x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
უკრაინელების მიერ სამხედრო-სატვირთო მანქანების დაჯავშნამ ფართო გამოყენება ჰპოვა

image უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტულ მოქმედებებში ხშირად დაინახავთ საბჭოთა კავშირის პერიოდში "კონსერვირებულ" სამხედრო ტექნიკას, რომლებიც უკრაინელებმა მოხსნეს "კონსერვაციიდან" და დაჯავშნის მერე საბრძოლო მანქანად აქციეს.
მაგალითისათვის წარმოგიდგენთ ცნობილ სამხედრო მანქანას "ГАЗ-66"-ი, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ავღანეთშიც გამოიყენებოდა მაღალი გამავლობის გამო.
უკრაინელებმა აიღეს და ეს მანქანა ისე შეჯავშნეს, ძნელია მასში გამოუცდელმა თვალმა ГАЗ-66"-ი შეამჩნიოს.
სერიოზულად დაჯავშნულ მანქანაში ქარხნული მინები ჩანაცვლებულია ჯავშან მინებით, მანქანის წინა მხარე და ბორტები ისე კარგადაა დაჯავშნული და პიქსელური კამუფლაჟით ისეა შეღებილი, მაშინვე მიხვდებით, რომ მანქანა ქარხნულადაა დაჯავშნული. შესაძლოა გამოყენებული იყოს ნიკოლაევის ვაგონშემკეთებელი ქარხნის ფოლადის ფილები.
imageimage image ეს "ГАЗ-66" პიქსელური ფერებით, რატომღაც უდაბნოს ფერებშია შეღებილი, მასში გამოყენებულია აგრეთვე შუქფარების შენიღვა, საბრძოლო მოქმედების ზონაში შესვლისას საქარე მინა და ვერდითა მინები იხურება ჯავშან ფილებით. მანქანის დაჯავშნა გაკეთებულია ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ ნეჟინში.
imageimage ეს მანქანა კი დაიჯავშმა ვინიცის ოლქის რაიონულ ცენტრ ჟმერინკაში.
მანქანა დაჯავშნულია ქარხნული წესით, მისი "ტიუნინგი" მოხდა უკრაინელების შემოწორული თანხებით.
უკრაინელმა ხელმარჯვე ოსტატებმა აღნიშნული სამხედრო-სატვირთო მანქანის მრავაფეროვანი დაჯავშნა შესთავაზეს უკრაინულ არმიას.
imageimageimage მე უკრაინელებს ვერ ვასწავლი რა როგორ გააკეთონ, მაგრამ მანქანის წინ ასეთ ფერებიან დამცავ ფოლადის პანელს არცერთ შემთხვევაში არ დავკიდებდი, როგორც ხედავთ "ანათებს" რაც მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსისათვის იდეალური სამიზნეა.
ეს კი ცნობილი ასევე საბჭოთა წარმოების "ЗИЛ-130/131".
image აღნიშნული მანქანის კაპოტის დაჯავშნა საკმაოდ რთული გამოდგა, თუმცა მოსკოვში გამოშვებულ მანქანას წინ დაუყენეს დამცავი ცხაურები ხოლო ბორტები ფოლადის ფილებით დაუჯავშნეს, შეღებეს ზამთრის კამუფლირების ფერებში და მის ძარაზე დააყენეს დაზგური მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი "ДШК" და "ЗСУ".
imageimageimageimageimage image imageimageimageimageimageimage ეს კი ასევე რუსული "КАМАЗ"-ი, რომელიც ფართოდ გამოიყენება უკრაინის არმიაში.
imageimage ეს კი სეპარატისტული ლუგანსკის, თვითაღიარებული რესპუბლიკის დაჯავშნული "КАМАЗ"-ები.
imageimageimageimageimageimage
ეს კი სატვირთო "КАМАЗ"-ი უკრაინის სადესანტო ჯარებისათვის.
imageimageimageimageimageimage ეს კი სამხედრო შეჯავშნული "Урал"-ებია, რომლებსაც სხვადასხვა კლასის დაჯავშნა დაუყენეს უკრაინელებმა ცხაურებით დაწყებული, ჯავშან მინების გამოყენებით და ჯავშან ფილებით დამთავრებული.
მანქანებზე დამონტაჟებულია "ДШК" და "ПКМ"-ი.
სხვა მანქანებისაგან განსხვავებით "Урал"-ი ფართოდ გამოიყენება უკრაინის არმიაში, რადგან ნაღმზე აფეთქებისას თუ "КАМАЗ"-ის მძღოლს და სალონში მყოფ მებრძოლებს გადარჩენის შანსი არა აქვთ, "Урал"-ში გადარჩენის შანსი მაღალია, რადგან სპეციფიური წინა სავალი ნაწილის გამო აფეთქების ტალღა ნაწილდება ძრავის ნაკვთურში და სალონში ვერ აღწევს, რაც მძღოლს და მანქანის სალონში მყოფ სხვა მებრძოლებს იცავს დაღუპვისაგან.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
მე როგორც უკრაინაში დაბადებული და გაზრდილი, უკრაინული სამხედრო განათლებით ვამბობ: "უკრაინას ბევრად მძლავრი რესურსი აქვს, ამ "ურჩხულების" შექმნის ნაცვლად, სერიოზულად მიჰყოს ხელი ჯავშანტექნიკის მოდერნიზირებას და საბრძოლო მოქმედებების ზონაში უკრაინელი მებრძოლებისათვის მიწოდებას".











































2
301
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
301
  
2018, 24 აგვისტო, 0:02
მადლობა
2018, 23 აგვისტო, 22:24
კარგია სტატიაა ძალიან!
0 1 2