x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ჰერელი გმირები - ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "იმედი". სად და რა პირობებში უწევს ანსამბლს რეპეტიციის ჩატარება.

ანსამბლი "იმედი" დაარსდა 1991 წელს, საინგილოში (ისტორიულ ჰერეთში). ანსამბლს ჩამოყალიბებისთანავე უამრავი პრობლემა წარმოექმნა. პირველ რიგში მათ არ ჰქონდათ ნორმალური სარეპეტიციო ადგილი. ანსამბლის ხელმძღვანელი მაყვალა ასლამაზაშვილი 1991 წლიდან 2005 წლამდე მოცეკვავეებს სოფ. ალებეგლოში ამეცადინებდა, ხოლო 2006 წლიდან დღემდე სოფ. კახში „კახის კულტურის სახლში“ ამეცადინებს. ეს შენობა თითქმის ნახევარსაუკუნოვანია და აქ მეცადინეობა ზამთრობით შეუძლებელია. შენობის ფანჯრებს მინებიც კი არ აქვს. ერთი სიტყვით, ეს ანსამბლი გაუსაძლის პირობებში ფუნქციონირებს. ანსამბლის კიდევ ერთი პრობლემა ფორმებია. მას 2013 წლამდე არცერთი ცეკვის ფორმა ჰქონია. 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საინგილოში ჩამოვიდა და ჰერელ გმირებს, ანსამბლ „იმედს“ ცეკვის ფორმები გადასცა. ეს ანსამბლი ნათელი მაგალითია იმისა, რომ საინგილოში ქართველები ცხოვრობენ და ინარჩუნებენ ქართველობას, ენას და კულტურას.





კახის კულტურის სახლი

0
53
2-ს მოსწონს
ავტორი:საბა როსტიაშვილი
საბა როსტიაშვილი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0