x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508497
პუტინის შეხვედრა მერკელთან და ცეკვა ავსტრიელ მინისტრთან - საერთაშორისო სანქციები შერბილდა?

image

პუტინის შეხვედრა მერკელთან და ცეკვა ავსტრიელ მინისტრთან - საერთაშორისო სანქციები შერბილდა?
ვლადიმერ პუტინის შაბათის ევროპულმა ტურნემ დიდი ყურადღება მიიქცია საერთასორისო მედიაში. ამას კი ბევრი მიზეზი ჰქონდა - ის ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის კარინ კნაისლის ქორწილს დაესწრო, პატარძალთან (რომელიც 53 წლისაა) იცეკვა, შემდეგ კი გერმანიაში ჩავიდა ანგელა მერკელთან ბერლინის ახლომდებარე ქალაქ მეზებერგში შესახვედრად.

დავიწყოთ მერკელთან შეხვედრით. უნდა ითქვას, რომ ეს იყო პუტინის პირველი ვიზიტი გერმანიაში 2014 წლის შემდეგ. ამ წელს რუსეთს საერთაშორისო სანქციები დაუწესეს ყირიმის ანექსიის გამო, თუმცა ფაქტი, რომ გერმანიაში საერთაშორისო
სანქციების მიუხედავად, პუტინი მაინც მიიღეს, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ევროპაში რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მიმართ უკვე გულგრილი დამოკიდებულება ჩნდება.

პუტინის ვიზიტში ყველაზე მთავარი იყო მოლაპარაკებები "ჩრდილოეთის ნაკადი 2" გაზსადენთან დაკავშირებით, რომელიც2019 წელს უნდა ამოქმედდეს, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ამ თემაზე საუბრები და შეხვედრები
უფრო გახშირდეს, თუმცა დასაფიქრებელი სხვა რამ არის. რამდენად სწორია რუსეთისთვის დაწესებული საერთაშროსო სანქციების ფონზე რუსეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობის მქონე გაზსადენის ამოქმედება? ამ გაზსადენის ამოქმედებას ხომ გერმანიის მოკავშირე შეერთებული შტატებიც ეწინააღმდეგება?

რას მისცემს ეს გაზსადენი რუსეთს? - ძალიან ბევრს.

პირველი, ეს არის შესაძლებლობა რუსეთმა გააძლიეროს საკუთარი გავლენა აღმოსავლეთ ევროპაზე, განსაკუთრებით კი უკრაინაზე. ამ უკანასკნელზე ახლა რამდენიმე გაზსადენი გადის და ისე მიეწოდება გაზი ევროპას, "ჩრდილოეთის ნაკადი 2" კი რუსეთს საშუალებას მისცემს უკრაინას გვერდი აუაროს. უკრაინასთან ურთიერთობების დაძბვის შემთხვევაში რუსეთს შეეძლება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, უპირველეს ყოვლისა კი გერმანიას, საჭირო რაოდენობის გაზი მიაწოდოს და ამით მათთან ურთიერთობა არ გაიმწვავოს, უკრაინა კი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება და გაზის ტრანზიტის ქვეყნის ფუნქცია დაეკარგება, ანუ უკრაინა გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დაკარგავს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს. რუსეთს მათზე გავლენის მოხდენის მეტი შესაძლებლობა ექნება ენერგო რესურსების გამოყენებით ისე, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები არ დააზარალოს. ეს კი შესანიშნავი საშუალებაა პუტინისთვის საკუთარი საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო გააძლიეროს ამ ქვეყნებში.

კიდევ რატომ ჩავიდა პუტინი მერკელთან? განაგრძეთ კითხვა და ნახეთ ვიდეო
1
32
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
32
  
2018, 20 აგვისტო, 18:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1