x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიოში ყველაზე მსმელი ქალები უკრაინელები არიან
image

უკრაინელი ქალები მყარად დგანან ანტირეიტინგის სათავეში.


ამერიკელმა მეცნიერებმა ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან კვლევის შედეგები ცნობილ ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ Lancet.-ში გამოქვეყნეს.


ამერიკელი სპეციალისტების გამოთვლით უკრაინელი ქალები საშუალოდ 4, 2 ერთეულ ალკოჰოლს იღებენ დღე-ღამეში, ერთი ერთეული პირობითად 10 გრამ სპირტს უდრის, გამოდის, რომ სტატისტიკურად უკრაინელი ქალები დღეში სვამენ სამ ჭიქა არაყს, ოთხ ჭიქა ღვინის ან ორ კათხა ლუდს.


image


რაც შეეხება მამაკაცებს, აქ ლიდერობს რუმინეთი, ადგილობრივი მაცხოვრებლები საშუალოდ დღეში 8, 2 ერთეულ ალკოჰოლს მიირთმევენ.

ყველაზე ცოტა ალკოჰოლს მოიხმარს პაკისტანი, ბანგლადეში, ეგვიპტე და მაროკო.


მთლიანად ალკოჰოლის მოხმარებით კი ლიდერობს დანია, ამა ქვეყანაში

მამაკაცების 97, 1% და ქალების 95, 3% მსმელია.



image


ალკოჰოლით გამოწვეულ სიკვდილიანობის მხრივ ლიდერობს ლესოტო, აქ ყოველ 100 ათასი მაცხოვრებლიდან 145 ლოთობით კვდება, მეორე ადგილზეა რუსეთი-118/100 ათასში, მეოთხეზე უკრაინაა, მეშვიდეზე ბელარუსი.

image

ყველაზე ნაკლები იღუპება ქუვეითში, ირანში და პალესტინაში-0, 5/100 ათასზე.

ამერიკელმა მეცნიერებმა მთლიანად გაანალიზეს 195 ქვეყნის 28 მილიონი მაცხოვრებლის მონაცემები 1990 წლიდან 2016 წლამდე.



0
226
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0