x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ვლადიმერ ჟირინოვსკი: ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხები თანამემამულეები არიან
image


რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ წამოაყენა წინადადება გაიხსნას საზღვრები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან.მან ამის შესახებ მან საკუთარ ბლოგში დაწერა:


"რუსები, უკრაინელები და ბელორუსები-ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს მარტივი იდეოლოგია-ერთი მიწა, ერთი ერი, ერთი ქვეყანა, დროა გავუხსნათ საზღვრები ერთმანეთს, იმიტომ, რომ თანამემამულეები ვართ"-აღნიშნა პოლიტიკოსმა.


ჟირინოვსკის აზრით "თანამემამულეები"-ეს არის "შესანიშნავი ნაციონალური განსაზღვრება, რომელიც იდეალურად შეგვეფერება".




ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს მიაჩნია, რომ განსაზღვრებაში-"თანამემამულეები" შეიძლება ყველა საბჭოთა რესპუბლიკების შეყვანა, ეს საშუალებას მისცემს გადაწყდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ნაციონალურ კონფლიქტებს თუ ტერიტორიულ პრეტენზიებს შეეხება.


"ყირიმიც ჩვენი საერთოა, ყარაბახიც, აფხაზეთიც, დნესტისპირეთიც, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება თავისუფლად წავიდეს ტარტუში, შემდეგ რიგაში, კიევში, სმოლენსკში, მისნკში, სევასტოპოლში, ბაქო, თბილისში და ერევანში, ტაშკენტში და ყველგან საზღვრებს გარეშე, იმიტომ, რომ ყველა ჩვენი თანამემამულეა"-აღნიშნა პოლიტიკოსმა.


შეგახსენებთ, უფრო ადრე ვლადიმერ ჟირინოვსკიმ საბჭოთა კავშირის დაშლაზე განაცხადა რომ "ეს იყო საერთაშორისო, სახელმწიფო დანაშაული".


"საბჭოთა კავშირის დაშლით მოგებული არავინ დარჩა:ბალტიისპირეთის ქვეყნები დარჩნენ ევროპის შემოგარენში, უკრაინის დაუძლურებამ სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, ბელორუსიამ ვერ შეძლო დემოკრატიის აშენება, ხოლო მისი მოსახლეობა სიდუხჭირეში ცხოვრობს, რუსეთმა გამოცადა ომების ვარამი და "შოკური თერაპია", მრეწველობის დაცემა, კვალიფიციური კადრების გადინება, შუა აზიის რესპუბლიკებში მოხდა მოსახლეობის გაღატაკება და სამოქალაქო ომები, ახლა ყველანი ისინი შრომითი ემიგრანტების ხარჯზე ცხოვრობენ..საქართველომ დაკარგა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი აგერ უკვე თითქმის 30 წელია გამოუცხადებელი ომის მდგომარეობაში იმყოფებიან"-ასე შეაფასა პოსტსაბჭოთა სივრცე ჟირინოვსკიმ.






0
291
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0