x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მოხუცთა თავშესაფარი
image
---დილამშვიდობის ქალბატონო ნათელა. როგორ გეძინათ? ----მშვიდობა მოგცეს შვილო ღმერთმა, არ მძინებია, შვილებზე დარდი მკლავს, ტელეფონი გამიფუჭდა მგონი, რამდენიმე დღეა უკვე არავის დაურეკავს, ნახე შვილო რა ჭირს, ჩემ ტელეფონს. მოხუცთა თავშესაფარში მომუშავე პერსონალმა "ექთანმა" გამოართვა ტელეფონი და შეამოწმა. შემდეგ კი უკან დაუბრუნა.-- მუშაობს ქალბატონო ნათელა თქვენი ტელეფონი, ალბათ დრო ვერ გამონახეს რომ დაერეკათ თქვენთვის. არ ინერვიულოთ აუცილებლად დაგირეკავთ შვილები. --კარგად იყვნენ შვილო და ნუ დამირეკავენ.მხოლოდ გავიგო, რომ კარგად არიან. --ქალბატონო ნათელა აქ მოგართვათ სადილი თუ გამოხვალთ სამზარეულოში? --აქ მომიტანე შვილო. --დღეს ნახეთ როგორი კარგი, მზიანი, თბილი ამინდია გაისერნეთ სუფთა ჰაერზე და არაფერზე ინერვიულოთ. ახლა კი დაგემშვიდობებით. საუზმეს სხვა მოგართმევთ.---კარგი, შვილო, კარგი. მოხუცის ოთახიდან გამოსულ ექთანს მეორე ექთანი შეხვდა და ქალბატონი ნათელა მოიკითხა:--- როგორ არის მოხუცი, თეა? ისევ არ დაურეკიათ ხომ მის შვილებს? ---არა არ დაურეკიათ და არ მგონია დაურეკონ. --რატომ რა ხდება იცი? --კი როგორ არა ვიცი . ეს მოხუცი ახლოს ცხოვრობდა ჩემს სახლთან. ძალიან კარგი ქალბატონი არის და ყველა პატივისცემით მოიხსენიებდა. ახალგაზრდობაში დაქვრივდა, სამი შვილი ჰყავს.


მის ერთ ერთ შვილს ვიცნობ.ის სამწუხაროდ აქ არ არის, თორემ ის მოხუცთა თავშესაფრისთვის არ გაიმეტებდა თავის დედას. დანარჩენი ორის კი რა ვთქვა. ქონება ვერ გაიყვეს და მოხუცი დედა აქ მოიყვანეს. გონება სუსტობა დააბრალეს, თითქოსდა სახლს რამდენჯერმე წაუკიდაო ცეცხლი --ჩვენ რით შეგვიძლია დავეხმაროთ მოხუცს? ჩვენ მხოლოდ იმით დავეხმაროთ, რომ დარჩენილი მდგომარეობა შეუმსუბუქოთ და სიცოცხლე მშვიდად გაატაროს. ქალბატონი ნათელას ოთახის კარზე კაკუნი გაისმა. სანამ ქალბატონი ნათელა პასუხს გასცემდა მამაკაცმა შემოიხედა და ნებართვა ითხოვა შესვლაზე: ---შეიძლება შემოვიდე? --მობრძანდით ბატონო გურამ.


მოხუც მამაკაცს ხელში ლანგარი ეჭირა და ზედ საჭმელი ეწყო. ---სასადილო ოთახში არ დამხვდით და აქ მოვედი, თუ წინააღმდეგი არ იქნებით ერთად მივირთვად საუზმე, მერე კი ეზოში გავისეირნოთ. ---საჭმელი როგორ ვჭამო როცა ჩემი შვილების არ მესმის არაფერი, რამდენემე დღეა არ დაურეკავთ. ---არ ინერვიულო ქალბატონო ნათელა დღეს ჩემ შვილებს ველოდები და მათ დავავალებ, რომ მივიდნენ თქვენს შვილებთან.


იცი? შვილიშვილი უნდა მომიყვანონ დღეს რამდენიემ თვის არის, ჯერ პირველად უნდა ვნახო და უნდა გამოვეწყო განსაკუთრებულად. გურამმა მაგიდაზე დააწყო საჭმელი, გულის ჯიბიდან ყვავილი ამოიღო, ქალს მიაწოდა და სთხოვა, მისულიყო მაგიდასთან. მოხუც ქალბატონს ფეხი სტკიოდა და სიარული უჭირდა გურამი დაეხმარა წამოდგომაში და ხელმკლავით მიიყვანა მაგიდასთან. დასხდნენ და დაიწყეს ჭამა. ბატონ გურამს ხელები უკანკალებდა. ამიტომ კოვზს ხელს მაგრად უჭერდა, რომ ძირს არ გავარდნოდა ლუკმა.



ქალბატონი ნათელა კი ხმა ამოუღებლად მიირთმევდა და შიგადაშიგ ამოიოხრებდა. შვილების დარდი კლავდა. მორჩნენ სადილს ბატონმა გურამმა დაემშვიდობა ქალბატონ ნათელას და უთხრა: ჭურჭელს სამზარეულოში გავიტან, მოემზადე და გარეთ გავისეირნოთო. ჯერ იუარა ქალბატონმა ნათელამ, მაგრამ ბატონი გურამის დაჟინებული თხოვნით, დასთანხმდა. მოხუცთა თავშესაფარის ეზო ნაირნაირი ფერადი ყვავილებით იყო სავსე, სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა ირგვლივ, ჩიტები ჟღურტულებდნენ, ადამიანი ცუდ განწყობაზე რომ ყოფილიყო, განწყობა გამოუსწორებდა და მხიარულს გახდიდა. ეზოში თეთრ ხალათიანი ექთნები და მოხუცები იყვნენ. იყვნენ მოხუცები ვასაც განმარტოებით სურდათ ყოფნა და არავის იკარებდნენ.


იყვნენ ისეთებიც ვისაც შვილები სტუმრობდნენ და ბედნიერი ღიმილიანი სახეები ჰქონდათ. ქალბატონ ნათელას მოსახამი მოეხურა, ცალ ხელში ჯოხი ეკავა და ცალი ხელი კი ბატონ გურამისთვის ხელმკლავით გაეკეთებინა. ორივე ნელ ნელა მიდიოდნენ ერთდ ლამაზ ბუნებაში. ეზოში გრძელი სკამები იდგა. ის აირჩიეს დასაჯდომად რომელიც განცალკავებით იყო. რამდენიმე წუთით მდუმარედ ისმენდნენ ჩიტების ჟღურტულს. ქალბატომნა ნათელამ ღრმად ამოისუნთქა. ---რა სასიამოვნო გარემოა, ყველა ტკივილს დაგავიწყებს ადამიანს. უთხრა გურამს. --მართლაც რომ ასეა, ეს გარემო ასეთი კარგი რომ არ იყოს ალბათ აქ ვერც გავძლებდი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სულ მარტოდ დავრჩი სახლში, შვილები ცალკე ცხოვრობდნენ, არც მე მინდოდა ყოფილიყვნენ ჩემთან, ახალგაზრდებს ხომ იცით თავისთვის ურჩევნით ყოფნა.ხშირად მოდიოდნენ ყურადღებას არ მაკლებდნენ, მაგრამ მაინც აქ წამოსვლა გადავწყვიტე. მაინც მარტოდ ვგრძნობდი თავს მოვხუცდი ისეთ ჯანზე არ ვარ ადრე რომ ვიყავი, ეს ადგილი კი ზუსტად რომ ჩემთვის და ჩემნაირებისთვის არის. არ მოიწყენს მოხუცი აქ.


არც მოვლას გვაკლებენ და არც ყურადღებას. ---მე ჩემს მოვლა პატრონობას არ დავეძებ. შვილები მყავდეს ოღონდ კარგად.მათი ჯავრი მტანჯავს ყოველ ღამით, მესიზმრებიან, ხან ერთს უჭირს და დახმარებას მთხოვს ხან მეორეს. უცხოეთში წასული გოგო კარგად არის იქ, მსახიობია. თეატრში მუშაობს, თან იქაურ ქართველ ემიგრანტ ბავშვებს ასწავლის ქართულ ხელოვნებას. რაც აქ ვარ არ დაურეკია.უკვე ექვსი თვე გავიდა, ადრე ასე არ იცოდა ყოველ ღამით მესაუბრებოდა ახლა რა ჭირს ვერ გავიგე, ბიჭები, რომლებიც აქ არიან დედაზე ნაკლებად ჯავრობენ, მაგრამ არა უშავს, ისინი იყვნენ კარგად და სხვას არაფერს დავეძებ. --დღეს ჩემი შვილები მოვლენ ქალბატონო ნათელა როგორც გითხარით. მათ დავავალებ თქვენს შვილებთან დაკავშირებას.


არ ინერვიულოთ, ცუდი ამბავი ხომ იცით სწრაფად ვრცლდება, კარგად იქნებიან, თანაც ჩემ პატარა შვილიშვილს გაგაცნობთ. საუბარში გართულ მოხუცებთან ექთანი მოვიდა და ტელეფონი გადასცა ბატონ გურამს და უთხრა: -- თქვენი შვილი გირეკავთ.ტელეფონი ოთახში დაგრჩენიათ. --არა შვილო კი არ დამრჩენია მე დავტოვე. ჩემი შვილები იქნებიან. სხვა ვინ უნდა იყოს. გამოართვა ტელეფონი და უპასუხა: -- ხო შვილო გისმენ? --მამა როგორ ხარ? საღამოს მოვდივართ და რა მოგიტანოთ რა გაუხარდება შენს გულს? --კარგად ვარ, შვილებო, კარგად. არაფერი არ მინდა. აქ ყველაფერია რაც მე მჭირდება, ჩემ გულს კი თქვენი ნახვა გაუხარდება და გელოდებით. შემდგე დაემშვიდობა შვილს და გათიშა ტელეფონი. -ქალბატონო ნათელა, რომ იცოდეთ რამდენი რამ გადავიტანე ახალგაზრდობაში. უდედოდ გავიზარდე.


მამაჩემმა ცოლი მოიყვანა და დედინაცვალი ცუდად მექცეოდა.მას საკუთარი ორი შვილი ჰყავდა. საკუთარი შვილებს რომ აჭმევდა და საჭმელი მორჩებოდა მერე მე მაჭმევდა . მამა სულ წასული იყო. მუშაობდა და ვერაფერს გებულობდა, როცა მამა სახლში იყო ჩემი დედინაცვალი მამის დასანახად მის შვილებზე უკეთესად მექცეოდა, ამიტომ მამას ვერ ვეუბნებოდი თუ რა დღეში ვიყავი როცა სახლში არ იყო. ამ ამბავს მაინც არ დაიჯერებდა. ასე წვალებით გავიდა წლები. შემდეგ ჯარში გამიწვიეს, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ არც დავბრუნებულვარ სოფელში. ქალაქში ვიქირავე ერთი ოთახი და მუშად დავიწყე მუშაობა, ღამით ვმუშაობდი. ტომრებს ვეზიდებოდი, დღისით კი ვსწავლობდი. ----ბატონო გურამ ბოდიში გაწყვეტინებთ საუბარს, ცოტა აგრილდა და შენობაში შევიდეთ თუ შეიძლება?! ახლავე ქალბატონო ნათელა, იქნებ ცოტა კიდევ დავრჩენილიყავით სუფთა ჰაერზე? --არა, მირჩევნია შენობაში შევიდე. -როგორც იტყვით.


ბატონმა გურამმა დაეხმარა მოხუც ქალბატონს წამოდგომაში. ორივე ერთად შენობისკენ წავიდნენ. მხუცთა თავშესაფარს შესასვლელი დარბაზი ჰქონდა, სადაც მოხუცები იყრიდნენ თავს, ზოგი ჩაის მიირთმევდა, ზოგი ტელევიზორს უყურებდა, ზოგი კი ჟურნალს კითხულობდა. დარბაზში თავშესაფრის ხელმძრვანელი გამოვიდა და გამოაცხადა . --ბატონებო და ქალბატონებო ჩემო ძვირფასო ადამიანებო, თქვენთან შემოთავაზება მაქვს, უმორჩილესად გთხოვთ უარი არ მითხრათ, თითეული თქვენგანი ძალიან მიყვარს და დიდი პატივს გცემთ. მინდა მოვაწყოთ ერთი მშვენიერი საღამო, ჩავატაროთ კონცერტი ვისაც რა შეგვიძლია, ცეკვა, სიმღერა, ლექსი.


მივიღოთ მონაწილეობა და ვისიამოვნოთ, ვისაც გაქვსთ სურვილი მიიღოთ მონაწილეობა გთხოვთ მობრძანდეთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. ბატომნა გურამმა გადაულაპარაკა ქალბატონ ნათელას: --რას იტყვი მივიღოთ მონაწილეობა? --გაგიჟდი? რა მონაწილეობა? რა უნდა გავაკეთო ფეხზე ძლივსღა დავდივარ. --მე შემიძლია ვიცეკვო და უარს ნუ მეტყვით, იყავით ჩემი პარტნიორი გავიხსენოთ ახალგაზრდობა. --რახან ასე ძალიან გინდათ, ვნახოთ რა გამოგვივა. ბატონ გურამს როგორც კი დათანხმდა ცეკვაზე ქალბატონი ნათელა მაშივვე მივიდა და დააფიქსირა მისი მონაწილეობა საღამოზე. საღამოს შვიდი საათი იქნებოდა გურამს შვილები ესტუმრა მოხუცთა თავშესაფარში. მი სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.


აქამდე უნახავი პატარა შვილიშვილიც გაიცნო. მათი ალერსით გული რომ იჯერა შემდეგ შვილს უთხრა:--შვილო აქ ერთი მოხუცი ქალბატონი არის. უკვე ექვსი თვეა რაც მოვიდა, რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს და არ მოუკითხავთ. ძალიან ნერვიულობს. მინდა დაეხმარო, გაიგე, რატომ არ მოდიან მათი შვილები. იქნებ რამე სჭირთ და არ იცის ამ საცოდავმა მოხუცმა. --არ ინერვიულო მამა, ყველაფერს გავარკვევთ. გაგვაცანი ქალბატონი დაველაპარაკები და ვკითხავ, სად შეიძლება მოვძებნო მისი შვილები. ბატონი გურამი მაშინვე წამოდგა და წინ გაუძღვა შვილს, ქალბატინ ნათელას ოთახისაკენ. მოხუცი ფანჯარასთან, საქანელა სკამზე დამჯდარიყო. სევდიანი ჩაფიქრებული, სადღაც შორს იცქირებოდა. კარზე დაკაკუნების ხმაზე გონს მოეგო და მაშინ გააცნობიერა რომ, მოხუცთა თავშესაფრის ერთერთ ოთახში სრულიად მარტო მიტოვებული იყო. -მობრძანდით.


წარმოთქვა ისე რომ არც შემობრუნებულია, მან კარგად იცოდა, არ იქნებოდა ის, ვისი ნახვაც გაახარებდა. ოთახში ჯერ ბატონი გურამი შემოვიდა და შემდეგ მისი ქალიშვილი. --ქალბატონო ნათელა საღამო მშვიდობის. ჩემი ქალიშვილი მოვიდა და თქვენი გაცნობა სურს, მისამართი ან ტელეფონის ნომერი მიეცით თქვენ შვილების მოძებნის, გაიგებს, როგორ არიან. მოხუცი სიხარულისაგან ისე სწრაფად წამოდგა სკამიდან რომ, ისიც კი დაავიწყდა ფეხი რომ ტკიოდა და ნაბიჯი გადადგა სტუმრებისკენ, მაგრამ ტკივილმა მაშინვე შეახსენა თავი და წაიბორძიკა.


ბატონი გურამის შვილმა ხელი შეაშველა და დასვა სკამზე. ცოტა ხანს ისაუბრეს მოხუცმა შვილების მისამართი და ტელეფონის ნომერები ჩააწრინა, დააყოლა ჩემი ქალიშვილი უცხოეთშია, ვფიქობ მან არ იცის აქ რომ ვარ. ჯერ ამ ბიჭების ამბავი გამიგე, როგორ არიან და მათ კითხე დის ამბავს. --როგორც იტყვით ქალბატონო. ორი დღის შემდეგ ბატონ გურამს ურეკავსი მისი ქალიშვილი. ჯერ მამა მოიკითხა შემდეგ კი ქალბატონი ნათელა. მერე კი უთხრა:---მამა მე დავრეკე ამ ნომერზე ჯერ არავინ მპასუხობდა, მერე კი როცა მიპასუხა და ვუთხარი თუ რატომ ვრეკავდი, მითხრეს რომ ნომერი მეშლებოდა.ამის შემდეგ მისამრთზე მივედი, კარი მამაკაცმა გამიღო ვუთხარი ვინც ვიყავი, სახლშიც კი არ შემიპატიჟა, მიპასუხა რომ მისი დედა ფსიქიურად არ არის კარგად და არც ნახვა სურს მისი დედის, აქ რაღაც სხვა ამბავი ხდება აუცილებლად გავარკვევ, ჯერ კი მოდი ქალბატონ ნათელას უთხარი რომ ვნახე მისი შვილები და კარგად არიან, უბრალოდ ჯერ ვერ ახერხებენ ნახვას. ---კარგი შვილო ეგრე გადავცემ ცოდოა მოხუცი.ნერვიულობს ეს რა შვილები ჰყოლია საბრალო ქალს. ხვალ დილით მივალ და ვეტყვი. --როგორც გინდა მამა, თავს გაუფრთხილდი და უმჯობესი იქნებოდა ჩვენს გვერდით ყოფილიყავი და არა მაქ, მაგრამ რას ვიზამთ, ეს შენი არჩევანია. ნახვამდის მამა. მეორე დღეს დილით სასადილო ოთახში შეხვდა ბატონი გურამი ქალბატონ ნათელას, ერთ მაგიდასთან დასხდნენ და ერთად მიირთვეს საუზმე.


ბატონმა გურამმა უთხრა:--საუზმის შემდეგ ბაღში გავიდეთ. კარგი ამბავი უნდა გითხრათ. შემდეგ ხომ იცით ცეკვის რეპეტიცია გვაქვს. ბოლო სიტყვაზე ორივეს გაეცინათ. შემდეგ როგორც შეთანხმდნენ მოხუცები ბაღში გავიდნენ, ბატონ გურამს აწუხებდა სინდისი ტყუილი, რომ უნდა ეთქვა, მაგრამ სხვა გამოსავალი ამ შემთხვევაში არ იყო. ქალბატონ ნათელას გაუხარდა შვილების კარგად ყოფნის ამბავი რომ, ახარეს ხასიათი გამოუკეთდა.-- კარგი, ნუ დამირეკავენ, მთავარია კარგად იყვნენ.უპასუხა ბატონ გურამს ქალბატონმა ნათელამ, იმ დედამ რომელიც შვილებმა ასე გაიმეტეს ქონების გაყოფის გამო. ცოტა ხანს ისაუბრეს ბაღში მოხუცემბა, შემდეგ კი შენობაში შევიდნენ, რეპეტიცია დაეწყოთ, მათ "ვენის ვალსი" უნდა ეცეკვათ საღამოზე. ფეხის ტკივილის მიუხედავად პირველივე რეპეტიციაზე საუკეთესოდ იცეკვა.


ქალბატონი ნათელა და ბატონი გურამი კარგი პარტნიორები გამოდგნენ ერთმანეთისთვის, შექებაც დაიმსახურეს. ცეკვავდნენ და ბედნიერი თვალებით უყურებდენ ირგვლივ მყოფი მოხუცები, ყველას ეტყობოდა სახეზე, რომ ახალგაზრდული სასიამოვნო მოგონებები გაიხსენეს, თუ რას განიცდიდნენ ამ სანახაობის ცქერის შედეგად, ბევრს ცრემლიც ერეოდა თვალზე, ბევრს კი ღიმილ ნარევი ცრემლებიც, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და ტაშს უკრავდნენ მოხუცებს. პირვლი რეპეტიცია წარმატებით დაასრულეს მოხუცებმა. დღეები გადიოდა. ქალბატონ ნათელას ისევ არავინ ურეკავდა ტელეფონზე და ისევ იმედს აძლევდა ბატონი გურამი, რომ შვილები კარგად ჰყავდა და მალე მოვიდოდნენ დედის სანახავად.რეპეტიციაზე დადიოდნენ. კონცერტი საახალწლოდ იყო დაგეგმილი.


მოხუცი დედა შვილების ასეთმა საქციელმა ძალიან დააღონა და უფრო სევდიანი გახადა, ბატონი გურამი ცდილობდა როგორმე შეემსუბუქებინა დარდი და ეზოში გაჰყავდა.დასხდებოდნენ, საუბრობდნენ.--ქალბატონო ნათელა უკვე რა ხანია გიცნობთ და თქვენს შესახებ არაფერს მიყვებით, იქნებ მომიყვეთ, როგორი ბავშობა ჰქონდათ, და თუ არ გინდათ გახსენაბე მაშინ ნუ მოყვებით. ---ბატონო გურამ განა ბავშობაზე კარგი არის რამ ამ ქვეყნად? --მე ცუდი ბავშობა მქონდა მოგიყევით თუ გახსოვთ და ჩემთვის არ არის კარგი ბავშობა. რომ ვთქვათ ბავშობა საერთოდ არ მქონია.


მომიყევით თქვენი ცხოვრება როგორი იყო. ---ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები ბავშობაში გავატარე ბატონო გურამ, დედა, მამა, ჩემი და ძმა ყველა ერთად ბედნიერად ვცხოვრობდით, იმ დროსათვის კი იყო გაჭივრება მაგრამ ეს ნაკლებად გვადარდებდა, მთავარია რომ სიყვარული იყო ერთმანეთის ოჯახში.გათხოვება კი რთული გამოდგა ჩემთვის, სიყვარულით შევქმენი ოჯახი, მაგრამ მუხანათურმა სიკვდილმა არ დააცადა ჩემს მეუღლეს ჩემს გვერდით დიდხანს ყოფნა.ქორწინებიდან ოთხი წლის თავზე მძიმე ავადმყოფობა შეეყარა და გარდაიცვალა, დავრჩი სამ მცირე წლოვან ბავშვთან ერთად, მე ვიკისრე ყველა მოვალეობდა და გავუძეხი ოჯახს არ მინდოდა ჩემი გარდაცვლილი მეუღლის სახელი შებღალულიყო, დავზარდე შვილები, დღედა ღამ ვშრომობდი არაფერი რომ არ დაკლებოდათ, არ ეგრძნოთ ობლობა.


დაიზარდნენ. განათლება მივეცი სამივეს, დაოჯახდნენ და დამიფრინდნენ.ერთი უცხოეთში მყავს. ყველაზე პატარა გოგონა არის. უკვე ექვსი წელი გავიდა არ მინახავს. მპირდებოდა, ჩამოვალ დედაო, მაგრამ არ ჩამოდის როგორც ვხედავ. ახლა კი სამივეს მონატრებაში მიდის დღეები. არ მოდიან. არ ნახულობენ მოხუც დედას. ბატონმა გურამმა შეატყო მოიწყინა ქალბატონმა ნათელამ და სასაუბრო თემის შეცვლა მოინდომა. -როდის მოვა ახალი წელი? როგორი იქნება ჩვენი გამოსვლა მაინტერესებს.


-ეხ, ბატონო გურამ, დღითი დღე ცუდად ვხდები და ახალ წლამდე მივალ კიი? ---რას ამბობთ, ქალბატონო ნათელა, პარტნიორის გარეშე გინდათ დამტოვოთ? არა ეს არ გამაგონოთ, ჩვენ უნდა ვიცეკვოთ ახალ წელს. წავიდეთ მალე რეპეტიცია დაგვეწყება ისევ. მოხუცები წავიდნენ რეპეტიციაზე. საღამოს ქალბატონ ნათელას ოთახში ექთანი შემოვიდა. მოიკითხა თუ რა სჭირდებოდა მოხუცს.-- შვილო, რა ხანია უკვე ჩემი შვილებისგან არაფერი მსმენია. იქნებ დამეხმარო, გამიგო როგორ არიან, ბატონმა გურამმა მითხრა კარგად არიანო. მის ქალიშვილს უნახავს ჩემი შვილები და ისიც უთქვამთ, რომ მოვიდოდოენ ჩემთან, მაგრამ არ ჩანან. ტელეფონზეც კი არ მირეკავს არცერთი. ---არ ინერვიულოთ, ყველაფერს გავარკვევ და გეტყვით.


---ჩემი გოგოს ნომერს მოგცემთ უცხოეთშო რომ არის წასული. მას დაუკავშირდი, უთხარი, სადაც ვარ და დამელაპარაკოს. აუცილებლად დაურეკავ, თქვენ არ ინერვიულოთ. ახლა კი დაისვენეთ ტკბილი ძილი. ოთახიდან გამოსულმა ექთანმა თავისი ტელეფონოთ დაურეკა მოხუცის შვილს. აცნობა რომ დედა მოხუცთა თავშესაფარში იმყოფება. ტელეფონში ტირილის ხმა გაისმა .--მე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ.დედის ნომერზე არ ირეკება ჩემს ძმებს ვეკითხები და ამბობენ კარგად არისო სანერვიულო არაფერი გაქვსო.უბრალოდ ტელეფონი არ უვარგა კავშირი არ ავს კარგიო. მპირდებოდნე მათთან მიიყვანდნენ და ვიდეო თვალის მასაუბრებდნენ.


არადა არ დაადგათ საშველი, რომ ეს გაეკეთებინათ, თურმე რაში ყოფილა საქმე, თუ შეიძლება, ძალაინ გთხოვთ, დედა დამალაპარაკეთ. --უკვე გვიანია, ქალბატონო, დაიძინა მოხუცმა, ხვალ დილით აუცილებლად გასაუბრებთ დედათქვენს. დილით ისევ ესტუმრა ქალბატონ ნათელას ექთანი. მოიკითხა და უთხრა, რომ მის ქალიშვილს სურდა საუბარი დედასთან. მოხუც დედას ხელები აუკანკალდა და ტირილი დაიწყო, ტელეფონოს ხელში დაჭერა გაუჭირდა, ექთანი დაეხმარა. ---დედა როგორ ხარ? ---როგორ ვიქნები შვილო თქვენს მონატრებაში. --რატომ აქამდე არ დამირეკე და არ მომიკითხე? ნუთუ დაგავიწყდა შენი საბრალო მოხუცი დედა? --არა დედა, რას ამბობ, აი ახალ წელს შენს გვერდით გავატარებ, პირობას გაძლევ და მაქედანაც წამოგიყვან. --გაიხარე ჩემო შვილო. როგორ გამახარე, მართლა ჩამოხვალ და ადრინდელივით არ მომატყვილებ? --მართლა ჩამოვალ დედაჩემო, შენ მანდ როგორ დაგტოვენ.


დიდხანს ისაუბრეს დედა- შვილმა და შემდეგ დაემშვიდობნენ ერთმანეთს. მოხუცი დღეებს ითვლიდა, როდის დადგებოდა დღე, როცა მის ექვსი წლის უნახავ შვილს შეხვდებოდა. კიდევ უფრო მონდომებით ემზადებოდა რეპეტიციებზე. ადრე თუ ზოგჯერ აცდენდა, ახლა სულ ესწრებოდა და ცეკვავდა. ბატონ გურამს გაუზიარა თავისი სიხარული. მოხუცი დედის სევდიანი სახე ბედნიერმა სახემ შეცვალა. ყოველ ღამით ესაუბრებოდა თავის შვილს. ცივი ზამთარი იყო, მაგრამ მოხუცები შენობაში ყოფნას მაინც ბუნებაში, სუფთა ჰაერზე ყოფნას ამჯობინებდნენ. თავისი სკამი ჰქონდათ, სადაც ყოველთვის იქ სხდებოდნენ და საუბრობდნენ თავიანთ წარსულზე, შვილებზე და ახალი წლის საღამოზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართებოდა. --შარვალ-კოსტუმი უნდა ჩავიცვა საახალწლო საღამოზე.


შვილები მოვლენ და შვილიშვილები, თქვენი ქალიშვილიც იქნება ჩამოსული. ასეთი კარგი ახალი წელი რახანია არ გვქონია. მოხუცმა თავი შეუძლოდ იგრძნო--ცუდად ვარ, ბატონო გურამ. თქვა და გული წაუვიდა ქალბატონ ნათელას. --მიშველეთ, ქალბატონი ნათელა ცუდად არის- ყვიროდა ბატონი გურამი. მაშინვე მივიდნენ ექთნები, ხელები დაუზილეს სახეზე წყალი აპკურეს და გონს მოიყვანეს მოხუცი. ინვალიდის ეტლში ჩასვეს და თავის ოთახში შეიყვანეს, საწოლში დააწვინეს. ექიმი მივიდა. გასინჯა.მკურნალობა დაუნიშნა, ექთანს უთხრა "მიოკარდიუმის ინფაქტი" აქვს ყურდღება მიაქციეთ, არ გაუმეორეს, თორემ სავალალოდ დასრულდება, კრიზისული პერიოდი ორი დღე ექნება თუ გადალახა, შემდეგ საშიში არაფერიაო.


ბატონი გურამი გვერდიდან არ შორდებოდა ქალბატონ ნათელას, ცრემლები უნებურად მოდიოდა თვალებიდან, რასაც მალავდა. არ უნდოდა მისი ცრემლები დაენახა სხვებს . ერთი დღე მშვიდობიანად გავიდა. ავადმყოფი, თითქოს გამოკეთდა კიდევაც. მეორე დღეს როცა ისევ ბატონი გურამი მის გვერდით იყო და დედის სანახავად წამოსული ქალიშვილიც უკვე აეროპორტში იყო, მოხუცი ისევ ცუდად გახდა. ბევრი ეცადეს ექიმებმა მოხუცის გადარჩენას მაგრამ ვერაფერი შეძლეს. გარდაცვლილ დედას დასტიროდა წლების უნახავი შვილი და პატიებას სთხოვდა, ბატონი გურამი კი გარდაცვლილს ჩუმად გამოუტყდა, იმაში რომ სიბერეში კვლავ ეწვია სიყვარული და ისევ წაართვა სიკვდილმა... სოფო იაშვილი

0
229
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0