x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
"პომიდორი კიბოს უჯრედებს ანადგურებს" -ესპანელი მკვლევარები
image
პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარები ვალენსიიდან (ესპანეთი) ამტკიცებენ, რომ დამუშავებული პომიდორი ხელს უშლის კუჭის და ნაწლავების კიბოს უჯრედების განვითარებას.

მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი პომიდორი ნაკლებად სასარგებლოა, რადგან ტომატის სოუსი უკეთესად ინარჩუნებს ქიმიურ ლიგოსფეროს შემცველობას, რომელსაც აქვს პრობიოტული ეფექტი და ხელს უწყობს ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების ზრდას.

შედეგებმა აჩვენა, რომ კეტჩუპი ხელს უშლის კიბოს უჯრედების განვითარებას. ჩატარდა კვლევა -შეიქმნა ორი ჯგუფი, ერთი ჯგუფის მოხალისეები რამდენიმე კვირის განმავლობაში ჭამდნენ ტომატს ან კეჩუპს. მეორე ჯგუფი კი იკვებებოდა საკუთარი შეხედულებისამებრ.

შედეგად, შესაძლებელი გახდა დაედგინათ, რომ ექსპერიმენტის მონაწილეთა პირველ ნახევარს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა მეტაბოლიზმი. მეცნიერები ადევნებდნენ თვალს, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენდა ანტიოქსიდანტები ტომატის სოუსიდან საჭმლის მონელების პროცესზე.ზუსტად ეს ინგრედიენტები, ხელს უწყობენ უჯრედების დაცვას. როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ პროდუქტის კვირაში ერთხელ მაინც გამოყენებას შეუძლია თავიდან ააცილოს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი.


შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბროკოლი შეიცავს გლუკოზინოლატებს, რომლებიც ეხმარებიან ორგანიზმს ონკოლოგიური დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.


0
52
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0