x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
სოფია როტარუმ გრძნობა დაკარგა-ინსულტი არ დაუდასტურდა,თუმცა მეხსიერება ჯერ არ აღუდგა
image

სოფია როტარუს უფაში გამოსვლის დროს გული წაუვიდა. 71 წლის მომღერალი რეანიმაციაში გადაიყვანეს.


«Лаванда», «Хуторянка», «Червона рута» -კორპორატიულ კონცერტზე ბაშკირეთის დედაქალაქში მაყურებელმა მოისმინა სახელოვანი მომღერლის თითქმის ყველა ოქროს ჰიტი, თუმცა ვერავინ ხვდებოდა, რომ როტარუ სიმღერის დროს უკანასკნელ ძალებს იკრებდა, ჯერ კიდევ კონცერტის დაწყების წინ ეხვეოდა თავბრუ, მაგრამ მან შეძლო კონცერტის დასრულება, მაგრამ კულისებში დაეცა და გრძნობა დაკარგა.


image



-მომღერალი ჩვენთან სასწრაფოთი 21:30 წუთზე შემოიყვანეს, მას აღენიშნებოდა მეხსიერების დაკარგვა, მაღალი წნევა, ანუ იყო ეჭვი ინსულტზე, პაციენტს გავუკეთეთ კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიაზე, თუმცა ინსულტი არ დადასტურდა, სიმპტომების მიხედვით დაისვა დიაგნოზი:"ტრანზიტორული იშემიური შეტევა", დილით სოფია მიხეილის ასულს გავუკეთეთ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, აღმოვაჩინეთ ძველი ინსულტის მრავლობითი კერები, როგორც გავარკვიეთ როტარუსთან საუბრისას, ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატს იგი არასწორად იღებდა.

image

მიუხედავად იმისა, რომ სოფია მიხეილის ასული კარგ განწყობაზეა და მზადაა საავადმყოფოც დატოვოს, მეხსიერება ბოლომდე ჯერ ვერ აღუდგა, როტარუს არ ახსოვს რაღაც-რაღაცეები, ის ჯერ კიდევ რეანიმაციაშია, მომღერლის მდგომარეობიდან გამომდინარე მას კიდევ მინიმუმ 5 დღე გავაჩერებთ საავადმყოფოში"-აღნიშნა მკურნალმა ექიმმა თამარა ორგიევამ.


71 წლის მომღერალს თავზე ადგას უმცროსი და-აურიკა როტარუ.

image



0
860
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
860
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0