x
image
გემი დალანდი
რა შეცდომებს უშვებენ ქალები ურთიერთობაში, ანუ-რატომ გვტოვებენ კაცები?
image

შეიძლება ფიქრობთ, რომ კაცები რთული არსებები არიან, მაგრამ სინამდვილეში მათი მოთხოვნების სია ძალიან პატრაა: მოვლილი ქალი, ფიზიკური სიახლოვე, გემრიელი საჭმელი და “ტვინს არ უბურღავდნენ". ზოგიერთი ქალი კი მაინც ისე იქცევა, რომ მამაკაცი არ პატიობს და მიდის. და ეს სულაც არაა ღალატი, როგორც ამ შემთხვევაში ქალები ფიქრობენ ხოლმე.

ახლო აღმოსავლეთში არის ასეთი მოსაზრება, რომ მამაკაცი დასაყრდენია, ქალი კი ბალანსი, ამიტომ ურთიერთობებში ფსიქოლოგიური კლიმატი და ხანგრძლივობა სწორედ ქალზეა დამოკიდებული.

სპეციალისტები ქალებს ურჩევენ გარკვეულ სიტუაციებში აკურატულობა გამოიჩინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საყვარელი მამაკაცის პატივისცემა და სიყვარული დაკარგონ.


ამ 5 შეცდომა, რომელთა გამოც ქალები მამაკაცს კარგავენ:


1.საჯარო კრიტიკა

ჯანსაღი კრიტიკა ურთიერთობაში-სასარგებლოც კია, რადგან ის საშუალებას აძლევს პარტნიორს, რომ უკეთესი გახდეს. მაგრამ ეს ყოველთვის თქვენ ორს შორის უნდა მოხდეს. არასოდეს არ გააკრიტიკოთ მამაკაცი სახალხოდ, არ დასცინოთ მის წარუმატებლობას სხვების, თუნდაც ახლო მეგობრებისა და ნათესავების თანდასწრებით. მამაკაცები ძალიან თავმოყვარეები არიან და მათი მოტივირება მხოლოდ ქებას შეუძლია, და არა სახალხო კრიტიკას.

რაც უფრო დადებითად ილაპარაკებთ მასზე სხვებთან, მით უფრო მეტად შეეცდება ის, რომ თქვენს მონაყოლს შეესაბამებოდეს და პირიქით-მისი გამუდმებული კრიტიკა სხვების თანდასწრებით-მასში თქვენდამი სიყვარულს ჩაკლავს.

image

2. მასში მამაკაცის უარყოფა

როცა ქალი თავის მამაკაცს, როგორც მეორეხარისხოვანს, ისე ექცევა, ის ამას მშვენივრად გრძნობს. ასეთი ურთიერთობის დროს, ის სხვასთან წავა, მაშინვე, როგორც კი ის სხვა ჰორიზონტზე გამოჩნდება. დიახ, პრინციპში გაუგებარია, რატომ ცხოვრობენ მამაკაცები მათთან, ვინც აღარ უყვართ. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ურთიერთობები ხშირია.

image

3. გადამეტებული ეჭვიანობა

ეჭვიანობა მიანიშნებს, რომ ადამიანისთვის ძვირფასი ხართ, მაგრამ გადამეტებული ეჭვიანობა მხოლოდ უნდობლობაზე მიუთითებს და ისეთ ადამიანებს ახასიათებთ, რომელთაც საკუთარ თავში შეაქვთ ეჭვი. სამსახურში შეგაგვიანდა?-დაკითხვა, თავი სხვა მხარეს მიატრიალე?-დაკითხვა, მეგობართან შესახვედრად მიდიხარ?-დაკითხვა, 200 მეტრის მოშოროებით გოგომ გაიარა?-სკანდალი!

გამუდმებული ეჭვიანობა ძნელი ასატანია. კაცები ფიქრობენ, რომ ქალს ყოფილი პარტნიორისგან ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს ან მას საერთოდ არ ენდობა. რას იზამს მამაკაცი ასეთ დროს? ადგება და იქ წავა, სადაც მშვიდად იქნება და დაკითხვას არავინ მოუწყობს.

image

4. მანიპულაცია

მამაკაცმა ქალისთვის რამე უნდა ჩაიდინოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცით მანიპულირება შეგიძლიათ საკუთარი მიზნების მისაღწევად. ადრე თუ გვიან, ის ამას მიხვდება. ნებისმიერი მანიპულაციის საფუძველი ხომ სისუსტეა, მამაკაცებს კი საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, სულაც არ მოსწონთ, როცა თავს სუსტებად გრძნობენ. შესაძლოა, მისით გაუცნობიერებლად მანიპულირებდეს ქალი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.image

5. შეურაცხყოფა

არ აქვს მნიშვნელობა, საყვარელ მამაკაცს მიაყენებთ შეურაცხყოფას თუ მის მეგობრებს. ეს ყოველთვის უპატივცემულობას გამოხატავს და მამაკაცები ამაზე მძაფრად რეაგირებენ. უარი თქვით შეურაცხყოფაზე და მალე შენიშნავთ, რომ ჩხუბები და სკანდალები კამათად და განხილვად გადაიქცევა.

image

ფსიქოლოგთა მტკიცებით, ქალები მსგავსს შეცდომებს არ უშვებენ მაშინ, როცა უყვართ. საყვარელი მამაკაცი ხომ ყოველთვის გინდა აქო და არა უსაყვედურო, თუმცა მამაკაცის ქცევაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული, ამიტომ ყოველთვის გამონახეთ დრო გულითადი დიალოგებისთვის, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენი პრობლემები გამოავლინოთ და შესაბამისი ზომები დროულად მიიღოთ.


0
511
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
511
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0