x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ"-სენატორი ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა
image

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.



"სენატორი ჯონ სიდნი მაკკეინი III გარდაიცვალა 04:28 წუთზე"-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მისი ოფისიდან გავრცელდა.

"მაკკეინი არიზონაში, საკუთარ სახლში ცოლის და ნათესავების გარემოცვაში გარდაიცვალა.იგი 60 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა შეერთებულ შტატებს"





2017 წელს მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც სენატორმა სპეციალურ მკურნალობაზე უარი განაცხადა.



ჯონ მაკკეინი 1936 წლის 29 აგვისტოს დაიბადა, 1958 წელს დაამთავრა აშშ-ის საზღვაო აკადემია . ამის შემდეგ იგი გახდა საზღვაო ფლოტის მფრინავი. მონაწილეობდა ვიეტნამის ომში. 1967 წლის ივლისში ავიამზიდ „ფორესტალზე“ ხანძრის დროს ძლივს გადაურჩა სიკვდილს. 1967 წლის ოქტომბერში ჰანოის დაბომბვის დროს იგი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც მან 5, 5 წელი მძევლობაში გაატარა, სადაც მან სერიოზულ წამებას გაუძლო, მანამდე სანამ პარიზის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ 1973 წლის მაისში არ გაათავისუფლეს.



სენატორი ჯონ მაკკეინი რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალურ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა და ხშირად აკეთებდა მწვავე განცხადებებს რუსეთის ხელისუფლების მისამართით და მოითხოვდა კრემლის მიმართ მკაცრი სანქციების გატარებას, მაკკეინი ხშირად სტუმრობდა საქართველოს, მას ეკუთვნის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს წარმოთქმული ცნობილი ფრაზა:"დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ."


0
41
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0