x
image
ღიმილიანი
სულ მალე სულის სეზონი დგება - შემოდგომის ფოტოები თქვენი განწყობისათვის!
შემოდგომაზე ამბობენ, უფრო სულის სეზონიაო და მართლაც, რა გახსენდებათ შემოდგომასთან დაკავშირებით?


ალბათ, ფოთოლცვენა, ყვითელი და ნარინჯისფერი ფოთლები, წვიმა...

ბუნება რომანტიკულ ელფერს იძენს.


წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტოსა და ნაწყვეტს შემოდგომის შესახებ:


"....მოვა ჩუმი შემოდგომა მალე,
შემოდგომას სიხარული მოაქვს...."

ტერენტი გრანელი



image

''აწვიმს ქუჩებსა და შემოდგომას,
ანუ პოეზიის ამინდია...''



image

" ჯერ შემოდგომას მოსვლა აცადეთ, რაც სათქმელი აქვს, ჯერ ხომ არ უთქვამს " .


image

"შემოდგომის წვიმა ისევ მასველებს…

წვიმის წვეთი მეფერება, თავიდან…

შემოდგომა შენ სიყვარულს მახსენებს…

იმ დროს,

შენ რომ მიყვარდი და… წავიდა…"

ზვიად კეჭაყმაძე



image

“ესე იგი, ტანჯვა შემოდგომით უფრო ადვილი ყოფილა, ვიდრე გაზაფხულზე.
...რა თქმა უნდა. რადგან მაშინ, შემოდგომაზე, გარეთაც ისეთი სევდა იყო, როგორც შენში. გეგონა ცა შენი გულივით ტიროდა და ფოთოლიც შენი გულივით კვდებოდა."

ნაირა გელაშვილი



image

რატომ არ ყვითლდებიან,
მწვანე თვალები შემოდგომისას?!

მე შემიძლია გიყურო
და ასედაც ვცხონდე.

შენ შეგიძლია მიყურო
და სული მომიკლა.

ჩვენს შორის თეთრი დევივით დგას
ცივი ზამთარი.

არ ვიცი
როდის ყვავილობენ შენი თითები.

შენ შეიძლება ჩემთან იყო,
ჩემი არასდროს.
მე შეიძლება შენთან არ ვარ,
მაგრამ შენი ვარ.

ეს სიტყვები გავს ნოემბერში წამოსულ ფიფქებს,
როცა ზამთარი არ არის და
თუმცა თოვს მაინც.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი

image

0
466
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0