x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჟოზე სარამაგუს თვალით დანახული ღმერთკაცის გზა
სულმოუთქმელად წავიკითხე ჟოზე სარამაგუს “იესოს სახარება“ ეს უზარმაზარი ნარატივი, რომელიც გგონია, რომ აღარ დასრულდება, თუცა ვერ მოწყდები . ნაწარმოები, რომელმაც მწერალს, ერთი მხრივ, უდიდესი აღიარება და ნობელის პრემიაც კი მოუტანა, თუმცა, მეორე მხრივ, ძლიერი წნეხის ქვეშაც მოაქცია . იმდენად ძლიერის, რომ სამშობლოს დატოვება მოუხდა.

მკითხველთა ერთი ნაწილი აღფრთოვანდა, მეორემ, - მკრეხელობაში დაადანაშაულა, გაუწყრა ვატიკანიც, რომელმაც პირდაპირ “მწვალებელი “უწოდა.

ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, გამაოგნებელია, როგორ შეძლო ათეისტმა სარამაგუმ ასეთი სინაზით აღეწერა მაცხოვრის შობა, ყრმობა, დედაშვილობა და თუნდაც ის ადამიანური გძნობები, რომელიც იესოს, როგორც კაცს უჩნდებობდა.


სავარაუდოდ, ვატიკანის გაღიზიანება იესოს ადამიანური ბუნებისთვის ხაზგასმას უნდა გამოეწვია. ის, როგორც ყველა ადამიანი, ბრაზობს, უყვარდება, ხუმრობს, ეჭვობს, ჯიუტობს, ცდუნდება, ტირის და იცინის . მკითხველი მისი ცხოვრების თანაზიარი ხდება ჩასახვიდან ჯვარცმამდე. მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც მისით არ აღფრთოვანდებოდა.



საოცარი სინაზით არის აღწერილი ჩვილის მოლოდინი მარიამისა და იოსების ოჯახში - შობა, ტაძრად მიყვანება და, განსაკუთრებით, მისი გადარჩენა ჰეროდეს ჯარისკაცების მახვილს. ეს გადარჩენა სამუდამო ტრამვად დაააჩნდება მის ბავშვურ და ფაქიზ გონებას შეიტყობს რა, რომ მამამ, მშობლის მზრუნველობით, მხოლოდ იგი გადაარჩინა და უნებლიეთ სასიკვდილოდ გაწირა სხვა ბეთლემელი ყრმები ყრმათა მოსვრის ავბედით ღამეს . “საწყლები, საწყლები“ - შფოთავდა იესო, ბეთლემელი ყრმები მასთან სიზმრად ყოველღამე მოდიოდნენ და ამ ტკივილმა ნაზარეთიც კი დაატოვებინა.


შინიდან გარბის, დედის თხოვნას არაფრად აგდებს, მისია აქვს და აუცილებალდ უნდა შეასრულოს. თავდაპირველად თავს მოწყალებით ირჩენს, მოგვიანებით კი მწყემსს შემოხვდება, რომლისგანაც ბევრ რამეს ისწავლის . მასაც დატოვებს, შეხვდება მარიამ მაგდალელს, რომელიც უყვარდება იმ უანგარო მზრუნველობის გამო, რომელიც ქალმა გამოიჩინა მისდამი. ალბათ ამას თუ თვლიან მკრეხელობად ავტორს. არადა, მეძავი ქალის მეტამორფოზა სიყავრულის გამო მხოლოდ აღფრთოვანებას თუ იმსახურებს გონიერი მკითხველის თვალში.

“ ნუ მოსთხოვ არმქონეს და მიეცი შეჭირვებულს “ -უთხრა ერთხელ მაგდალელმა იესოს. აშკარად იგრძნობა, როგორ შთააგონა ის ა სიტყვებმა.


როგორც ახალი აღთქმა გვეუბნება, ნაწარმოებშიც იესო დადის, კურნავს სნეულებს, აცოცხლებს მიცვალებულს, სჩადის სასწაულებს და უამრავ სიკეთეს, ვიდრე “ჟამი არ მოვა“.

მოვა ჟამი და მისი ჯვარზე მიყვანის დღეს ეს სასწაულები ცოტასღა ახსოვს და, როგორც ადამიანთა წესია დასაბამიდან დღემდე, ნაწილს ებრალება, ნაწილი კი მომხრეა უსასტიკესად დაისაჯოს “იუდეველთა თვითმარქვია მეფე“. image
ბრბო ხომ სტატიკური, დროში უცვლელი ფენომენია, ის, ფაქტობრივად, ევოლუციის პროცესს არც გადის.

“და როგორც ჩვენს მრავალფეროვან სამყაროში ხდება, ზოგს ეცოდებოდა, სხვებს-არა“ ერთნი აბობდნენ, გაუშვით ეგ საცოდვი, ვერ ხედავთ ჭკუაზე არააო, მეორენი პირიქით -ითხოვდნენ, დამნაშავე როგორც წესია, აუცილებლად უნდა დაისაჯოსო“

“კვდება იესო, კვდება, სიცოცხლე ტოვებს და ამ დროსზემოთ, ზედ მის თავზე ცა იხსნება და ღმერთი მოსჩანს -ისევ ისე გამოწყობილა როგორც იქ, ნავზე-და მისი ხმის ქუხილი მთელ დედამიწას გაისმის და მბობს: შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელსაც მე სათნო ვეყავ“ . იესო კი თანდათან ეფლობა “სასიკვდილო თავდავიწყებაში“ როგორც მწერალი გვეუბნება .

ერთი მხრივ გასაკვირი არაა, რომ ფანატიკურად განწყობილმა ნაწილმა ნაწარმოებში მკრეხელობა დაინახა, ვინაიდან ავტორი ძირითადად მაცხოვრის ადამიანურ ბუნებაზე აპელირებს, თუმცა მე უფრო ვფიქრობ, რომ ნამდვილი მორწმუნე მისით უფრო აღფრთოვანებული დარჩება.



4
115
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
115
  
2018, 23 აგვისტო, 20:15
მადლობა , ალექს
2018, 23 აგვისტო, 19:54
ნინო ძალიან კარგი ავტორი ხარ >3
2018, 23 აგვისტო, 13:34
მიხარია , ლალი, კმაყოფილი დარჩებით
2018, 23 აგვისტო, 8:54
ნინო, იმდენად დამაინტრიგე)) და დამაინტერესე, რომ უნდა წავიკითხო აუცილებლად.
0 1 4