x
image
Lerato
ეს ორი ინგრედიენტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას მოგიგვარებთ

სტატიაში წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ბუნებრივ საშუალებას, რომელსაც უნარი აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა გადაჭრას მასში შემავალი მხოლოდ 2 ინგრედიენტის მეშვეობით – შეურიეთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 1 ც. (პატარა და თუ დიდია – ნახევარი) ლიმონის წვენი ერთმანეთს და პრეპარატი მზადაა მიღებისთვის. რეცეპტი მარტივია, თუმცა, ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მიირთვით უზმოზე. მის ეფექტს ნამდვილად იგრძნობთ, თუ პროცედურას ერთი თვის მანძილზე სისტემატიურად ჩაიტარებთ.


რა გავლენას ახდენს მიქსტურა ორგანიზმზე

ასუფთავებს ნაწლავებს საჭმლის ნარჩენებისგან. ყაბზობა (შეკრულობა) შეგიძლიათ სამუდამოდ დაივიწყოთ. გამოიყოფა დიდი რაოდენობით ნაღველი, რომელიც წმენდს ღვიძლის ყველა სადინარს და ეხმარება ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან გათავისუფლებაში. ნაღველი შლის ცხიმებს, აძლიერებს ნაწლავების პერესტალტიკას, ნაღვლის ბუშტიდან და ღვიძლიდან დევნის შლაკეკებს და გამოაქვს გარეთ ბუნებრივი გზით. ამგვარად, ყოველ დღე მიმდინარეობს ორგანიზმის მსუბუქი წმენდა.



კურნავს ყაბზობას (შეკრულობა)

ეს კომბინაცია ეხმარება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსს ნორმალიზებაში. ასევე ახდენს შარდის ბუშტის ფუნქციის აქტივაციას. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელიც ეხმარება ჩვენს ორგანიზმს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში და საჭმლის მონელებაში.



image


კარდიოდამცავი ეფექტი

ზეითუნის ზეთი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამასთან, ორგანიზმში ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს. მას ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და შეიცავს ბევრ ვიტამინს (A, B, C, D, E, F, K ), რომლებიც აქტიურად ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს.

image

ხელს უწყობს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ნორმალურ მუშაობას

როდესაც სიმძიმეს და დაღლილობას ვგრძნობთ, ეს ჩვეულებრივ იმის გამო ხდება, რომ ჩვენი ორგანიზმი სავსეა ტოქსინებით. დაეხმარეთ ღვიძლს მის გამოდევნაში.


image

ამსუბუქებს სახსრებისა და რევმატულ ტკივილებს

ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით 1 ჩ. კ. ლიმონისა და ზეითუნის ზეთის ნაზავი ებრძვის გამაღიზიანებელ ტკივილებს.

image

აჯანსაღებს კანს, ფრჩხილებსა და თმას

იმ მიზნით რომ გაიმაგროთ სუსტი და მტვრევადი ფრჩხილები, შეურიეთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 1 ს.კ. ლიმონის წვენი, ჩაყავით ფრჩხილები მიღებულ ნაზავში 10 წუთის მანძილზე ძილის წინ; უფრო კარგად რომ შეიწოვოს, გაიკეთეთ ბამბის ხელთათმანები მთელი ღამის მანძილზე. ზეითუნის ზეთსა და ლიმონს შეუძლია თქვენი თმა გახადოს ჯანმრთელი, ძლიერი და მბზინავი. ამასთან, ებრძვის ქერტლის განვითარებას. ლიმონის ანტისეპტიკური თვისებები დაგეხმარებათ კანის დაავადებებისგან განკურნებაში.


image

ასევე დაგაინტერესებთ:
image
image
image
image
image
image
image

2
419
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
419
  
2018, 26 აგვისტო, 18:01
მადლობა, პოზიტიური შეფასებისთვის
2018, 23 აგვისტო, 12:14
მაგარია როგორც ყოველთვის. შანსი არაა თქვენი, მაკას და კიდევ ორიოდე ავტორის სტატია წაუკითხავი დავტოვო...
0 1 2