x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
Playboy-ის მოდელი ჯერ გაძარცვეს,შემდეგ კი საკუთარ საძინებელში მოკლეს
image

პოლიციის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მისი სახლი გაძარცვეს.


ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ფილადელფიაში, სამართალდამცავებმა Playboy-ის მოდელის 36 წლის კრისტინა კარლინ კრაფტის(Christina Carlin-Kraft) გვამი საკუთარ საძინებელში 24 აგვისტოს აღმოაჩინეს.


სავარაუდოდ მკვლელობა ოთხშაბათს, გვიან ღამით მოხდა, როგორც სამართალდამცავები იუწყებიან, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მოდელმა პოლიცია გამოიძახა სახლის გაქურდვის გამო, მაშინ კრისტინამ აღნიშნა, რომ დაიკარგა სამკაულები და რამდენიმე დიზაინერული ჩანთა.



ჯერჯერობით უცნობია კავშირშია თუ არა ერთმანეთთან სახლის ძარცვა და მკვლელობა, მოდელის გვამი ექსპერტიზაზე გადააგზავნეს, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ კრისტინა გაგუდეს.

image

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება.როგორც პოლიციამ აღნიშნა, ქალაქის ამ ნაწილში(ადმორის დასავლეთი ნაწილი), სადაც კრისტინა ცხოვრობდა მრავალი წელია მკველელობა არ მომხდარა, ეს პირველი შემთხვევაა.


მოდელი პოზირებდა ისეთ ცნობილი გამოცემებისთვის როგორებიცაა:

Playboy, Maxim Magazine, Vanity Fair, Victoria's Secret და Smashbox Cosmetics -ი.

image

კრისტინა კარლინ კრაფტი რუსულ-გერმანულ-შვედური წარმოშობის იყო, 2016 წელს მის გარშემო აგორდა სკანადალი მას შემდეგ, როდესაც ერთ-ერთ რესტორანში მოდელმა უარი განაცხადა გადახდაზე, გოგონამ მიიჩნია, რომ ზედმეტი უანგარიშეს, რის გამოც რესტორნის ადმინისტრაციას თავს დაესხა და უშვერი სიტყვებით გამოლანძღა.


P.S-პოლიციამ სულ ახლახან დაადგინა სავარაუდო ეჭვმიტანილი, იგი გახლავთ 31 წლის ანდრე მოლტონი, მასზე ძებნაა გამოცხადებული.
image











0
290
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0