x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი იქნება თუ უცნობი პიროვნება, მძიმე ნარკოტიკის მიღება-გასაღებას კანონი უნდა არეგულირებდეს

image საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებლების რიცხვი სამწუხაროდ საკმაოდ შთამბეჭდავია. დღე არა გავა არ გავიგოთ ესა და ეს ზედოზირებით დაიღუპაო.
მე პირადად ნებისმიერი სახის ნარკოტიკის ლეგალიზების წინააღმდეგი ვარ, "გირჩის" იდეოლოგია კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, შეურაცჰყოფას არავის მივაყენებ, მაგრამ ბატონი ჯაფარიძე, რომელიც "გირჩის" ხელმძღვანელია კანონსაწინააღმდეგო და ანტისახელმწიფოებრივი იდეების "გენერატორია".
როგორ შეიძლება პოლიტიკოსი, რომელსაც პოლიტიკური ამბიციები აქვს აყალიბებდეს პრაქტიკულად სექტას, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძია მიიღოს "სასულიერო" ხარისხი და ამის საფუძველზე ჯარში გაწვევას აარიდოს თავი.
მე მიმაჩნია და ვთვლი: ის ვინც ამგვარი სახით ცდილობს თავი აარიდოს საკუთარი სამშობლოს ჯარში სამსახურს, კანონის ძალით უნდა ჯარიმდებოდეს, თან ისეთი დიდი ჯარიმით, სხვას აზრად, რომ არ მოუვიდეს მსგავსი- "სასულიერო პირის" აბსურდული, იურიდიული ძალის არმქონე საბუთით ჯარისათვის თავის არიდება.
ცალკე თემაა მარიხუანას მოხმარების დეკრიმინილიზაცია, ახალგაზრდობის ნაწილი უკვე აშკარად და დაუფარავად მოიხმარს მარიხუანას.
"დაბოლილი" ახალგაზრდა კი, რომელიც საჭესთან დაჯდება პოტენციური მკვლელია.
მე არ მინდა აქ გავასაჯაროვო იმ პირთა სია ცნობილებიდან, ვინც ნარკოტიკებს მოიხმარს და ასაღებს, რადგან არსებობს კანონი და შესაბამისი სტრუქტურები.
თან ვინაიდან ეს ადამიანები დაკავებულნი არ არიან ძალოვანი უწყებების მიერ, ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმციას.
ცნობილი იქნება თუ უცნობი, კანონდარღვევისას ყველა თანაბრად უნდა იდევნებოდეს კანონის ძალით.
უჩემოდაც მოგეხსენებათ ერთერთი საქართველოში ცნობილი პროდიუსერი დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებებით, რომ დააკავეს, თუმცა ბომონდის და საზოგადოების ცნობილი სახეების ჩარევის შედეგად ადამიანი, რომელსაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა კანონის შესაბამისად, გაანთავისუფლეს.
ასევე ყველამ თუ არა საზოგადოების დიდმა ნაწილმა ნახა უკრაინაში "ბორისპოლის" აეროპორტთან მანქანაში უგონო მდგომარეობაში მყოფი ცნობილი ქართველი მსახიობის ვიდეოკადრები, რომელიც უკრაინელი მედიკოსების და ძალოვნების ოფიციალური განცხადებით ნარკოტიკული თრობის მძიმე ფორმაში იყო მეგობრებთან ერთად.
ისიც მოგეხსენებათ, თუ რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობი, თუ სხვა პროფესიის ადამიანი დაიღუპა ზედოზირებით.
ანაკლიაში ვინ ამარაგებდა "ჯემ ფესტის" ფესტივალზე ახალგაზრდებს, კლუბური ნარკოტიკებით უცხოელების ხელით, ესეც ალბათ იხილეთ მედიით.
სინთეტიკური ნარკოტიკი მიეკუთვნება მძიმე ნარკოტიკების ჯგუფს, თან ამ ჯგუფის ნარკოტიკების მოხმარების შეწყვეტა ძალიან რთულია, იმდენად მძიმე ფორმებს იღებს ეგრეთ წოდებული "ლომკა".
ახლახან ფულის გამო დაჭრილი ცნობილი მომღერლის დაჭრის მიზეზი რაც გახდა მოგეხსენებათ.
დააკავეს ის ვინც დაჭრა, მაგრამ დაუსჯელი დარჩა პირი, რომელიც არ მალავდა, რომ ფული ნარკოტიკის შესაძენად გამოართვა მის დამჭრელ ქალს.
სანამ ასეთი მიდგომა იქნება-დაისაჯოს რიგითი მოქალაქე, ხოლო ცნობილი სახე თვალებამღვრეული თავისუფლად ივლის, მუდამ გვეყოლება ზედოზირებით გარდაცვლილი ცნობილი სახეები.

0
38
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0