x
მეტი
  • 15.09.2019
  • სტატია:94755
  • ვიდეო:342547
  • სურათი:456796
ეპიკური მომენტები ფილმებიდან, რომლებიც ალბათ არ შეგიმჩნევიათ

ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული, კინემატოგრაფია, დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი ფავორიტი ფილმი, რომლის მრავალჯერ ყურება არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიჭებთ.


ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში.



წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი, უსასრულოდ უყუროთ საყვარელ სცენებს.


იშვიათია, რომ ფილმის გადაღებამ ჩაიაროს უშეცდომოდ, რადგან ძნელია აკონტროლო ყველა დეტალი დინამიურ ბლოკბასტერში. მაყურებლები ძირითადად ამ შეცდომებს ვერ ამჩნევენ, თუნდაც მრავალჯერ ჰქონდეთ ნანახი კონკრეტული ფილმი, თუმცა არიან გამონაკლისებიც, რომელთა მახვილ თვალს ეს შეცდომები არ გამოეპარება.



გთავაზობთ ეპიკურ მომენტებს ფილმებიდან, რომლებიც ალბათ არ შეგიმჩნევიათ




1. "მეხუთე ელემენტი".image


მილას გმირს, სავენტილაციო ჭაში გავლის დროს ხელები დასვრილი ჰქონდა, გავლის შემდეგ კი უკვე - სუფთა. საინტერესოა, გზად როგორ მოახერხა დაბანა?







2. "იურული პერიოდის პარკი".image


შეუძლებელია ეს აბსურდული მომენტი არ დაგეფიქსირებინათ, უზარმაზარ მექანიკურ ხელს უჭირავს პატარა დინოზავრი, რომელიც კვერცხიდან ჯერ არ გამოჩეკილა.







3. "ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება".image


როდესაც ფროდოს გმირი მოწამლული იყო და განიცდიდა ანაბიოზს (სასიცოცხლო პროცესის დროებითი შენელება ან შეწყვეტა), მან თვალები გაახილა და ისევ დახუჭა, რაც აღნიშნული მდგომარეობისთვის შეუსაბამოა.







4. "ინდიანა ჯონსი: დაკარგული კიდობნის ძიებაში".image


საინტერესოა, წყალქვეშა ნავის პატარა შესასვლელში, ეს უზარმაზარი კიდობანი როგორ შეიტანეს და გადააადგილეს?







5. "ვარსკვლავური ომები - მე-2 ეპიზოდი - კლონების თავდასხმა". image


გეოგრაფიის გაკვეთილები თუ გაქვთ გავლილი სკოლაში, გეცოდინებათ, რომ მხოლოდ ერთი მზის სისტემა არსებობს, ფილმში კი საპირისპიროს ამტკიცებენ, რამაც ასტრონომიის მასწავლებლები აღაშფოთა.







6. "ჯანგოს გათავისუფლება". image


ჯანგო ვერანაირად ვერ გამოიყენებდა "დინამიტს", რათა ობიექტი აეფეთქებინა და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, ის მაშინ არ არსებობდა.







7. "პერლ-ჰარბორი".image


როდესაც პილოტი მედდის პიკანტურ ფოტოს ხატავდა, ის ამასა აკეთებდა ხან მარჯვენა და ხან მარცხენა ხელით. ნუთუ ის ამბიდექსტრია? (ამბიდექსტრი- როდესაც ადამიანი (ცხოველიც) ორივე ხელს ერთნაირად იყენებს).







8. "აგენტი 007". image


ფილმს თუ დავუჯერებთ, ბოლივიაში სულ უდაბნოებია, სინამდვილეში კი იქ უდაბნო არ არის.







9. "არმაგედონი". image


ფილმში ნათლად ჩანს, როგორ ესხმის თავს ძაღლი მომცრო ზომის დინოზავრს, რომელიც აშკარად პლასტმასისაა, თუმცა შემდეგ კადრში ეს დინოზავრი დიდია და მას კაცი იგერიებს.






იხილეთ აგრეთვე:



სამარცხვინო სცენები ფილმებიდან, რომელთა გახსენება მსახიობებს არ სურთimage





ფილმებში გაპარული შეცდომები, რომლებზეც აქამდე არ დაფიქრებულხართimage





კადრები ფილმებიდან, რომლებიც ბევრმა თქვენგანმა "დააპაუზა"image






როლის დროს დაშავებული ვარსკვლავები, რომლებიც ფილმში ორიგინალით გაუშვესimage






კინოს გადაღებისას დაშვებული "უპატიებელი" შეცდომებიimage




2
1519
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1519
  
2018, 1 ნოემბერი, 19:03
ჩემი ბოლო paycheck იყო € 32746 ოპერაციული ონლაინ. მე სრული დრო ვარ სტუდენტი და მუშაობს ორი საათის განმავლობაში ჩემს ლეპტოპზე.იგი ძალიან კარგავს ამდენ ფულს, როდესაც სხვა ადამიანს უნდა იმუშაოს იმდენად ნაკლებად.მიიღეთ პოზიცია მე ვთხოვ თქვენ რეაგირება ახლავეე! ასეე რომ, მხოლოდ ამ ვებგვერდის გავლა ....

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ w­w­w­.­C­a­s­h­7­2­.­C­o­m
2018, 1 ნოემბერი, 11:23
ტროაში აქილევსის ზემოთ თვითმფრინავის კადრის ამოჭრაც დაავიწყდათ. :)
0 1 2