x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მინსკელი ბაიკერი გოგო, "შავი ავაზა" მინსკში ბაიკით "მარიაჟობისათვის" დაისაჯა

image ინტერნეტში გაზაფხულზე გავრცელდა სურათები და ვიდეო, სადაც ბელორუსი ბაიკერი გოგო გადატვირთულ გზაზე საშინელი სისწრაფით მიაქროლებდა ბაიკს და ძალიან საშიშ მოძრაობებს აკეთებდა.
გოგონა, რომლის სახელი როგორც აღმოჩნდა დაშაა, მალევე მოძებნა საგზაო-საპატრულო სამსახურმა და საკმაოდ დიდი თანხით დააჯარიმა.
თუმცა როგორც ჩანს, დაშამ წარსულიდან სწორი დასკვნის გამოტანა ვერ ისწავლა და უკვე მეორედ გაეხვია სკანდალში, ამჟამად გოგონამ მაღალ სიჩქარესთან ერთად საგზაო მოძრაობის სრული იგნორირებით გაიარა მინსკის ერთერთ ცენტრალურ ქუჩაზე.
სიჩქარე, სიჩქარედ და ამჟამად "შავ ავაზად" წოდებულმა ბაიკერმა გოგომ, ბაიკი ხან ფეხზე მდგარმა ატარა, ხან ბაიკზე ფეხებით დამდგარმა, ხან ხელების გარეშე და ხან ზიგზაგებით, რაც არც აღნიშნულ გზაზე მიმავალ სხვა მძღოლებს და მათ მგზავრებსაც არ გამორჩენიათ ყურადღების გარეშე და არც საგზაო საპატრულო სამსახურის სათვალთვალო კამერებს. რამდენიმე ფოტო და ვიდეო მასალა დაიდო აღნიშნულ ფაქტზე, რაც მინსკის საგზაო საპატრულო სამსახურს არ გამორჩენია და მალევე მიადგნენ კიდეც დაშას სახლში.
დაშას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების წესების 7 სახის დარღვევა დაუფიქსირეს და პროტოკოლით გათვალისწინებული ჯარიმის ოქმიც გამოუწერეს.
დაშამ ნამოქმედარი აღიარა, ჯარიმის ოქმს ხელი მოაწერა და განაცხადა, რომ მომავალში მსგავს ქმედებას მისი მხრიდან ადგილი არ ექნებოდა.
დაშამ არ დაასახელა ჯარიმის რაოდენობა, თუმცა განაცხადა ჯარიმას აუცილებლად გადავიხდიო!
დაშას "შავი ავაზა" შავი ბაიკის, განსხვავებული ფორმის ბაიკერის ჩაფხუტის და შავი ფერის ტანსაცმლის გამო შეარქვეს.
ჩაფხუტი შავი ფერისაა, ავაზას ყურების მსგავსი ყურები უყენია ხოლო თავად დაშა მუდამ შავ ტანსაცმელშია გამოწყობილი.
image


0
176
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0