x
მეტი
  • 21.09.2018
  • სტატია:80769
  • ვიდეო:333089
  • სურათი:438166
ყოფილი ხელისუფლება ლუკაშენკოს განცხადებამ პანიკაში ჩააგდო

image პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებამ, ხელფასი გაეზარდათ ათას რუბლამდე, ბელორუსიის ყოფილი მთავრობა პანიკაში ჩააგდო. ამის შესახებ სახელმწიფო მეთაურმა ახალი მთავრობის ხელმძღვანელობის დანიშვნისას განაცხადა.

ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მას მოუხდა დაერწმუნებინა თანამდებობის პირები, რომ ასეთი ხელფასის მიღწევა შესაძლებელია.
პრეზიდენტის თქმით, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია საბავშვო ბაღების აღმზრდელების, ექთნების, კულტურისა და სოციალურ მუშაკების ხელფასების გაზრდა.

ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ თანამდებობის პირები ყველაფერს ცდილობდნენ, რომ არ დაეშვათ ხელფასების ზრდა. მათგან ისმოდა ასეთი სიტყვები: "ჩვენ არ შეგვიძლია", "ჩვენ ვალდებული არ ვართ", "კურსი დაეცემა", "რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება", "ქვეყანა დაიშლება", "ყველაფერი დაიშლება". ამავე დროს, ისინი სთავაზობდნენ მთავრობაში მენეჯერების ხელფასების გაზრდას, რათა, მათ უკეთესად გაეუმჯობესებინათ მუშაობა. ამის შესახებ თავად პრეზიდენტმა განაცხადა.

"კარგით, მე შევთავაზე მათ ალტერნატივა, მოდით, მაშინ მე თქვენთან ერთად მექნება ის ხელფასი, რაც აქვს იმ საწყალ აღმზრდელებს"-განაცხადა ლუკაშენკომ

0
238
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0