x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკის შეერთებულ შტატებში თავი მოიკლა ჰევი-მეტალის ჯგუფ "Huntress"-ის ვოკალისტმა ქალმა ჯილ ჯანუსმა

image ჰევი-მეტალის ჯგუფ "Huntress"-ის ვოკალისტის, ცნობილი მომღერალი ჯილ ჯანუსის (მეტსახელად "იანუსი") გვამი ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდის გარეუბანში იქნა ნაპოვნი, ქალს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა პირველადი დათვალიერებით. ცნობილი მომღერლის სიკვდილი დაადასტურეს მისმა ნათესავებმა და მძიმე როკის ცნობილი ჯგუფის წევრებმაც.
ამერიკული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების განცხადებით ცნობილ მომღერალს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა, მომღერალმა მკურნალობის ერთი კურსის გავლის მერე ჯგუფთან ერთად ჩაწერა ალბომი, რომელიც მალე გახდა ჰიტი. მკურნალობის კურსის გაგრძელებაზე მეგობრების რჩევის მიუხედავად უარი განაცხადა, დროულად არ მიხედა პრობლემებს და არ იმკურნალა.
წინასწარი მონაცემებით მომღერალმა ფსიქიური პრობლემების ნიადაგზე თავზე კონტროლი დაკარგა და თავი მოიკლა.
" CBS News " -ის ცნობით პოპულარულმა და ცნობილმა მომღერალმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მომღერალი კარგა ხანია ფსიქიურ პრობლემებს ებრძოდა, მაგრამ სამწუხაროდ კვალიფიციური სამედიცინო დახმარების ერთი კურსის გავლის მერე, დახმარების გაწევაზე უარი განაცხადა.
ჯილ ჯანუსი მძიმე როკის ჯგუფ "Huntress"-ის ვოკალისტი, ჯგუფის 2009 წელს შექმნის დღიდან იყო.
ჯგუფს ჩაწერილი ჰქონდა სამი ალბომი და უამრავ ტურნეში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage










0
234
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0