x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ტერაქტები ჩეჩნეთში
image
დღეს, ჩეჩნეთში ტერორისტების მიერ რამდენი თავდასხმა იყო განხორციელებული. ორი დანით შეიარაღებული უცნობი პირი შალინსკის რაიონში შსს-ს ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა, დაჭრეს ორი პოლიციელი. ორივე თავდამსხმელი ადგილზე გაანეიტრალეს.

პოლიციაზე კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა გროზნოს შესასვლელთან. უცნობმა პირმა სატრანსპორტო პოლიციაში ასაფეთქებელი ნივთიერება ისროლა, რომელიც არ აფეთქდა. ამის შემდეგ, კრიმინალმაა მანქანიდან ქუჩაში მყოფ პოლიციელებს სროლა აუტეხა, რის შედეგადაც, სამმა წესრიგის დაცველმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.

თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს და ლიკვიდირებულ იქნენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბოევიკის მანქანაში იმყოფებოდა პატარა ბავშვი, რომელიც შესაძლოა რომ საფარად გამოეყენებინა ტერორისტს.

მესამე თავდასხმა მოხდ ქალაქ შალის გასასვლელთან. თვითმკვლელმა ბოევიკმა ქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი ნივთიერება.რის შედეგადაც, არც ერთი პოლიციელი არ დაშავებულა, მხოლოდ ტერორისტი გარდაიცვალა.


მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, გროზნოში კიდევ ერთი სროლების შესახებ. შედეგად, ერთი პოლიციელი მოკლეს. სროლები მოხდა პირველი მაისის და ისაევის ქუჩების გადაკვეთაზე.

შალიში პოლიციის შენობასთან მომხდარი თავდასხმის დროს ორი პოლიციელი დაშავდა და ერთი შემთხვევითი გამვლელი ქალი. საპასუხო სროლის შედეგად ერთ-ერთი დამნაშავე დაიღუპა, ხოლო მეორე კი დკავებულ იქნა სამართალდამცველების მიერ

0
177
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0