x
image
ნათია ჩხობაძე
რას აკეთებს კაზინოები იმისთვის , რომ მიგიზიდოთ და გაგაჩეროთ "მის ტყვეობაში"
აზარტული თამაშების სფეროში მუშაობს უამრავი ფსიქოლოგი. ეს ადამიანები, 10 წლის განმავლობაში ცდილობდნენ იდეალური სათამაშო ადგილის შექმნას, რომელიც მიიზიდავდა მნახველებს. დიზაინი, განათება, სტუმრებთან ურთიერთობა, კაზინოს წესები-ყველაფერი ეს დიდი ხნის წინ მოიფიქრეს და იქნა რეალიზებული. არავითარი შემთხვევითობა, ყველაფერი ლოგიკაზე და ფსიქოლოგიურად არის აწყობილი. მოდით ვნახოთ, რას აკეთებს კაზინო იმისთვის, რომ მიგიზიდოთ და გაგაჩეროთ "მის ტყვეობაში", მანამ სანამ ყველაფერს არ წააგებთ......

image

კაზინოში არ არის საათიimageთქვენ გაკვირვებული დარჩებით, თუ რამდენად ბევრი ადამიანი არ ატარებს საათს. რათქმაუნდა! კაზინოს მფლობელებმა იციან, რომ დრო თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენონ. ამიტომ ცდილობენ, რომ მოთამაშე დიდიხნის მანძილზე გააჩერონ კაზინოში. ამიტომ კაზინოს ტერიტორიაზე ვერ ნახავთ საათს.

კაზინოს არ აქვს ფანჯრები


კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ხაფანგი. ფანჯრები რომ იყოს ადამიანი მიხვდება, დღის და ღამის ცვლილებას. კაზინოში გეჩვენებათ ასეთ დროს, რომ ერთი და იგივე დროა. ყოველთვის თავს კომფორტულად და მყუდროდ გრძნობს.

image

ატმოსფერო კაზინოში

თვითონ ატმოსფეროც სათამაშო დაწესებულებების იწვევს ადამიანს. სპეციფიკური ხმები, მიმზიდველი ადამიანისთვის, განათება, მუსიკა.... ეს ყველაფერი აიძულებს ადამიანს დარჩეს დიდხანს. აქ ყოველთვის გიღიმიან, როგორც არუნდა დაიღალონ, სავარძლებიც ისეთი სასიამოვნოა.
საბოლოოდ, იქმნება სახლის ატმოსფერო, საიდანაც არავის სურს წავიდეს, ყოველთვის უნდათ დაბრუნდნენ უკან... სამწუხაროდ ცუდი ისაა, რომ ადამიანები თუ ცოტას მოიგებენ, უფრო მეტად ეჯაჭვებიან კაზინოს, ზოგჯერ კი დანაკარგი ძალიან სავალალოა...


image























3
241
4-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
241
  
2018, 25 აგვისტო, 16:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ნათია ჩხობაძე-ის კომენტარზე
2018, 25 აგვისტო, 15:42
კარგად გამაცინეთ მართლა :)
2018, 25 აგვისტო, 7:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3