x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯგუფმა "იგლზმა"(Eagles ) გაყიდული ალბომების რაოდენობით მაიკლ ჯექსონს გადაასწრო
image1976 წლიდან მოყოლებული ჯფუფ Eagles -ის ალბომი "Their Greatest Hits" წელს 38-ედ გახდა პლატინური.



როგორც აშშ-ს ხმის ჩამწერი კომპანიის ასოციაციის პრეს-სამდივნო იუწყება, ალბომი "Their Greatest Hits 1971-1975" გახდა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომი.


ჯგუფ Eagles-ის ალბომმა უკან ჩამოიტოვა მაიკლ ჯექსონის 1982 წელის ალბომი «Thriller», რომელსაც 33-ჯერ აქვს პლატინის სტატუსი მინიჭებული.


"ვულოცავთ იგლზს, რომლებმაც დაუჯერებელი რამ გააკეთეს, შექმნეს და ჩაწერეს სამიდან ორი საუკეთესო ალბომი მუსიკის ისტორიაში"-ასეთი კომენტარი გააკეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა კარი შერმანმა.



შარშან ჯგუფმა Eagles-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ქვემო სამხრეთ კალიფორნიაში(შტატი მექსიკაში) მდებარე სასტუმროს წინააღმდეგ, მუსიკოსების მტკიცებით სასტუმროს მფლობელები მარკეტინგული მიზნებისთვის აქტიურად იყენებენ მათი მთავარ ჰიტს -Hotel California-ს.


შეგახენებთ, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ Hotel California-ში გამოყენებულია Jethro Tull-ის გიტარის რიფი 1972 წლის კომპოზიციიდან "We Used to Know", თავად ჯგუფის ლიდერის, იენ ანდერსონის განცხადებით 1972 წელს "იგლზი" მათთან ერთად ამერიკულ ტურნეში იმყოფებოდა და ადვილი შესაძლებელია, რომ "იგლზის"მუსიკოსებს სიმღერის მელოდია ერთ-ერთი რეპეტიციის დროს მოესმინათ.



0
52
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0