x
image
_K_
Mediator image
ფოტოგრაფი ფოტოშოფის გამოყენების გამო გააკრიტიკეს, პასუხად კი მან ორიგინალი სურათები გამოაქვეყნა
image


ლილია ალვარადო ფოტოგრაფიით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ტყუპი გოგონები შეეძინა. იმისთვის, რომ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები სამუდამოდ დამახსოვრებოდა, სურათების სმარტფონით გადაღების ნაცვლად მან გადაწყვიტა, პროფესიონალური ფოტოები შეექმნა.


დღეს ლილია ცნობილია, როგორც ბავშვების და ოჯახების ფოტოგრაფი. ის რეგულარულად უზიარებს თავის ნაშრომებს საზოგადოებას Facebook-სა და Instagram-ზე, თან, იმასაც ხსნის, როგორ დაამუშავა ფოტოები. თუმცა, ბოლო დროს მის პოსტებზე კრიტიკული კომენტარები გაჩნდა, ხალხის ნაწილი ლილიას ზედმეტი ფოტოშოპის გამოყენებისთვის განიკითხავდა. ლილიამ მოახერხა მათთვის ღირსეული პასუხის გაცემა.


სტატიაში გაგაცნობთ, როგორ დაიცვა ლილიამ თავისი ტალანტი კრიტიკოსებისგან და შემოგთავაზებთ მის ნამუშევრებს.



დასაწყისისთვის, დაათვალიერეთ მისი დამუშავებული ფოტოები და ისიამოვნეთ!





image

image

ბოლოდროინდელ კომენტარებში ზოგი ლილიას ზედმეტი ფოტოშოფისა და სხვა პროგრამების გამოყენებაში "ადანაშაულებდა", ზოგი კი იმასაც ამბობდა, რომ მისი ნამუშევრები საერთოდ რეალური არ იყო. ისინი ფოტოგრაფს CGI-ს (კომპიუტერის მეშვეობით სპეციალური ვიზუალური ეფექტების გამოყენება) ეძახდნენ.


image

image

ლილია გაოცებული იყო და ვერ გაეგო, რატომ იყო ამდენი ადამიანი ფოტოების დამუშავების წინააღმდეგი. თუ სურათს არ დაამუშავებ, მხოლოდ მაშინ შეიძლება ეწოდოს მას რეალური?


image

image

ლილიამ გადაწყვიტა, ეპასუხა კრიტიკისთვის. პირველ რიგში, მან საზოგადოებას გაახსენა, რომ ფოტოებს თითქმის პირველი აპარატის გამოგონებიდანვე ამუშავებენ. ფოტოგრაფები ყოველთვის ცდილობდნენ, სურათისთვის არასაჭირო ელემენტები ქიმიური თუ მექანიკური ხერხებით მოეშორებინათ. პრე-ციფრულ პერიოდში კამერა სუფთა სურათს ვერ იღებდა, ამიტომ ცა ყოველთვის თეთრ ლაქად ჩანდა. ამის შემდეგ, სრულყოფილი სურათი რომ მიეღოთ, ფოტოგრაფებმა, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, 2 ფოტოს შეერთება დაიწყეს. ქვევით ხედავთ ერთ-ერთ პირველ დამუშავებულ ფოტოს გუსტავ ლე გრეის მიერ, 1857 წელს.


image

თანამედროვე აპარატებსაც კი არ შეუძლიათ ყოველთვის იმ ფერების დაფიქსირება, რასაც თვალით ვხედავთ. საბედნიეროდ, დღეს უკვე მარტივია ფერების შესწორება ფოტოშოფის მეშვეობით და არაფერია ამაში ცუდი. ლამაზი სურათი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს გვახსენებს და მთავარი ხომ ესაა!


ლილიამ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ფოტოშოფის გამოყენება ხალხის მოსატყუებლად გაუმართლებელია. გულისხმობს იმას, რომ ზოგჯერ ყალბი ჭორების გასავრცელებლად ფოტოგრაფები სურათს ისე ამუშავებენ, რომ ამა თუ იმ ადამიანს ყალბ სიტუაციაში წარმოაჩენენ.


თუმცა, სურათის მიზანი რეალობის წარმოჩენა კი არა, ფოტოგრაფის ხედვის, გრძნობებისა და აზრების გადმოცემაა.


ბოლოს ლილიამ გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის ორიგინალი სურათები ეჩვენებინა. ქვევით მოცემული ფოტოების დათვალიერების შემდეგ მიხვდებით, რომ ორიგინალიც და დამუშავებულიც კარგი საყურებელია. ლილია არ მალავს, რომ ფოტოშოფს იყენებს, მაგრამ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანების ნაკლის დასაფარად კი არა, არამედ თავისი ხედვის გადმოსააცემად.


image

image

image

image

imageimage

image

image

image

image

image

ლილია გამომწერებს ფოტოშოფის გაკვეთილებსაც უზიარებს თავის საიტზე და youtube-არხზე.


ჩვენ მხარს ვუჭერთ ფოტოგრაფის პოზიციას. ხალხი უყურებს ფილმებს, რომლებშიც მრავლადაა სპეც-ეფექტები გამოყენებული, ამის გამო არავინ უწოდებს ფილმს "ყალბს". მაშინ ფოტოგრაფიამ რა დააშავა?


თუ ნამუშევრის კარგად დამუშავება შეგიძლიათ, ეს თქვენს ნიჭსა და ტალანტზე მეტყველებს. თუ ყველა ფოტოგრაფი სურათებში, უბრალოდ, რეალურ სამყაროს აჩვენებდა, ისეთს, როგორიც სინამდვილეშია, ნამდვილად ისევ ისე მოგეწონებოდათ, როგორც დამუშავებული ფოტოები? დაფიქრდით ამაზე.


თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? გაგვიზიარეთ

image









ასევე დაგაინტერესებთ:


1. დრონით გადაღებული საუკეთესო ფოტოები

image


2. 25 ალოგიკურობის მაგალითი ანიმაციებში

image


3. როგორ გადავიღოთ კარგი ფოტო - 12 მარტივი ხერხი

image


0
4508
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
4508
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0