x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სასიყვარულო ენა ⎼ თურქული

თურქეთი სერიალების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია (აშშ-ს შემდეგ) - გაყიდვიდან ყოველწლიურად მილიონობით დოლარს იღებენ (2023 წლისთვისს 1 მილიარდს ელოდებიან). თურქულმა საპნის ოპერებმა მთელი მსოფლიო მოხიბლა. რეიტინგში მექსიკური, რუსული თუ ინდური დრამაც უკან მოიტოვეს.

''აკრძალული სიყვარული'' (Aşk-ı Memnu) თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია (46 ქვეყანამ შეიძინა).

image

მომხიბვლელ ახალგაზრდას ასეთივე მშვენიერი ქალი - ბიჰთერი უყვარდება. მათ შორის რომანი დაუშვებელია, რადგან ეს ქალი ბეჰლულის ბიცოლაა. წყვილი გრძნობებს ვერ ძლევს. მათი ფარული სიყვარული ტრაგიკულად სრულდება.

სერიალ ''ათას ერთი ღამის'' (Binbir Gece) ლათინურ ამერიკაში ჩვენების შემდეგ, ჩილეს მოსახლეობამ ბევრ ახალშობილს ონური და შეჰრაზათი დაარქვა. ყოველ წელს უფრო მეტი თურქული სერიალი გამოდის დღის შუქზე.

''სიყვარული და სასჯელი'' (Aşk ve Ceza), ''ერთი სიყვარულის ისტორია'' (Bir Aşk Hikayesi), ''ქალბატონი დილა'' (Dila Hanım), ''უდანაშაულო'' (Fatmagül’ün Suçu Ne?), ''ბედის ანაბარა'' (Küçük Kadınlar) და ა. შ. ⎼ ამ სერიალებს საერთო იდეა აქვთ. ყველა მათგანი ლამაზ და რომანტიკულ ამბავს, აკრძალულ სურვილებს, ბრმა ვნებას, შურისძიებას და ტრაგედიას ეხება. მოკლედ რომ ვთქვათ, თურქული საპნის ოპერა არის ''კარა სევდა'' ანუ შავი სიყვარული - დაუოკებელ ნდომას და უსაზღვრო სიყვარულს შეუძლია ადამიანი სასომიხდილი გახადოს.

''sevda'' ძველ თურქულ ენაში სიყვარულს ნიშნავს და მომდინარეობს არაბული სიტყვიდან سَوْدَاء (საუდა), რაც შავს ნიშნავს! (ქართულ ენაში დარდის სინონიმია).


image

''ტკივილის გარეშე, შევძლებდით კი, სიყვარული შეგვეგრძნო?!''


როგორ გამოვხატოთ სიყვარული ნამდვილი თურქი გმირივით?

Aşk რომანტიკულ-ეროტიკული სახის სიყვარულია, ქალსა და კაცს შორის. სიტყვა sevgi გულისხმობს სიყვარულს მეგობრის ან ოჯახის წევრის მიმართ (seni seviyorum - მიყვარხარ).

სიმპათიის გამოხატვისას, თურქები ყოველთვის იყენებენ კუთვნილებით ნაცვალსახელს ''ჩემი''. პარტნიორს უნდა მიმართოთ არა როგორც ''საყვარელო'' ან ''ლამაზო'', არამედ ''ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო''.

ჩვეულებრივ, თურქულ ენაში სიტყვებს ბოლოსართს უმატებენ (მეტი სითბოს გადმოსაცემად). სიტყვა იძენს კუთვნილებით ფორმას –ım, –im, -um ან –üm სუფიქსის დართვით. რომელი სუფიქსი რა დროს გამოიყენება? "ხმოვანი ჰარმონიის" წესები უნდა დაიცვათ. თუ სიტყვა ბოლოვდება ასო-ბგერაზე a ან ı, იყენებთ სუფიქსს -ım. e-ზე ან i-ზე დაბოლოების შემთხვევაში, სუფიქსს -im. o-ზე ან u-ზე, სუფიქსი -um და ბოლოს, თუ სიტყვა მთავრდება ასო-ბგერაზე ö ან ü, უმატებთ სუფიქსს -üm.

ამ სტატიის მიზანი რომანტიკული განწყობის შექმნაა, ამიტომ გრამატიკის წესებით თავს არ მოგაწყენთ. უბრალოდ, დაიხსომეთ:imageimage თურქები საყვარელ ადამიანს ხშირად მიმართავენ სიტყვებით:''ჩემო სუნთქვა'', ''ჩემო თვალის ჩინო'', ''ჩემო ცხოვრება!'' ♡ ამაზე ძვირფასი ადამიანს სხვა რა გააჩნია? როგორი მოსიყვარულე გამოჩნდებით! ♡serenay love gif-ის სურათის შედეგი

ალბათ ფიქრობთ, რომ ფრანგული ან იტალიურია ყველაზე რომანტიკული ენა, მაგრამ თურქული უდაოდ ბევრს აცდუნებს ლინგვისტური ჩახლართულობით და სიტყვებში ჩადებული ლირიზმით.

თუ გსურთ, თურქი რომეო ან ჯულიეტა იყოთ

სასიყვარულო ფრაზები:

Seni seviyorum (სენი სევიორუმ) - მიყვარხარ

Seni çok seviyorum (სენი ჩოქ სევიორუმ) - ძალიან მიყვარხარ

Senden çok hoşlanıyorum (სენდენ ჩოქ ოშლანიორუმ) - ძალიან მომწონხარ

Benimle çıkar mısın? (ბენიმლე ჩიქარ მისინ) - ჩემთან ერთად გამოხვალ?

Benimle dans eder misin? (ბენიმლე დანს ედარ მისინ) - მეცეკვები?

Benimle evlenir misin? (ბენიმლე ევლენირ მისინ) - ცოლად გამომყვები?

Rüyalarımın erkeğisin/kadınısın (რუალრმნ ერქესინ/ქადნსნ) - ჩემი ოცნების კაცი/ქალი ხარ

Seninle olmak istiyorum (სენინლე ოლმაქ ისთიორუმ) - შენთან ყოფნა მინდა

Seninle kalmak istiyorum (სენინლე ქალმაქ ისთიორუმ) - მინდა შენთან დავრჩე

Seni çok özlüyorum (სენი ჩოქ ოზლიორუმ) - ძალიან მენატრები

Seni çok özledim (სენი ჩოქ ოზლედიმ) - ძალიან მომენატრე

Biraz daha kalabilir misin? (ბირაზ დაჰა ქალაბილირ მისინ) - ცოტა დიდხანს ვერ დარჩები?

Seni bir daha ne zaman göreceğim? (სენი ბირ დაჰა ნე ზამან გორეჯეიმ) - კიდევ როდის გნახავ?

Bir yerlerde buluşalım (ბირ იარლარდე ბულუშალმ) - მოდი, სადმე შევხვდეთ

Seni görmek istiyorum (სენი გორმექ ისთიორუმ) - მინდა გნახო

Çok güzelsin (ჩოქ გუზალსინ) - ძალიან ლამაზი ხარimage

სტამბულში ან ანკარაში დროის გატარება თუ მოგიწევთ, დაწყებითი დონის სიტყვების სწავლა წაგადგებათ ურთიერთობის დამყარებაში, ერთი-ორად მომხიბვლელი გამოჩნდებით (თურქ გოგონებს ძალზე მესაკუთრე ბიჭები ყავთ, ამიტომ ჯერ დარწმუნდით, რომ მარტოა).

ფრაზები ფლირტისთვის:

- Adın nedir? (ადნ ნედერ) რა გქვია?

- Tanıştığıma memnun oldum (თანიშთიმა მემნუმ ოლდუმ) სასიამოვნოა შენი გაცნობა.

- Nerelisin? (ნერელისინ) საიდან ხარ?

- Ne iş yapıyorsun? (ნე იშ იფიორსუნ) რას აკეთებ?

- Eğlenmek için ne yapmayı seversin (ეილანმექ იჩინ ნე იაპმაი სევარსინ) როგორ ერთობი ხოლმე?

- Buraya sık gelir misin? (ბურაია სიქ გელირ მისინ) აქ ხშირად მოდიხარ?

- Burada tatildeyim (ბურადა თათილდეიმ) აქ შვებულებაში ვარ.

- İşin kulağa ilginç geliyor (იშინ ქულა ილგინჩ გელიორ) შენი სამუშაო საინტერესოდ ჟღერს.

- Çok komiksin (ჩოქ ქომიქსინ) რა მხიარული ხარ!

- Gerçekten çok tatlısın (გარჩექთნ ჩოქ თათლისინ) რა საყვარელი ხარ!

- Burada yalnız mısın? (ბურადა იალნიზ მისინ) აქ მარტო ხარ?

- Kız arkadaşın var mı? (ქზ არქადაშნ ვარ მი) მეგობარი გოგო გყავს?

- Erkek arkadaşın var mı? (არქექ არქადაშნ ვარ მი) მეგობარი ბიჭი გყავს?

- Seninle tanıştığım için çok şanslıyım (სენინლე თანიშთიმ იჩინ ჩოქ შანსლიუმ) გამიმართლა, რომ შეგხვდი.

- Gülüşünü seviyorum (გულუშუნუ სევიორუმ) შენი ღიმილი მიყვარს!image

- Sana bir içki ısmarlayabilir miyim? (სანა ბირ იჩქი ისმარლეიბილირ მიიმ) შეიძლება სასმელი გიყიდო?

- Ne almak istersin? (ნე ალმაქ ისთარსინ) რას ისურვებდი?

- Bu sefer benden olsun (ბუ სეფარ ბენდენ ოლსუნ) ნება მომეცი, შემოგიერთდე.

- Dans eder misin? (დანს ედარ მისინ) ცეკვავ?

- Seni tekrar görebilir miyim? (სენი თექრარ გორებილერ მიიმ) შეიძლება ისევ გნახო?

- Bir ara akşam yemeğine çıkmak ister miydin? (ბირ არა აქშამ იემეინე ჩიქმაქ ისთარ მიიდინ) სასადილოდ ხომ არ წამოხვიდოდი?

- Buradan gitmek ister misin? (ბურადან გითმექ ისთარ მისინ) არ გინდა აქედან გავიდეთ?

- Benimle kahve içmek ister misin? (ბენიმლე ქაჰვერ იჩმექ ისთარ მისინ) ყავას ჩემთან ერთად ხომ არ დალევდი?

- Harika konuşma için teşekkürler (ჰარიქა ქონუშმა იჩინ თეშექიულარ) - მადლობა საუცხოო საუბრისთვის.

- Bu gece buraya geldiğim için memnunum (ბუ გეჩე ბურეია გალდიიმ იჩინ მემნუნუმ) მიხარია, ამ საღამოს აქ რომ მოვედი.

- Bu gece seninle harika zaman geçirdim (ბუ გეჩე სენინლე ჰარიქა ზამან გეჩირდიმ) - ამ საღამოს შენთან მშვენიერი დრო გავატარე.

0
280
4-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0