x
მეტი
  • 21.09.2018
  • სტატია:80771
  • ვიდეო:333089
  • სურათი:438166
შაკიკი - მტანჯველი დაავადება

image შაკიკის ნიშნები-ინტენსიური და განმეორებადი ტკივილი თავის ერთ ნაწილში, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს ხედვისა და სმენის დარღვევა, გულის რევის შეგრძნერბა, ღებინება... სინათლის აუტანლობა, ფიზიკური აქტივობის დროს გაძლიერებული ტკივილი, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს 4 საათიდან 72 საათამდეც კი.

ეს დაავადება ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაგრამ არსებობს თეორია, რომ ადგილი აქვს თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმს, რის გამოც ხდება საძილე არტერიების გარშემო არსებული კუნთების მოდუნება და საძილე არტერიების გაფართოება.აქედან გამომდინარე თავის ტვინს არ მიეწოდება საკმარისი სისხლი, რაც განაპირობებს თავის ტკივილს.

შაკიკით დაავადებულტა 90 %-ს გააჩნია ანატომიური დეფექტი-პერსისტული ოვალური ხვრელი, რისი საშუალებითაც სისხლი პლაცენტიდან მარჯვენა წინაგულის გავლით შედის ცენტრალურ სისხლის მიმოქცევაში. ინსულტის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს ოვალური ხვრელია. ეს არის ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში სისხლის ტრანზიტის საშუალება, მარჯვენა და მარცხენა წინაგულებს შორის, ის აუცილებელია ნაყოფის სიცოცხლისატვის . დაბადების შემდეგ ეს ხვრელი კარგავს თავის ფუნქციას და იხურება რამდენიმე კვირაში ან თვეში.როცა რჩება ღია ან ბოლომდე არ იხურება ის ადამიანისთვის ნამდვილად არ არის კარგი, სწორედ ამიტომ საჭიროა იცოდეს ყველა მომავალმა დედამ და დაბადებიდან რამდენიმე კვირაში აუცილებლად გადაუღონ თავიანთ პატარებს გულის ექოსკოპია. ასევე ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საკიკი სულაც არ არის ისეთი "უწყინარი" დაავადება, როგორიც ადრე ეგონათ, ის თავისი ხარისხით უტოლდება ინსულტს და ინფარქტს.

შაკიკის პროფილაქტიკასთვის მოიწესრიგეთ კუჭ-ნაწლავი, მოიხსენით კალიუმის, მაგნიუმის დეფიციტი, სასტიკად გამორიცხეთ ნიკოტინი, ყურადღება მიაქციეთ კვებას, ცხოვრების ჯანსაღ წესს, მოიწესრიგეთ ძილი, რაციონიდან შეზღუდეთ ყველი, შოკოლადი, წითელი ღვინო, ნიგოზი, თევზი, ბანანი, ყავა, ჩაი. მოერიდეთ სტრესს, ხმაურს, მეტი დრო დაყავით სუფთა ჰაერზე და რაც ყველაზე მთავარია აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

0
43
2-ს მოსწონს
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0