x
image
_K_
გამოვლინდა 20 ყველაზე სიმპათიური მამაკაცი მსოფლიო მასშტაბით
image

სილამაზის ბევრი სტანდარტი არსებობს, რის მიხედვითაც აფასებენ ადამიანის გარეგნობას. ზოგჯერ ექსპერტების არჩევანი სრულიად მოულოდნელიც არის ხოლმე. ამიტომაც ონლაინ-პორტალმა TC CANDLER 3 მილიონი ადამიანის აზრის გათვალისწინებით შეადგინა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალებისა და მამაკაცების სია.


სტატიაში გთავაზობთ საზოგადოების არჩეულ 20 ყველაზე სიმპათიურ მამაკაცს. სია ქრონოლოგიურადაა დალაგებული. ვფიქრობთ, გამარჯვებული ნამდვილად გაგაოცებთ!








20. Trevante Rhodes, მსახიობი


ბავშვობაში ტრევანტი სპორტსმენი იყო და Pan American Junior Championship-ში ოქროს მედალიც კი მოიპოვა. მაგრამ როცა სკოლა დაამთავრა, გადაწყვიტა, მსახიობი გამხდარიყო და წარმატებასაც მიაღწია, განსაკუთრებით ფილმ Moonlight-ის მერე.


image








19. Taeyang, მომღერალი


ამ სამხრეთ-კორეელი მომღერლის ნამდვილი სახელია Dong Young-bae, მისი ზედმეტსახელი კი მზეს ნიშნავს კორეულად. ის ცნობილი ჯგუფ Big Bang-ის წყალობით გახდა, თუმცა, სოლო კარიერა 2008 წელს დაიწყო და დღეს კიდევ უფრო პოპულარულია.
image








18. Toni Mahfud, მოდელი


ეს 24 წლის სირიული წარმოშობის იტალიელი მოდელი ყველა სახის ხელოვნებას აღმერთებს. მან ჰამბურგის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტი დაამთავრა. ზოგჯერ თავის ქმნილებებს youtube-ზეც პოსტავს ხოლმე და ათასობით მოწონებას აგროვებს.

image








17. Michiel Huisman, მსახიობი


ის ცნობილი "სამეფო კარის თამაშების" შემდეგ გახდა. მან დაარიო ნაჰარისის როლი ითამაშა, რომელსაც დეინერის დარგარიანი უყვარს. თუმცა, პოპულარობაზე სულაც არ ფიქრობს; ამბობს, რომ ინტროვერტია, ამიტომაც ნიუ ორლეანში ცხოვრობს - უნდა, რომ თავი შორს დაიჭიროს ჰოლივუდური ციებ-ცხელებისგან.

image








16. Mario Casas, მსახიობი


პოპულარული 2010 წელს გახდა, ფილმში "ციდან სამ მეტრზე" შესრულებული მთავარი როლის გამო.

image









15. Barış Arduç, მსახიობი


ბავშვობაში ბარის უნდოდა, სპორტსმენი ყოფილიყო: სპორტული აკადემიის სასწავლო გრანტიც კი მოიპოვა. თუმცა, სწავლის ერთი წლის შემდეგ გააცნობიერა, რომ ხელოვნება სპორტზე მეტად უყვარდა. დღეს ის ცნობილი მსახიობია თურქეთში.

image








14. Aaron Taylor-Johnson, მსახიობი


Nowhere Boy (გახდე ჯონ ლენონი) მსახიობის პირველი სერიოზული ფილმია, სადაც მთავარი როლი შეასრულა. გადაღებების დროს რეჟისორი სამანტა ტეილორი შეუყვარდა, იმის მიუხედავად, რომ 23 წლით უფროსი იყო. 2012 წელს წყვილი დაქორწინდა და დღეს უკვე 4 შვილს ზრდიან.

image







13. Jungkook, მომღერა ლი


ერთ-ერთი სამხრეთ-კორეული შოუს ყურების შემდეგ Jungkook-მა გადაწყვიტა, რომ სიმღერა უნდოდა. დღეს ის ცეკვავს, მღერის და უკვე 5 წელია, სიმღერებს წერს ბენდ Bangtan Boys-სთვის. პარალელურად, სოლო კარიერასაც ავითარებს.

image








12. Oscar Isaac, მსახიობი


ოსკარი სკოლიდან თავისი უცნაური საქციელის გამო გარიცხეს, თუმცა, ამან ის ვერ შეაჩერა და კარგი განათლების მისაღებად იბრძოლა. 39 წლის ასაკში მას უკვე ბევრ ფილმში აქვს როლები შესრულებული.

image









11. Jensen Ackles, მსახიობი


ჯენსენმა პოპულარობის პიკს სერიალ Supernatural (ზებუნებრივი)-ით მიაღწია. 2009 წელს ის მსახიობსა და მომღერალზე, დანილ ჰარისზე დაქორწინდა და წყვილს უკვე 3 შვილი ჰყავს.

image








10. Mariano Di Vaio, ბლოგერი


მარიანო ახალგაზრდობაში მოდელი იყო. შემდეგ გააცნობიერა, რომ მოდა მამაკაცებისთვის ჯერ კიდევ არ იყო კარგად გამოკვლეული და შექმნა ვებსაიტი მოდით დაინტერესებული მამრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის. ამ წამოწყებამ მარიანოს დიდი პოპულარობა მოუტანა და დღეს უკვე მას 6 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე.

image








9. Sehun, მოცეკვავე და მომღერალი


12 წლის ასაკში თავისი აგენტისგან გაქცევა სცადა, თუმცა მან "დაიჭირა" და აუდიტორიას წარუდგინა. რამდენიმე წლის შემდეგ ცნობილი გახდა სამხრეთ-კორეულ ბენდ EXO-ში სიმღერით. დასახელებულია ერთ-ერთ ყველაზე შარმიან აზიელ მამაკაცად.

image








8. Idris Elba, მსახიობი


ახალგაზრდობაში იდრისს უნდოდა, დიჯეი გამოსულიყო და ლონდონის ღამის კლუბებში დაეკრა მუსიკა. მუშაობდა Ford -ში და ითამაშა 50-ზე მეტ ფილმში, თუმცა, პოპულარობა მხოლოდ 30 წლის შემდეგ მოიპოვა.

image








7. Felix Kjellberg, ბლოგერი


ფელიქსს, უფრო მეტად ცნობილს, როგორც PewDiePie, საკუთარი youtube-არხი აქვს 65 მილიონზე მეტი გამომწერითა და 18 მილიარდზე მეტი ნახვებით. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ფელიქსი კოლეჯიდან გამოაგდეს და ვიდეო-თამაშების გადაღება დაიწყო იუთუბისთვის.

image








6. Stanley Weber, მსახიობი


სტენლი ცნობილი ფრანგი მსახიობია. მან ჯერ კიდევ ბავშვობაში იცოდა, რომ ეს პროფესია უნდოდა. ის მართლაც კარგად თამაშობს, განსაკუთრებით როცა საქმე ისტორიულ ფილმებს ეხება.

image








5. William Levy, მსახიობი


უილიამა ჰავანასთან ახლოს მდებარე მეთევზეების სოფელში დაიბადა. ჰყავდა 2 უმცროსი ძმა, რომელთა აღზრდაც დედას მარტო უწევდა. 14 წლის ასაკში ის აშშ-ში წავიდა, რათა ბიზნესი ესწავლა და ოჯახს დახმარებოდა. თუმცა, გააცნობიერა, რომ ეს მისთვის მოსაწყენი იყო, ამიტომ ოცნებას მიჰყვა და სამსახიობო კარიერაში სცადა ბედი, რაც ნამდვილად გამოუვიდა.

image








4. James Reid, მომღერალი


ჯეიმსის მშობლები განქორწინდნენ და ის 15 წლამდე მამასთან ცხოვრობდა. როცა მამამისი ფინანსურმა პრობლემებმა შეაწუხა, დედამ, ყოფილმა მომღერალმა, ჯეიმსი ფილიპინეზე წაიყვანა, სადაც მან რეალითი შოუში მიიღო მონაწილეობა და პოპულარული გახდა.

image








3. Armie Hammer, მსახიობი


ჰამერის წინაპრები რუსეთის იმპერიიდან იყვნენ. ის უმნიშვნელო ფილმებში იღებდა მონაწილეობას, სანამ კინორეჟისორმა დევიდ ფინჩერმა არ შეამჩნია და The Social Network (სოციალური ქსელი) -ში არ ათამაშა.

image









2. Jason Momoa, მსახიობი


ჯეისონის პირველი როლი ოთხმოცდაათიანებში სერიალ Baywatch-ში იყო, თუმცა, მომოა პოპულარული "სამეფო კარის თამაშების" წყალობით გახდა. ახლა ის 39 წლისაა. 2017 წელს დაქორწინდა მსახიობ ლიზა ბონეტზე და დღეს წყვილს 3 შვილი ჰყავს.

image








1. Kim Tae-hyung, მომღერალი


სამხრეთ-კორეელი მომღეარლი და ბენდ Bangtan Boys-ის წევრი კიმი მსოფლიოს ყველაზე სიმპათიური მამაკაცების სიის სათავეშია. ის 22 წლისაა, მღერის და წერს სიმღერებს და უნდა, რომ ფილმებშიც სცადოს ბედი.

image





წელს TC CANDLER ისევ აპირებს მსოფლიო მასშტაბით 100 ყველაზე სიმპათიური მამაკაცის გამოვლენას. თქვენც შეგიძლიათ, მონაწილეობა მიიღოთ არჩევანის პროცესში. უბრალოდ, დატოვეთ კომენტარი ამ ვიდეოზე.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. გამოვლინდა 20 ყველაზე ზარმაცი ერი მსოფლიოში

image


2. 14 ყველაზე უცნაური სამუშაო მსოფლიოში

image


3. სელებრითები, რომლებიც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდნენ

image


10
1802
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1802
  
2020, 29 აგვისტო, 20:25
ჯონქუქის მაგივრად ბითიესის სცვა წევრის შუგას ფოტო დევს მიაქციეთ ყურადღება
2018, 23 აგვისტო, 12:22
კი, კიიი .მიუხედავად იმისა, რომ გრძელი თმა არ მომწონს ჩემთვის ზომიერად სიმპატიურია, :)) და მამაკაცური. არ მომწონს ეს ქალურად ნაზი ბიჭები:დ
2018, 23 აგვისტო, 8:58
ჯეისონი ხომ არა?))
2018, 23 აგვისტო, 0:54
ამათგან მხოლოდ ერთი მომეწონა,რავიცი გემოვნებაზე არ დაობენ:დ
2018, 23 აგვისტო, 0:36
ალბათ :D
2018, 23 აგვისტო, 0:36
ყველაზე მეტმა კორეელმა მისცა ხმა, როგორც ჩანს :/
2018, 23 აგვისტო, 0:30
გამიკვირდა სამხრეთ კორეელი რომ აირ\ციეს
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10