x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
„მე ჩემი ქვეყნის სახელი 439 ლარიც მიღირს და მეტიც" - ერთი უსახელო გმირის ისტორია

image

ერთი უსახელო გმირის ისტორია:
რესტორანში სადაც ტელევიზიიდან შვებულების პერიოდში ვმუშაობ, ლიმიტები იყო. 6 კაციანი მაგიდა 250 ლარი. უკვეთავ რასაც გინდა, მაგრამ მინიმალური დანახარჯი უნდა ყოფილიყო ეს თანხა.
ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის (არ დავაკონკრეტებ) სტუმრებს შემოსვლისთანავე ჰოსტესმა აუხსნა ლიმიტის შესახებ. ოჯახი იყო. ცოლ-ქმარი, 23წლამდე ასაკის გოგონა და დაახლოებით 12-იოდე წლის ბიჭი.
დასხდნენ. შეუკვეთეს მენიუში რაც კი ძვირიანი იყო. ოჯახის უფროსმა ერთი 0.7-იანი ფინლანდია გამოცალა.
მოვიდა გადახდის დრო. ანგარიში 430 ლარი იყო.
გადაირივნენ.
- ჩვენ გვეგონა 250 ლარად რაც გვინდოდა ყველაფერს შევუკვეთავდითო.
მაგიდასთან მივედი ავუხსენი, რომ ჰოსტესმა გააფრთხილა, მიმტანმაც, როცა სხდებოდნენ უთხრა, შესაბამისად ჩვენი ბრალეულობა არ არის-თქო. ცოტა იდავეს, შემდეგ ცოლმა დაადასტურა კიო, ეგრე იყოო.
შემდეგ მიმტანის დადანაშაულება დაიწყეს, რატომ არ გაგვაფრთხილა 250 ლარს რომ გადაცდაო.
ამჯერადაც ავუხსენით, რომ რესტორანში ზოგი 50 ლარს ხარჯავს, ზოგი 500 და ზოგიც 5000-ს.
ფული არ გვაქვსო.
უნდა გადაიხადოთ, ხომ მიირთვით, შესაბამისად ჩვენი რა ბრალია-თქო.
ოჯახის უფროსი აიფოფრა. დაიწყო ყვირილი.
ისე თემას რომ გადავუხვიოთ, რაღაც ტენდენციაა, იყვირო და პრესტიჟულ რესტორანში ან საჩუქარი მიიღო ან ნაკლები გადაიხადო.
ეს ტიპი ბორგავს. ცოტა ხანში ჩავუარე და ვხედავ ჩანგალი აიღო და უკანა ჯიბეში ჩაიდო.
ფაქტია სახლში წასაღებად არ უნდა. თან რუსულად ამბობს - სად არის ოფიციანტიო. შემდეგ წინა ჯიბეში გადაიტანა და ხელა არ უშვებს.
მიმტანს ხომ აე მოვაკვლევინებდი და დაცვას დავუძახე, რომელმაც სტუმარს თხოვა ჩანგალი მაგიდაზე დაებრუნებინა.
- პაშოლ ტიო - და ხელი აუქნია.
დაცვამ შენიშვნა მისცა და თხოვა ხმის ტონისთვის დაეწია, რადგან რესტორანში 139 მაგიდასთან მინიმუმ 600 სტუმარი არისო.
ეს კიდევ გაიფოფრა. დაცვის მეორე წევრი მოვიდა.
ამის დანახვაზე 12 წლამდე შვილმა ტირილი დაიწყო.
ოჯახის სხვა წევრები ფეხზე წამოიშალნენ.
არაფრისგან შეიქმნა რიარია.
გვერდით მაგიდიდან ახლაგაზრდა ქართველი ბიჭები მოვიდნენ, რა ხდებაო.
ამის დანახვაზე ბიჭი აბღავლდა.
ვთხოვე ყველას ადგილებზე დამსხდარიყვნენ. დაცვა კი მოშორებით გასულიყო.
უფროსი ხსნის საფულეს სადაც 3 ასდოლარიანი დევს. დოლარის კურსი რამდენიაო. გავავრკვევ და მოვალ-თქო.
სანამ გავედი და დავბრუნდი, გვერდით ქართველების მაგიდის წევრს უთქვამს, თუ რამე მე დაგიმატებთ პრობლემა არააო.
უკან დაბრუნებულს ცოლი მეუბნება, ჩვენსას ის მაგიდა გადაიხდისო, დგებიან და მიდიან.
პასპარტუ ავიღე და ცარიელია.
გვერდით მაგიდას ვეუბნები - აქა არაფერი დევს-თქო.
არ არის პრობლემა ჩვენ გადავიხდითო.
მაგიდას, რომელმაც 430 ლარი გადაუხადა ისე ჩაუარეს არც შეუხედავთ, არც მადლობა უთქვამთ. მხოლოდ ცოლმა მოაძახა, სპასიბაო.
ქართველების მაგიდასთან მივედი და ვუთხარი, თქვენ ხომ გითხრეს ლიმიტზე, იმათაც ავუახსენით, ეგ არაფერი, მაგრამ ჩანგალი აიღო და მიმტანს ეძებდა, ფაქტია კარგა არაფერს აპირებდა, თანაც მთვრალია იყო-თქო.
- ვიცი ძმაო, მაგათთან რომ ჩავიდეთ და ასე მოვიქცეთ, ჯერ კაპიკ-პაპიკ გადაგვახდევინებენ, მერე მაგრა გვცემენ, მერე პოლიციაში წაგვათრევენ და კიდევ შტრაფებს დაგვიწერენ, მაგრამ... - გაჩერდა - მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ, ეს საქართველოა. ჩვენ სტუმართმოყვარეები ვართ და სამეზობლოში ბადალი არ გვყავს. მე ჩემი ქვეყნის სახელი 439 ლარიც მიღირს და მეტიც. მაგათ ცუდს ჩემა ქვეყანაზე არ ვათქმევინებო.
თანხა გადაიხადა და მადლობებით დამემშვიდობა.


არც სახელი ვიცი, არც არაფერი, მაგრამ იმ წუთას ამაყი ვიყავი ასეთი ქართველი, რომ გვყავდა.image

1
92
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
92
  
2018, 18 აგვისტო, 14:20
ტუტუცები....გული გამიჩრედა, მართლა ხო არ მოკლათქოოო
0 1 1