x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთში ქალიშვილების მიერ მოკლული მიხაილ ხაჩატურიანი პროკურატურის განცხადებით შვილებზე სექსუალურად ძალადობდა

image რუსეთის მთავარი პროკურატურის განცხადებით, მათ გააჩნიათ დადასტურებული ფაქტები იმისა, რომ საკუთარი გოგონების მიერ მოკლული "კრიმინალური ავტორიტეტი" მიხეილ ხაჩატურიანი სექსუალურად ძალადობდა საკუთარ ქალიშვილებზე-ქრისტინაზე და ანგელინაზე. იგივეს იტყობინება " ТАСС " ამ დღეებში გამართული სასამართლო სხდომაზე დაყრდნობით.
ახალი ფაქტების და დამატებითი ჩვენებების მიღების შემდეგ დაკავებული გოგონების ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს თხოვნით: დაეხურათ სასამართლო სხდომა, თუმცა აღნიშნული თხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული სასამართლოს მიერ.
ამავე დროს ერთერთი გოგონას ადვოკატმა ალექსი ლიცეპერმა განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას სასამართლოსთან და პროკურატურასთან, სექსუალური სახის ინფორმაცია მამის მიერ საკუთარ შვილებზე ძალადობის შესახებ, არ იქნება განხილული საჯაროდ სასამართლოზე.
სამ და ხაჩატურიანებს ბრალდება აქვთ წაყენებული საკუთარი მამის ჯგუფური მკვლელობის მუხლით. გოგონებმა აღიარეს საკუთარი დანაშაული მამის მკვლელობის ბრალდებაზე.
გოგონებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ იძულებული გახდნენ ჩაედინათ ეს დანაშაული, რადგან მამის მხრიდან დიდი ხნის მანძილზე განიცდიდნენ უფროსი დები სისტემატურად სექსუალური სახის ძალადობას.
მკვლელობის დღესაც იგივეს აპირებდა მოკლული, გოგონებმა მათი განცხადებით ვერ გაუძლეს სისტემატურ მორალურ და ფსიქოლოგიურ სტრესს და მამის მცდელობას დაესაჯა შვილები, მას შემდეგ რაც დაჭრა ერთერთი გოგონა მამის მხრიდან წამოსულ ძალადობას ძალადობითვე უპასუხეს და მოძალადე მამა სამზარეულოს დანით მოკლეს.
სამივე და დაკავებულია, მათი ერთერთი ადვოკატის ალექსი პარშინის განცხადებით, დაცვის მხარე ცდილობს გადააკვალიფიციროს გოგონებისადმი წაყენებული ბრალდება და შეიცვალოს მკვლელობის ბრალდება მუხლით-მკვლელობა გამოწვეული თავდაცვის მიზნით.

დებმა მოძალადე, კრიმინალური ავტორიტეტი მამა მოკლეს


2
403
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
403
  
2018, 21 აგვისტო, 20:15
არაფერია გამორიცხული, თუმცა მამა, რომ კრიმინალი იყო ეს დადასტურებულია.
2018, 21 აგვისტო, 20:07
შლიუხები იყვნენ, დღეს დაიწერა ბორდელში ყოფილან და მამა უშლიდათო
0 1 2