x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იაპონელი კალათბურთელები მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან გართობის შემდეგ ნაკრებიდან გარიცხეს

image

იაპონიის ნაკრების კალათბურთელებმა დრო მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან გაატარეს, რის გამოც ნაკრებიდან გარიცხეს.

ინდონეზიაში იმართება აზიის თამაშები-2018, ოთხ კალათბურთელს ყატარის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, ( 82-71) ქალები მოუნდათ და ჯაკარტაში გაისეირნეს, როგორც იაპონიის დელეგაციის ხელმძღვანელი იასუჰირო იამასიტა იუწყება, კალათბურთელები მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ნახეს ჯაკარტის ერთ-ერთ სასტუმროში, მათი ამოცნობა ადვილი იყო: კალათბურთელებს იაპონიის ნაციონალური ფორმა ეცვათ,

"როგორც დელეგაციის მეთაური მინდა დიდი ბოდიში მოვიხადო სპორტსმენების საქციელის გამო"-განაცხადა იამასიტამ.

ოთხი კალათბურთელი არა მარტო შეჯიბრებიდან მოხსნეს, არამედ ნაკრებიდანაც გაანთავისუფლეს, ისინი საკუთარი ხარჯით უკვე სამშობლოში გაემგზავრნენ.

იაპონიის გუნდი დანარჩენ მატჩებს შეკვეცილი შემადგენლობით გააგრძელებს.

დარჩენილ 8 მოთამაშეს პარასკევს ჰონგ-კონგის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა.

0
229
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0