x
image
_K_
22 საინტერესო დეტალი ფილმებიდან, რომელიც მაყურებელს შეუმჩნეველი დარჩა
ბევრ რეჟისორს უყვარს ფილმებში პატარა დეტალების დამალვა მაყურებლისთვის იდუმალი შეტყობინების გასაგზავნად. მათი პოვნა კი გულშემატკივრებისთვის ნამდვილი ბედნიერებაა. სწორედ ასეთი ადამიანების აღმოჩენილ დამალულ დეტალებს გთავაზობთ სტატიაში. ისიამოვნეთ!








1. Zootopia - ზოოტოპია (2016)


მულტფილმში არის სცენა, სადაც ჩანს რუკა, ზედ ფოტოებით. მარჯვნივ, ერთ-ერთ ფოტოზე მოწყენილი მგელია, რომელიც სენდვიჩს ჭამს. ეს კიანუ რივზის ცნობილი ფოტოს პაროდიაა.

image








2. Jaws - ყბები (1975) და Deep Blue Sea - ღრმა ლურჯი ზღვა (1999)


ფილმში "ღრმა ლურჯი ზღვა" ერთ-ერთი პერსონაჟი ძირს აგდებს მანქანის სანომრე ნიშანს იგივე სიმბოლოებით, რომელიც გამოყენებული იყო ფილმში "ყბები".


image








3. Cars - მანქანები (2006)


ამ მულტფილმში კანიონები რეტრო მანქანების ფორმის მიხედვითაა შექმნილი.

image







4. How to Train Your Dragon - როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი (2010)


პერსონაჟი "უკბილო" ერთ-ერთი ანიმატორის კატის მოძრაობების მიხედვითაა გაცოცხლებული.

image








5. The Pursuit of Happiness - ბედნიერების კვალდაკვალ (2006)


ფილმის ბოლოს, ქრისტოფერ გარდნერი, ვის როლსაც უილ სმიტი ასრულებს, ნამდვილი ქრისტოფერ გარდნერის უკან ჩაივლის, ვის რეალურ ამბავზეცაა ფილმი დაფუძნებული.

image








6. The Matrix - მატრიცა(1999)


სცენაში, სადაც ნეო კართან ახლოს მოდის, გაპრიალებულ კარის სახელურში კამერა ირეკლება. ის ისეა შენიღბული, რომ მწვანე ნაჭერი მაყურებელს მორფის ჰალსტუხის ნაწილი ეგონოს.

image








7. Gladiator - გლადიატორი (2000)


ერთ-ერთ სცენაში ჩანს ბიჭი, რომელსაც ჯინსები აცვია. მან, უბრალოდ, ჩაიარა, მაგრამ როცა კამერები დაინახა, თავისი შეცდომა გააცნობიერა და უკან დაიხია. ეს სცენა ფილმში იმდენად აშკარაა, რომ მაყურებელი სიცილს ვერ იკავებს.

image








8. Cloudy With a Chance of Meatballs - მოღრუბლულობა, შესაძლოა ნალექი გუფთების სახით (2009)


მულტფილმში არის სცენა, რომელშიც ნამცხვრები მთა რაშმორზე განლაგებულ პრეზიდენტების ქანდაკებებს ხვდება სახეში. აბრაამ ლინკოლნი ერთადერთია, რომელიც "სუფთა" გამოდის. მას ერთი ნამცხვარი ხვდება კეფაზე - ზუსტად ისე, როგორც მოკლეს. თუმცა, ნამცხვრით კი არა, იარაღით მოკვლას ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა.

image







9. The Godfather - ნათლია (1972)


ამ ფილმში სცენების უმეტესობაში, სანამ ვინმეს სიკვდილს გაიგებთ, კადრში ფორთოხლები ჩანს. ასე რომ, "ნათლიაში" ეს კაშკაშა ხილი სიკვდილის მაუწყებელია.

image








10. Up! - მაღლა/მფრინავი სახლი (2009)


თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ყველაფერი, რაც კარლს ეკუთვნის, მართკუთხა ფორმისაა, ხოლო ყველაფერი, რაც ელის ეკუთვნის - წრიული ფორმის.

image








11. Alien: Covenant - უცხო: შეთანხმება (2017) და Blade Runner - დანის პირზე მორბენალი (1982)


ნამდვილმა გულშემატკივრებმა იციან, რომ "უცხო: შეთანხმების" კომპიუტერული სქემა "დანის პირზე მორბენალშიც" გამოიყენეს. ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ ამ ორი ფილმის მოქმედება ერთსა და იმავე სამყაროში ხდება.

image








12. Spider-Man - ადამიანი-ობობა (2002)


რეჟისორს უნდოდა, ეს სცენა ბუნებრივი ყოფილიყო და მის გადასაღებად მსახიობებს 156 დუბლი დასჭირდათ. სწორედ 156-ე ცდაზე დაიჭირა ტობი მაგუირმა საჭმელი ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო.

image








13. Spider-Man - ადამიანი-ობობა (2017)


ფიზიკის კაბინეტში კედელზე მეცნიერების პორტრეტები კიდია. ერთ-ერთი მათგანი ბრიუს ბანერია, ცნობილი მეცნიერი ბირთვულ ფიზიკასა და გამა-გამოსხივებაში.

image








14. Moana - მოანა (2016) და Aladdin - ალადინი (1992)


მულტფილმ "მოანას" ერთ სცენაში მაცხოვრებლები ძირს აგებენ ხალიჩას, რომელიც ზუსტად ისეა მოხატული, როგორიც ხალიჩა "ალადინში".

image








15. Coco - კოკო (2017)


მულტფილმის ერთ-ერთ სცენაში, სადაც მიგელი უკვე მკვდრების სამყაროშია, კედელზე შეგიძლიათ ნახოთ "სუპერ-ოჯახის" (The Incredibles) პოსტერი. დააკვირდით, ისინიც ჩონჩხებად არიან ქცეულები.

image








16. The Indian Runner - ინდიელი ძებნილი (1991) და Captain Fantastic - კაპიტანი ფანტასტიკა (2016)


თეთრ-წითელი პერანგი, რომელიც ვიგო მორტენსონს ეცვა "კაპიტან ფანტასტიკაში", იგივეა, რომელიც 25 წლის წინ "ინდიელ ძებნილში" ეცვა.

image








17. Jurassic World - იურიული პერიოდის სამყარო (2015)


ფილმის ერთ-ერთ სცენაში უკანა ფონზე ჩანს მაისური დინოზავრის გამოსახულებით და წარწერით: "დავბრუნდი" - "I’m back".

image







18. Blade Runner 2049 - დანის პირზე მორბენალი 2049 (2017)


ამ ფილმში გამოყენებული ტაბლეტი, რომელიც რაიან გოსლინგს უჭირავს, სინამდვილეში 1920-იანების ფოტოკამერის ნაწილია.

image








19. The LEGO Movie - ლეგო-ფილმი (2014)


მულტფილმში ასტრონავტს ჩაფხუტის ქვედა ნაწილი დაზიანებული აქვს, რის შეკეთებასაც წებოთი ცდილობს. ეს მინიშნებაა, ბავშვებსაც შეუძლიათ წებოს გამოყენება ჩაფხუტიანი ლეგოს სათამაშოების გასამთელებლად.

image








20. Moana - მოანა (2016)


მულტფილმში ერთ-ერთ კაკამორას სათამაშოს იგივე სახე აქვს, რაც ბაიმაქსს მულტფილმში "დიდი გმირი 6" - Big Hero 6.

image








21. Monsters vs. Aliens - მონსტრები უცხოპლანეტელების წინააღმდეგ (2009)


გენერალს მკერდზე შრეკის ფორმის ბეჯი აქვს.

image








22. Frozen - გაყინული (2013)


"გაყინულში" რედაქტორებმა შეცდომა დაუშვეს, რასაც აშკარად შეამჩნევთ, თუ ვიდეოს საჭირო მომენტში დააპაუზებთ. ქრისტოფის თითი ისე უჩინარდება ანას კაბაში, თითქოს კომპიუტერული თამაში ყოფილიყოს.

image


image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 16 ცნობილი მსახიობი, რომლებსაც გრიმით ვერ იცნობთ

image



2. როგორები იქნებოდნენ ცნობილი ფილმების გმირები, მთავარი დამახასიათებელი ნიშნები რომ დაეკარგათ

image


3. რა რეალური ისტორიები იმალება დისნეის პრინცესების უკან? - 9 ყალბი პრინცესის ამბავი

image

2
961
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
961
  
2018, 24 აგვისტო, 11:34
მფრინავი სახლი ძალაინ მიყვარს და სტატიის მერე დავაკვირდი)))
2018, 23 აგვისტო, 19:41
ჭკვიანი გოგო
0 1 2