x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გემიდან გადავარდნილი 46 წლის ქალბატონი 10 საათის განმავლობაში ცურავდა...

ბრიტანული გემის ეკიპაჟის ქალი ოფიცერი, ქეი ლონგსტაფი: "მე ვმღეროდი, დავკავდი იოგით და ასე გადავრჩი ზღვაზე"


image

ქეი ლოგსტაფი წარმოშობით ინგლისელია, თუმცა ამჟამად ცხოვრობს ესპანეთში იგი 46 წლისაა და არ არის დაოჯახებული.


ქეი ლონგსტაფი წლებია ბრიტანულ გემის ეკიპაჟის წარმომადგენელია. ის ნასვამ მდგომარეობაში იყო მაშინ, როდესაც შემთხვევით წონასწორობა დაკარგა და ჩავარდა ზღვაში. მოვლენა ხორვატიის ტერიტორიასთან ახლოს, ადრიატიკის ზღვაზე განვითარდა. ქეი იმყოფებოდა ბრიტანულ გემში, რომელიც "ცისფერი ტურის" სახელწოდებას ატარებს.


ლოგსტაფის პასპორტი და ჩანთა ეკიპაჟის სხვა წარმოადგენელმა გემბანზე იპოვა, რამოდენიმე წუთის შემდეგ, გაირკვა რომ ქალბატონი ქეი გემზე არ იმყოფებოდა.


სამაშველო სამსახურმა ქეის პოვნა მისი დაკარგვიდან 10 საათის შემდეგ შეძლო. საოცრად გადარჩენილმა ეკიპაჟის ოფიცერმა მაშველები შეაქო: "ოჯახის წევრებთან ცოტა ვიკამათე და შემდეგ დავლიე, ალკოჰოლი ზედმეტი დოზით არ მიმიღია, უბრალოდ შემთხვევით გადავარდი ზღვაში, ეს ვერავინ შეამჩნია თუ როგორ მოხდა! 10 საათის განმავლობაში ვცურავდი, ვმღეროდი და ვკავდებოდი იოგით. უკვე ძალა მეცლებოდა როდესაც თქვენ, გმირები შეგნიშნეთ, თქვენ საუკეთესოები ხართ!
"


უსაფრთხოების კამერების შემოწმების შედეგად, პოლიციამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახა, არცერთ კამერაში არ ჩანდა თუ რა შეემთხვა რეალურად ქეის, გადახტა თუ შემთხვევით გადავარდა....










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. მეგა პროექტების ქალაქი - 5 რამ, რის ნახვასაც მხოლოდ დუბაიში შეძლებთ!


2. დღეში მხოლოდ 2 წუთი - კბილების გათეთრება სახლის პირობებში

3. 10 რთული წესი, რომლის დაცვა ანტიკური რომის იმპერიაში უწევდათ!

4. 5 ბუნებრივი ფენომენი, რომელიც აპოკალიფსის მოახლოებას გვიმტკიცებს!

5. მიმდინარე წელს დასრულებული, წლის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერები (II ნაწილი)



0
952
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
952
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0