x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ მოვიხვეჭოთ ბევრი ფული მხოლოდ ქათმის კვერცხით - რჩევები ვანგასგან
არც ისე დიდი ხნის წინ სიხარულით აღსავსე ჩემი მეგობარი მესტუმრა უზარმაზარი ნამცხვრით. აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ, რაც ხუთი წლის მანძილზე უფროსებისთვის შეუმჩნევლად მუშაობდა თავდაუზოგავად, ბედმა გაუღიმა და მორიგი კადრიდან, პირდაპირ დირექტორის მოადგილედ დაინიშნა გაყიდვების განყოფილებაში. მის დაწინაურებას არც უფროსის საყვარლობას მივაწერთ და არც ფორტუნას. უძრავ-მოძრავი ქონების მართვის ოფისში კი, სადაც ჩემი მეგობარი მუშაობს, მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში თუ ჩერდებოდა კადრი.



image



სანამ სასიხარულო ამბებს მიყვებოდა, მე ცხელი ჩაიდანი შემოვიტანე ოთახში და ფინჯნები ავავსე. ჩაის ყლუპი გადამცდა, როდესაც მითხრა, რომ ასეთ წარმატებას რაღაც მაგიური ხრიკის შემდეგ მიაღწია. სასაცილოდ მომეჩვენა, მაგრამ გონება დავძაბე და ყურადღებით ვუსმენდი.


დამღლელი რუტინითა და ერთფეროვანი, მხოლოდ თავის გატანის მცდელობის ცხოვრებით უიმედოდ დარჩენილმა მეგობარმა გადაწყვიტა უკიდურესი ზომებისთვის მიემართა. ერთ საღამოსაც დაჯდა კომპიუტერთან, უცებ მოსვლია აზრად, საძიებო პროგრამა გუგლში ჩაეწერა ფრაზები "როგორ მოვიხვეჭოთ ფული და წარმატება" და ბულგარელი ვანგას რჩევებს მიაგნო, შესაბამისად, რიტუალიც შეასრულა.



image




რიტუალისთვის საჭიროა ქათმის კვერცხი და 3 ცალი 10 თეთრიანი რკინის ფული, სამკუთხედი ფორმის თასი და სამი ცალი საეკლესიო სანთელი. თასში სამივე კუთხეში ბორჯღალოთი ქვევით დადეთ თითო ხურდა ფული და ზევიდან დააკარით სანთლები და აანთეთ, კვერცხი კი დადეთ შუაში. ყველაფერს რომ მოამზადებთ, შემდეგი ფრაზა წაიკითხეთ 33-ჯერ: "თეთრმა ქათამმა სუფთა მდელოზე დადო კვერცხი, კვერცხი ფულის მომტანი იყო, ამიტომ ვინც მას გატეხავს და შეჭამს, სიდუხჭირეს სამუდამოდ დაივიწყებს. მდელოზე ვსეირნობდი მე (იტყვით თქვენს სახელს) მონა ღვთისა (მხევალი ღვთისა) და ვიპოვე კვერცხი, შევჭამე და ამისათვის მადლობა ღმერთს. მას შემდეგ სიმდიდრე არ მტოვებს"! რიტუალის შემდეგ კვერცხს მოხარშავთ და სანთლებიც ახლოს უნდა გქონდეთ (სანამ არ ჩაიწვება), შუბლზე გატეხავთ, გაფცქვნით და სანამ შეჭამთ, წარმოთქვამთ შემდეგ სიტყვებს- "თავით ვტეხავ კვერცხს და თან მიმაქვს მისი სარგებელი".



imageimage



სასაცილოდ მომეჩვენა, როგორც თქვენ, თუმცა ვერ მოვისვენე და ვცადე, ოღონდ მეუღლისთვის და შემთხვევამ მართლა გაამართლა, ზუსტად იმ თვეს მან ხელფასზე პრემია მიიღო იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე იღებდა. ნუთუ უბრალო დამთხვევაა?




P.S. სცადეთ, იქნებ თქვენს შემთხვევაშიც გაამართლოს და უფულობისგან გათავისუფლდეთ. წარმატებებს გისურვებთ! (შეგახსენებთ, რომ სტატია ჩემი და ჩემი მეგობრის რეპორტაჟი არ არის)






● ნახეთ რას გიწინასწარმეტყველებთ კარმა (მისი დამთხვევა გაგაოგნებთ)image








კარმული ჰოროსკოპის მიხედვით ვინ იყავით წინა ცხოვრებაში?image








თუ საათს 11:11 მომენტში დახედავთ, თქვენ ნამდვილად გაგიმართლებთ! რატომ?image








10 ნივთი, რომლებსაც ოჯახში უბარაქობა მოაქვსimage








ნივთები, რომელთაც სახლში დადებითი აურა მოაქვთimage








● გაიგეთ რა გელით ნოსტრადამუსის ზუსტი ცხრილის მიხედვითimage






● ამოირჩიეთ პლანეტა და დრო და გაიგეთ რას გაფრთხილებთ სამყაროimage






გაინტერესებთ, რა გელით მომავალი 30 დღის განმავლობაში?image






როგორ განვდევნოთ სახლიდან უარყოფითი ენერგია - ეს მეთოდი მოქმედებს!image

3
2416
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2416
  
2020, 10 თებერვალი, 18:41
მიხარია, თუ ბოღმის ნთხევის გარდა, სიცილიც შეგძლებია, უკვე პროგრესია :)
2020, 10 თებერვალი, 0:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 29 იანვარი, 12:03
მაგიით ფულს ვერ იშოვი, სატანის ყურადღებას კი უდაოდ მიიპყრობ, შრომაა საჭირო რამეს, რომ მიაღწიო ცხოვრებაში+პროფესიონალიზმი.
0 1 3