x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ახალგაზრდა სელექციონერი თელავიდან ,რომელმაც მარწყვის ახალი ჯიში გამოიყვანა

image

მინდა ძალიან სასიამოვნო ამბავი გაცნობოთ ჩემი 5 წლიანი სამეცნიერო-სელექციური მუშაობს შედეგად მივიღე რამდენიმე ძალიან პერსპექტიული და განსხვავებული მარწყვის ჯიში. აღნიშნული ჯიშები დარეგისტრირდება, როგორც ქართული სელექციით მიღებული ჯიშები.

პირველი ჯიში, რომელსაც სახელიც დავარქვი და 2 წელია რაც გამოცდის ქვეშ მყავს, უჩვეულო თვისებით გამოირჩევა, რაც ვფიქრობ საქართველოს სახელმწიფოსთვის მრავალმხრივ პერსპექტიული იქნება. აღნიშნული ჯიში არის დღის ხანგძლივობის მიმართ ნეიტრალური და ასევე გამოირჩევა იმითაც, რომ შეუსვენებლად იძლევა ნაყობს, მუდმივად ივითარებს კოკრებს და მოსავალს უწყვეტად გვაძლევს. ასევე არის მსხვილი, წითელი შეფერილობის, მკვრივი ე.გ. ტრანსპორტაბელური, ძალიან ლამაზი კონუსური ფორმის და არის ძალიან ტკბილი. მთავარი თვისება რაც მას ახასიათებს და მარწყვის სხვა ჯიშებისგან გამოარჩევს ის არის, რომ ერთი-ერთში აქვს ანანასის გემოც და სუნიც. მინდა აქვე ავღნიშნო ის ფაქტი, რომ ანანასზე გაცილებით გემრიელი და ტკბილია.
ასევე მინდა ავღნიშნო, რომ აღნიშნული ჯიშის გამოყვანის დროს, არანაირი გენური ინჯინერია არ გამომიყენებია და მხოლოდ სელექციური მუშაობის წესების დაცვით და ხელოვნური გადარჩევით მივიღე. რათქმაუნდა მესმის, რომ ანანას თავისი განსაკუთრებული ფორმა აქვს და სუფრებზე გამორჩეულ ადგილს იკავებს მისი ფორმის და სილამაზის გამო, თუმცა ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მისი გარკვეულწილად შემცვლელი მარწყვის ჯიში, რომლის წყალობით მთელი წლის განმავლობაში შეგვეძლება ვაწარმოოთ ქართული ანანასი, დიდი მიღწევაა სოფლის მეურნეობასა და სამეცნიერო სივრცეში. თუმცა რეალური მიღწევა მაშინ იქნება, როცა მისი ბაღები გაშენდება და მყიდველი მოსახლეობაც პოზიტიურად შეხვდება მას. მე მას მარიანასი დავარქვი ეს სახელი ჯერ კიდევ ჩემს მეუღლესთან შეყვარებულობის პერიოდში დავარქვი მის საპატივსაცემოდ, რადგან ჩემს მეუღლეს მარი ქვია და ინიციალებიც შესაბამისია

0
243
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0