x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ანაკლიაში მიდინარე ფესტივალის "Echowaves"- ის დადებითი და უარყოფითი მხარეები

image ნებისმიერი ფესტივალი, ქვეყნისათვის სამმაგად მომგებიანია.
1. ფესტივალის გაშუქებით ქვეყანას გაიცნობს ქვეყნები, რომლებმაც შესაძლოა საქართველოზე ადრე არაფერი არ სმენიათ.
2. ფესტივალზე ჩამოსული ტურისტები ფულს ხარჯავენ და სახელმწიფოს ბიუჯეტში დამატებითი შემოსავალი ჩნდება.
3. ადგილობრივ მოსახლეობა ყიდის ხილს და აქირავებს ბინებს ტურისტებზე, რაც მათ საოჯახო ბიუჯეტს ავსებს.
თუმცა ამგვარ ფესტივალს თან ახლავს უარყოფითი მხარეებიც და ერთერთი ყველაზე საშიში ფესტივალის ჩატარების ტერიტორიაზე ნარკოტიკების შეტანა-გასაღებაა.
შარშან "ჯემ ფესტის" ფესტივალზე რამდენიმე ადამიანი გახდა ცუდად ნარკოტიკების მოხმარების შედეგად, ახალგაზრდა გოგონა კი გარდაიცვალა.
მართალია ირანის რამდენიმე მოქალაქე და საქართველოს რამდენიმე მოქალაქეც დააკავეს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.
ოკუპირებულ ტერიტორიასთან სიახლოვე დამატებით საფრთხეებს აჩენს, გალიდან გადმოაქვთ მარიხუანა, რომელიც ფესტივალის მონაწილეებზე იყიდება.
მარიხუანას გარკვეული რაოდენობით მოხმარების ლეგალიზებამ ხელი შეუწყო ამ "ბიზნესს".
დღესაც ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე სამი ახალგაზრდა გახდა ცუდად, სამიდან ერთერთი სასწრაფო დახმარების მანქანაშივე დაიღუპა ჩატარებული სარეანიმაციო დახმარების გაწევის მიუხედავად.
გოგონა და ბიჭი კი გადაიყვანეს ზუგდიდის ცენტრალურ კლინიკაში, სადაც ახალგაზრდებს ჩაუტარდა კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ორივე ახალგაზრდა მდგომარეობიდან გამოიყვანეს.
ორივე ახალგაზრდა კლინიკიდან ხელმოწერით გაუშვეს.
ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალს 4 სასწრაფო დახმარების ბრიგადა ემსახურება.
დღესაც დააკავეს ირანის მოქალაქეები, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ ფესტივალის მისულ ახალგაზრდებზე.
პ.ს
საინტერესოა როცა წინა ფესტივალებიდან გვაქვს მწარე გამოცდილება, რატომ უშვებენ ირანის მოქალაქეებს მკაცრი "ფეის კონტროლის" გავლის გარეშე ფესტივალის ტერიტორიაზე!

0
208
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0