობილი რუსი სამხედრო კორესპონდენტის სემიონ პეგოვის ექსპერიმენტი, სადაც მან მოახდინა დემონსტრირება, რომელი ვაზნებით შეუძლია "СКС"-ს ფოლადის ჯავშნის მთლიანობის გარღვევა-გატანა.
პ.ს
სტატიის ავტორს ბევრჯერ მოუწია კოდორის ხეობაში ყოფნისას, საჩვენებელ სროლებში აღნიშნული კარაბინიდან სროლამ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ასაკის მიუხედავად კარაბინი, დღესაც კი ძალიან ბრძოლისუნარიანი იარაღია.

4
376
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
376
  
27 აგვისტო, 14:50
კი ნიკა, სწრაფსროლა, სიზუსტე და სროლის მანძილი საკმაოდ ეფექტური აქვს.
27 აგვისტო, 14:49
არ დარჩებოდი უკმაყოფილო თუ დამიჯერებ...
27 აგვისტო, 14:43
არ მაქვს იარაღისკენ მიდრეკილება მარა ამ იარაღს დიდი სიამოვნებით შევინახავდი
27 აგვისტო, 14:22
უსიტყვოდ მაგარი რამეა
0 1 4