x
მეტი
  • 08.12.2019
  • სტატია:97197
  • ვიდეო:344047
  • სურათი:459150
ამაზონის ტყეებში ახალი არაცივილიზებული ტომი აღმოაჩინეს!

ცივილიზაციისგან შორს, ძალიან ბევრი ნატურალური ტომი არსებობს ჩვენს პლანეტაზე. თუმცა უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირასაა და ეს კიდევ ბუნებისთვის ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს. არაცივილიზებული ადამიანები ბუნებს ყოველთვის უფრო უფრთხილდებიან, ვიდრე ცივილიზებულები, აქედან გამომდინარე, ნატურალური ტომების გადაშენებამ, შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს დედაბუნებაშიც.


ამაზონის ტყეებში მკვლევარებმა ათობით ტომი აღმოაჩინეს, თუმცა როგორც ჩანს ამ ახალი ტომის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ 1 თვეა რაც შეიტყვეს და გაგვიზიარეს.


image


ბრაზილიის ამაზონის ტყეში მცხოვრები არაცივილიზებული ტომი, პირველად იქნა შემჩნეული. ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე უღრან ტყეში დრონების საშუალებით შენიშნეს თითქმის მთლად შიშველი ადამიანები. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო ჩვენთვის ცნობილი ტომებიდან რომელიმე. ტომის საცხოვრებელი ადგილმდებარეობიდან და პირობებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს ცივილიზებულ სამყაროსთან კონტაქტს ერიდებიან.


image



სიახლე ბრაზილიაში აქტუალურ თემად იქცა. ადგილობრივი კომპანია, რომელიც არაცივილიზებულ ტომებს იკვლევს, ახალი ტომის ვიდეოც წარმოგვიდგინა...


იხილეთ ვიდეო



ვიდეოში ჩანს ადგილობრივი, რომელიც ხელნაკეთი იარაღებით ასრულებს გადააგდილებას. ტომის დანარჩენი წევრებიც მშვიდად გადაადგილდებიან ტყის მიდამოებში.



დრონით გადაღებული კადრების გარდა, მკვლევარები ძალიან ახლოს მივიდნენ ტომთან, თუმცა კავშირის დამყარებისგან თავი შეიკავეს, ვინაიდან არ იციან თუ რამდენად აგრესიულები არიან ეს ახლად აღმოჩენილი არაცივილიზებული ტომის მკვიდრები.


image


ზემოთ ნაჩვენებ ფოტოზე ხედავთ უნიკალურ ნავს, რომელიც ტომის მკვიდრების მიერაა აწყობილი. ნავი მდინარის პირას აღმოაჩინეს.


კვლევითი ჯგუფი Funai - "ჩვენ არ ვიცით ამ ტომის ეთნიკური წარმომვალობა და სახელი. პირველად იქნა შემჩნეული, გარდა ამისა ადამიანებთან კონტაქტსაც ერიდებიან".











სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ნატურალური სილამაზე, არაცივილიზებულ ტომებიდან! (ალმობიდან "გადაშენებამდე")

2. გემიდან გადავარდნილი 46 წლის ქალბატონი 10 საათის განმავლობაში ცურავდა...

3. სტეფანეს სასტუმროს (ბათუმში) მეხი დაეცა – “სცენა მიწაში ჩავიდა”

4. 10 რეალური ფოტოსურათი, რომელიც თვით სკეპტიკოსებსაც გააოცებს

5. მიმდინარე წელს დასრულებული, წლის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერები (II ნაწილი)




0
1078
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
1078
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0