x
image
თედო16
უცხოეთში მოღვაწე და უკვე აღიარებული ქართველი ვარსკვლავები
image


სხვადასხვა პროფესიის ქართველი წარმომადგენლები უცხოეთში უხვად არიან მიმოფანტულნი. მათმა ნაწილმა უკვე მოიპოვა აღიარება და თავიანთ პროფესიეში ამა თუ იმ ქვეყანაში წამყვან პოზიციებს იკავებენ.

დღეს სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ქართველ მომღერალ ქალს, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ და წამყვან პოზიციებს იკავებენ ამ პროფესიაში.


1.თამთა გოდუაძე - თამთა 1981 წლის 10 იანვარს დაიბადა საქართველოში. ის 14 წლის ასაკში დაქორწინდა და უკვე 15 წლისას ქალიშვილი - ანა ხაჭვანი შეეძინა. 22 წლის ასაკში მეუღლესთან დაშორების შემდეგ საბერძნეთში სამუშაოდ გადაწყვიტა წასვლა. საბერძნეთში ჩასულმა ქართველმა მომღერალმა გადაწყვიტა ბედი ბერძნულ "სუპერ აიდლოში" ეცადა. მან ამ შოუში ფინალამდე მიაღწია და მეორე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ დაიწყო თამთას მუსიკალური კარიერა. ჩაწერილი აქვს სიმღერები და გამოშვებული აქვს რამოდენიმე ალბომი.


image


2.ქეთა თოფურია – ქეთას კარიერა საქართველოში დაიწყო, როცა ის ჯერ კიდევ პატარა იყო. მან წლების შემდეგ, პროდიუსერ ნატო დუმბაძის დახმარებით, მოახერხა რუსეთში წასვლა და იქ კარიერის აწყობა. მან სოლისტად დაიწყო მუშაობა "ა სტუდიოში" რომელიც იმ პერიოდში დაშლის პირას იდგა თუმცა ქეთას გამოჩენამ ჯგუფს დიდი პოპულარობა მოუტანა, რომელსაც დღემდე უპირობოდ ინარჩუნებს. ქეთას მუდმივად აკრიტიკებენ რუსეთში საცხოვრებლად გადსვლის გამო. მომღერალი რუს ბიზნესმენზე ლევ გეიხმანზე დაქორწინდა, მათ ერთი პარატა ქალიშვილი ჰყავთ. image


3.ქეთი მელუა – ქეთი 1984 წლის 16 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. მუსიკალური ნიჭი ბავშვობიდან ჰქონდა. 1998 წელს ოჯახი საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. ორი წლის შემდეგ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის ერთ-ერთი არხის სატელევიზიო გადაცემაში სადაც გაიმარჯვა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ბრიტანეთის მუსიკალურ სასწავლებელში განაგრძო. ცნობილია ის ფაქტი რომ ქეთი ინგლისის დედოფლის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი მომღერალია. 2006 წელს ბრიტანეთის ყველაზე პოპულარული მომღერალი ქალის ტიტული მიიღო. ასევე ამავე წელს მისმა გამოშვებული ალბომის გაყიდვამ ყველა რეკორდი მოხსნა.

image


4.ნინო მაჩაიძე – ნინო არა მხოლოდ ნიჭით, არამედ მისი სილამაზითაც გამოირჩევა. მას უკვე დიდი ხანია ქართველ ანჯელინა ჯოლადაც მოიხსენიებენ. ის ასევე 2014 წელს ყველაზე ლამაზ ათ ოპერის მომღერალს შორის მოხვდა ნინო სურგულაძესთან ერთად.image


5.ხატია ბუნიათიშვილი – ხატია უკვე მსოფლიოში აღიარებული პიანისტია. ის მუდმივად გასტროლებზეა და კონცერტებს ატარებს. ხატია მისი კოლეგა პიანისტებისგან ჩაცმულობის სტილითაც განსხვავდება, რომელიც შეუმჩნეველი არავის არ რჩება.

image


სტატიის ავტორი:თედო ოყუჯავა



0
230
1-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0