x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გინდათ იცოცხლოთ 100 წლამდე?-დაიმახსოვრეთ 7 წესი
იაპონია მსოფლიოში მოწინავე ქვეყანაა 100 წელს გადაცილებული ადამიანების რიცხვით. რა არის იაპონელების დღეგრძელობისა და ჯანმრთელობის მიზეზი?

იმისთვის, რომ დიდხანს და ჰარმონიულად იცხოვროთ, საჭიროა სულ რამდენიმე წესი დაიცვათ:

image

1. მეტი იმოძრავეთ


image

იაპონელები არანაკლებ ერთ საათს უთმობენ ფეხით სიარულს ყოველდღე. გააზრებულად ეკიდებიან ყოველდღიურ საქმიანობას და ამიტომ მათ ნაკლებად ემუქრებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის რისკი.

ფიზიკური აქტივობა დადებითად მოქმედებს წონაზე და ინფექციებთან ბრძოლაშიც გვეხმარება.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ აერობიკა და სხვა ვარჯიშები კიბოსა და დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებენ.

ფიზიკური აქტივობის არარსებობის დროს ადამიანს თითქმის 4 წელი აკლდება. დაისვენეთ აქტიურად და არა დივანზე, ტელევიზორის წინ. ნებისმიერ ასაკში ივარჯიშეთ დილით, ირბინეთ, იარეთ ველოსიპედით, დაკავდით ცურვით ან ცეკვებით.


2. დაივიწყეთ წყენა

image

ძალიან რთულია, დაივიწყო და აპატიო ადამიანს, ვინც სიცოცხლე მოგიწამლა. ურთიერთობების შეცვლა-ძალიან რთული და სერიოზული სამუშაოა. რისხვა, ტკივილი, შურისძიების წყურვილი-ამ ემოციებს შეუძლიათ ძალა და სიცოცხლის ხალისი წაგართვან. თუ წყენამ თქვენი წონასწორობა მოშალა, ჩათვალეთ, რომ თქვენმა გამანაწყენებელმა საწადელს მიაღწია და თქვენზე გაიმარჯვა.

მიტევება-ეს მითია, სულერთია, ტკივილი და უსამართლობის განცდა მაინც რჩება. იმისთის, რომ განვიკურნოთ, სულაც არაა აუცილებელი აპატიოთ. სულიერად ჯანსაღი ხალხი არავის პატიობს, რადგან არც არავის ადანაშაულებს. განა არსებობს იმაში რაიმე ჯანსაღი აზრი, რომ სეტყვაზე გავბრაზდეთ, რომელიც ავტომობილს აზიანებს? ან კარადის მახვილ კუთხეზე ვიყოთ განაწყენებული, რომელსაც თავს მივარტყამთ?

უძველეს ჩინურ სამედიცინო ტრაქტატში ნათქვამია: ..გათავისუფლდით ყველა ცუდი აზრისგან. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ოპტიმიზმი. იყავით მოკრძალებული, ჯანსაღი სხეულით და მტკიცე გონებით. ასე შეძლებთ 100 წლამდე იცოცხლოთ."


3. მეტი ურთიერთობა

image

ჩვენი დროის ხანდაზმული ადამიანების უმრავლესობის პრობლემა ისაა, რომ ისინი დიდ დროს სახლში, ტელევიზორებთან ატარებენ. უფრო მოხუცები კი საკუთარ თავზე არიან ჩაციკლულები, მხოლოდ თავის ავადმყოფობასა და პრობლემებზე ფიქრობენ.

რატომ არ უნდა ავიღოთ მაგალითი იაპონელი პენსიონერებისგან? არც მათთვისაა ეს ცხოვრება დალხენილი, მაგრამ ყოველდღიურად გარკვეულ დროს ატარებენ მათთვის ძვირფას და საინტერესო ადამიანებთან: მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან და ა.შ.

ამ ადამიანების გარემოცვაში ადამიანი საკმარის ყურადღებას და კეთილგანწობას იღებს. ეს კი განწყობას და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აუმჯობესებს, რაც დადებითად აისახება ჯანმრთელობაზეც.

გააფართოვეთ ინტერესების სფერო და ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება, თავს უფრო საჭიროდ ჩათვლით და მარტოობაც აღარ შეგაწუხებთ.


4. გამოიძინეთ

image

ძილი აუცილებელია ძალების აღსადგენად და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. თუ ადამიანს ცუდად სძინავს, ვერ შეძლებს ძალების აღდგენას მომავალი დღისთვის. თუ ძილი გაკლიათ, ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრება დაივიწყეთ. საინტერესოა ისიც, რომ არამარტო ხანმოკლე, არამედ ხანგრძლივ ძილსაც კი შეუძლია ადამიანის სიცოცხლე შეამოკლოს.

ფსიქიატრები გვირჩევენ დღეში არანაკლებ 7-8 საათი გვეძინოს. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის ხარისხსაც. გაღვიძების დროს ადამიანი მხნედ უნდა გრძნობდეს თავს და არა დაღლილად.

იმისთვის, რომ კარგად გამოიძინოთ, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე გამორთეთ ტელევიზორი და კომპიუტერი, გაანიავეთ საძინებელი, დალიეთ ბალახის ჩაი და გამოიყენეთ ხმაურის საწინააღმდეგო ყურის საცობები.


5. სწორად იკვებეთ

image

ხანდაზმულებისთვის არ შეიძლება იგივეს ჭამა, რასაც ახალგაზრდები მიირთმევენ. ხანშიშესული იაპონელები ხორცს ზღუდავენ. ჭამენ მხოლოდ ფრინველის თეთრ ხორცს, კვირაში-2-ჯერ, მცირე რაოდენობით. თეთრი ფქვილით მომზადებული პროდუქტები-ასევე საზიანოა ორგანიზმისთვის.

ასევე, იაპონელები შეზღუდული რაოდენობით იღებენ მარილს, მწარე საკვებს და ძალიან იშვიათად შეხვდებით იაპონელს, რომელიც ეწევა.

ტკბილეული პირდაპირ კავშირშია ინსულტთან და დიაბეტთან. მათი შეზღუდვით ტვინის მუშაობა და მეხსიერება გაუმჯობესდება . იმისთვის, რომ ოსტეოპოროზი აიცილოთ თავიდან, მიირთვით რძემჟავა პროდუქტებით მდიდარი საკვები.


6. ისწავლე და განვითარდი

image

მრავალრიცხოვანი კვლევებითაა დადსტურებული, რომ ის ადამიანები, რომლებიცხშირად მოგზაურობენ, ბევრს ურთიერთობენ, მუშაობენ, გამუდმებით ავარჯიშებენ ტვინს, სწავლობენ ახალ ენებს-უფრო დიდხანს ცოცხლობენ. იმისთვის, რომ დროზე ადრე არ დაბერდეთ, მორჩით ფიქრს და იცხოვრეთ ინერციით. შეეცადეთ ახალი დღე განსხვავებული იყოს და წინას არ ჰგავდეს. ტვინს გამუდმებით სჭირდება ახალი ინფორმაციით გამოკვება, ასე თქვენ ყოველდღიურ რუტინას დააღწევთ თავს.

წაიკითხეთ დღეში ერთი საათით წიგნი. ეს საღი გონების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. შეეცადეთ აითვისოთ კომპიუტერული ტექნოლოგიები-ეს იმაზე ადვილია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.


7. დაისახეთ მიზანი

image

როცა ბავშვები იზრდებიან, მშობლების უმეტესობა ერთ გზას ირჩევს-მოეშვას, დაბერდეს და დაუძლურდეს. ეს ძირეულად მცდარი და საზიანოა. მეცნიერ-გერონტოლოგებმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ მიზანსწრაფული ხალხი 90 წლამდე ცოცხლობს და თანაც იმ ადამიანებზე იშვიათად ავადმყოფობენ, რომლებიც არავითარ მიზანს არ ისახავენ.

დიდხანს და ბედნიერად მხოლოდ ის ადამიანები ცოცხლობენ, რომელთაც ამბიცია და მეტი სურვილი აქვთ ამ ცხოვრებაში თვითრეალიზაცია მოახდინონ, გარდა ბავშვებზე ზრუნვისა. ყოველთვის დაისახეთ სერიოზული მიზანი და წადით ამ მიზნისკენ. ამ დროს თქვენი ფსიქიკა თქვენს ორგანიზმს აიძულებს უფრო დიდხანს“, იმუშაოს". ნუ შეგებრალებათ თქვენი თავი, შეედარეთ საუკეთესოებს, მისდიეთ მაღალ ფასეულობებს და არა მატერიალურს.


0
607
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
607
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0