x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„ჩვენ თვითონ ვუქმნით ჩვენს თავს კომპლექსებს“ - ნუკი კოშკელიშვილის გულახდილი განცხადება
image


ნუკი კოშკელიშვილმა ახლახან „ინსტაგრამზე“ ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც თანმიმდევრობით ასახავს, თუ როგორი ფორმები ჰქონდა მას ორსულობამდე და შემდეგ. „დღევანდელი ფოტო შეგნებულად არ დავდე იმიტომ, რომ სირცხვილია. ცელულიტს სახელი რომ ჰქონდეს, ჩემ საპატივცემულოდ დაარქმევდნენ. მოკლედ, გავიდა თითქმის ორი თვე და დავიკელი 12 კგ, დამრჩა 8 და ეს 8 კილო არის მთლიანად საჯდომში და

“ბაყვებში”. არაფერი მეტევა და გინდა-არ გინდა, ეს ნერვებზე მაგრად მოქმედებს. არავინ არ თქვას, რომ ქალს თავდაჯერებულობა არ სჭირდება. სჭირდება! ჰაერივით! მოკლედ, ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ და გამახსენდა, რომ ორსულობის მთელ პერიოდში იგივენაირად ვფიქრობდი. ჯერ ვაიმე, ორსულს არ ვგავარ, კარგ ნაჭამს ვგავარ, მერე ჩემს თეძოებს კიდევ ამხელა მუცელი უნდოდა... ყოველი მომდევნო თვის მოსვლისას ვუყურებდი განვლილი თვის ფოტოებს და ვიძახდი, უი, რა ლამაზი ვყოფილვარ.


image



ბევრი რომ არ ვილაპარაკო, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ თვითონ ვუქმნით ჩვენს თავს კომპლექსებს და ძირითადად, უსაფუძვლოდ. ყველაზე მაგარი, რაც ადამიანს შეუძლია შექმნას, ეს არის მეორე ადამიანი და მე ეს სულ რაღაც ორი თვის წინ გავაკეთე. მგონი დროა, მოვიწონო ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ, იმიტომ, რომ ახლა დედა ვარ და ჩემს შვილს სულაც არ აინტერესებს ჩემი ცელულიტი. მე მისთვის ყოველთვის ყველაზე ლამაზი დედა ვიქნები... როგორ იცვლება არა ფასეულობები?“


კითხვის გაგრძელება + ფოტოები ინსტაგრამიდან

1
973
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
973
  
2018, 26 აგვისტო, 0:29
ვინ არი???????????
0 1 1